დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ჭიღვარია - ქუთაისის მერად!
გიორგი ჭიღვარია - ქუთაისის მერად!
სულ ნანახია 1211
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

ჩვენი მთავარი მიზანია, ქუთაისი გახდეს მომავლის ქალაქი, სადაც ყველა ქუთაისელი ადგილზე შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას

 

- ბატონო გიორგი, თავდაპირველად მოკლედ გვიამბეთ თქვენ მიერ განვლილ გზაზე, მნიშვნელოვანი ეპიზოდები თქვენი ბიოგრაფიიდან.

- ჩემი ბიოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტები ჩემს ოჯახს უკავშირდება. სულ სხვაა პოლიტიკასთან და საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ეპიზოდები, რომელიც  ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ჩემთვის. მათ შორის 2015 წელი, როცა  ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ამირჩიეს.

- რამ განაპირობა მერობის კანდიდატად თქვენი წარდგენა?

- დღეს ქალაქი დგას ახალი გამოწვევის წინაშე და გუნდმა გადაწყვიტა, რომ ამ გამოწვევებს მე,  ჩემს გუნდთან ერთად ვუპასუხო. ეს იყო მთავარი მიზეზი ჩემი მერობის კანდიდატად დასახელების.

- როგორ ფიქრობთ, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ქალაქის მერს?

- ქალაქის მერს, პირველ რიგში, უნდა უყვარდეს საკუთარი ქალაქი და მისი თანამოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობას და ვალდებულებას გრძნობდეს. უნდოდეს მეტის გაკეთება მისი ქალაქისთვის და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი შეეძლოს.

- მაინც  რით არის საინტერესო და განსხვავებული თქვენი პროგრამა და რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ ქუთაისელებმა ქალაქის მერად?

- ჩემს პროგრამაში დევს  ქალაქის -განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც ამ დრომდე არავის ჰქონია. გენერალური გეგმა გულისხმობს ქალაქში უადგილო და უსახური შენობების არარსებობას. უნებართვოდ  ხეების ჭრის აკრძალვას. მეტი რეკრეაციული ზონის გაშენებას  და ქაოტური სიტუაციის თავიდან აცილებას. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაშიმთავარი მიზანი და ამოცანა იქნება, ქუთაისი გახდეს ,,მომავლის ქალაქი" სადაც ყველა ქუთაისელი ადგილზე შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას.

- რა მიგაჩნიათ ქუთაისის ყველაზე დიდ პრობლემად, რომელსაც მერობის შემთხვევაში აუცილებლად გადაჭრით?

- ქალაქში  პრობლემები არსებობს და ამ პრობლემებს ჩვენ არ გავურბივართ და არ ვატყუებთ მოქალქეებს, რომ ყველაფერი იდეალურადაა. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, პირველივე დღიდან დავიწყებ ზრუნვას ამ პრობლემების მოგვარებაზე. ჩემი მერობის პერიოდში ქუთაისს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება და სრულიად ახალი წყალმომარაგების სისტემა.რომელიც ამ დრომდე არასდროს         ჰქონია.

- რა შეცდომებს ხედავთ წინამმორბედის საქმიანობიდან და რის გამოსწორებას აპირებთ?

- ჩემი წინამორბედის საქმიანობა ჩემი შესაფასებელი არ არის. ეს საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.

- ,,ინსტრუქციები“, რომელიც თქვენ ძალიან გაღიზიანებთ. რა არის თქვენთვის მთავარი?

- ინსტრუქციები არ მიყვარს. ხშირად მაძლევენ ინსტრუქციებს, როგორც კანდიდატს. მაგრამ ვფიქრობ, ხალხი დაიღალა წინასაარჩევნოდ გათამაშებული პერსონებით. მიმაჩნია, რომ მთავარი გულწრფელობაა ხალხთან ურთიერთობაში და საზოგადოება ამას კარგად ხვდება.

- როგორი ქუთაისია თქვენი იდეალი?

- „მომავლის ქუთაისი", რომელიც კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციას დაიბრუნებს და რეგიონში განათლების კერა გახდება. ქუთაისი, რომელიც  იქნება პატარა ევროპული ტიპის კონკურენტუნარიანი ქალაქი.

- რეალურად როგორი ქალაქი გვექნება თქვენი მერობის შემთხვევაში 5 წლისთავზე?

- ქალაქი, რომელსაც ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა გადაჭრილი ექნება და უმუშევრობის დონე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

- წარმატებებს გისურვებთ.

 

 

ეთუნა ჩუმაშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია