დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახაბერ მახათაძე: სოფლის მეურნეობის განვითარება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
კახაბერ მახათაძე: სოფლის მეურნეობის განვითარება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
სულ ნანახია 1003
ავტორი:

 

 

პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე, დაბა შორაპნის ამომრჩეველს  შეხვდა და ის პრობლემები განიხილა, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.

ყურადღება დაეთმობა დაბაში ტურიზმის განვითარებას. სამომავლოდ, ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან მუზეუმის აშენება იგეგმება, სადაც ტურისტები ყვირილისა და ძირულის შესართავში არსებული, ანტიკური/შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მიღებას შეძლებენ“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობის მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურული საკითხებია. ადგილობრივების თქმით, ფარნავაზის, ვაჩნაძისა და ჭიათურის ქუჩები რეაბილიტაციას საჭიროებს.

მომდევნო წლებში, შორაპანში დაგეგმილია ან უკვე განხორციელების ფაზაშია მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორის, შიდა საუბნო გზების, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია, საბავშვო სკვერებისა და სპორტული მოედნების აშენება“, - აღნიშნა ზესტაფონის მერობის კანდიდატმა.

კახაბერ მახათაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ასევე სოფელ დილიკაურის ამომრჩეველს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

 

ზესტაფონში სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამები გაგრძელდება. სოფლის მეურნეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდა და სოფლად ადამიანების დასაქმება, ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, -განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია