საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ბუნებისთვის დრო უპირველესი პარამეტრია!
სულ ნანახია 746
ავტორი:

 

 

ბორჯომის ტყის ხანძრიდან ერთი თვის შემდგომ, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის დაკვეთით, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ პირველადი შეფასება დაიდო. 2017 წლის 19-26 აგვისტოს ხანძარმა 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორიაც მოიცვა, სადაც სრულად განადგურდა როგორც აღდგენის პროცესში არსებული ტერიტორია, ასევე ის ფერდობები, სადაც ნახევრად დამწვარი ხეები ზეზეულად იდგნენ. ორივე შემთხვევაში განსაკუთრებით დაზიანდა სოფელ დაბისა და წაღვერის მიმდებარე ტერიტორია - ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ადგილები. აღნიშნული ხეობა ტყის კლიმატური კურორტების ტიპს მიეკუთვნება, განუმეორებელი ჰავით და მინერალური წყლების საბადოებით.

სპეციალისტეის თქმით, ამ ეტაპზე ეოაში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესი - აღდგენითი და ეროზიული, მიმდინარეო. თუმცა ერთი შეევდვითაც ნათელია, რომ ეროზიული პროცესის განვითარე უფრო სწრაფად არის შესალეელი, ვიდრე აღდგენითი. „2017 წლის 18 სექტემერს ეოაში ჩატარეული  ვიზუალური შეფასეის   შემდეგ, გამოვლინდა ვადასვა საის მორფოდინამიკური პროცესე. ის საფარის განადგურეის შედეგად ჩამოალიდა  ლავრი ეროზიული კერეი, წარმოიქმნა დიდი ზომის ჩარამვეი, გაჩნდა ალი მეწრული ეულეი, დაჩქარდა გამოფიტვის პროცესეი, რამაც საეთო ამში მთლიანად შეცვალა ფერდოის მდგრადოის დინამიკა.“-  წერია მომზადეულ ანგარიშში.

ურადღეას იქცევს ის გარემოეა, რომ დამწვარ ფერდოზე მცირე რაოდენოითაა შემორჩენილი ზეზემდგომი, როგორც გამმარი, ისე სანაევროდ დამწვარი და ანარს გადარჩენილი ემცენარეულო. სპეციალისტეის დასკვნეით, მათი მოჭრა და გამოტანა კიდევ უფროგაააქტიურე ეროზიულ პროცესე.

გასათვალისწინეელია ის ფაქტორიც, რომ 2008 წლის გადაწვის შემდეგ, მრავალწლოვანი -მცენარეეისაგან დიდი ფართოის გამოთავისუფლეამ ერთწლოვან ალა მისცა გასაქანი. იქ, სადაც ნიადაგის ნაოფიერი ფენა დაწვასა და გადარეცვას გადაურჩა, ის აღდგენის პროცესს ელი შეუშალა მავალმა, რომელმაც დომინანტური ადგილი დაიკავა. ხეეის მოსპოისა და მზის აქტიური ზემოქმედეის შედეგად, ალი პროლემა გაჩნდა პარაზიტე. ის თვითრეგენერაციის მთავარი შემაფერელი ფაქტორი ფერდოის ლიერი დარილოაა, რის გამოც, ნიადაგის ზედა ფენა, . . ჰუმუსი, მუდმივ გადარეცვას განიცდის.

არსებული გამოცდილება თვითაღდგენის პროცესთან დაკავშირებით აუცილებლად გასათვალისწინებელია. სპეციალისტები სამუშაოებს ეტაპებად ყოფენ და სამუშაოების დროულ დაწყებაზე საუბრობენ. „პირველ ეტაპზე აუცილებელია მომზადდეს ტყის აღდგენის პროექტი ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ. უნდა მოხდეს ნიადაგის, გრუნტის და ეროზიული პროცესების შესწავლა. ვფიქრობ, რომ აღდგენა უნდა დაიწყოს სწრაფად, რადგან ხელისშემშლელი ფაქტორებს ვერ ვხედავ.  თუმცა, თუ ნიადაგი არის დაზიანებული, არსებობს ხელოვნურად ჩარევის საშუალებებიც. ასეთ შემთხვევაში მიმდინარე წელს უნდა მოხდეს მიკროორგანიზმების საშუალებით ნიადაგის დამუშავება. კომისია, რომელიც  დაკომპლექტებული იქნება დარგის სხვადასხვა სპეციალისტებით, იმედია, სამუშაოების პირველი ეტაპის დაწყებას მიმდინარე წლის ბოლომდე განახორციელებს. ვფიქრობ, გადადება 2018 წლისთვის არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან დღეს თუ სამუშაოები 10 000 ლარი დაჯდება, მომავალ წელს, შესაძლოა, იგივე შედეგის მისაღებად მილიონი ლარის დახარჯვა დაგვჭირდეს. ამდენად, მნიშვნელოვანია სატყეო სააგენტოსთან ერთად აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა/განხორციელებაში გეოლოგებიც და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები/ექსპერტებიც ჩაერთონ. განსაკუთრებით რთულადაა ვითარება 2008 წლის ომის ნახანძრალზე, სადაც მაღალი რისკია სხვადასხვა პროცესების განვითარების. ბორჯომში ტყის აღდგენითი სამუშაობის დროულ დაწყებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ქვეყნის კურორტების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ 2018 წლის ბიუჯეტში გადამწვარი ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვი თანხის ასახვა აუცილებლად უნდა მოხდეს, ფინანსების არ არსებობა სამუშაოების დაწყების ერთ-ერთ შემაფერხებელ გარემოებად რომ არ იქცეს.“ - აცხადებს რეზო გეთიაშვილი, გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ერთ-ერთი პროცესი, რომელიც შესაძლოა დროის მოკლე მონაკვეთში პროგნოზირებადი გახდეს წყლისმიერი ეროზიაა. ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების სამუშაოების ჩასატარებლად პირველად რეკომენდაციაში ეროზიული პროცესების გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად უკვე არსებული ე.წ. ღარებია დასახელებული. წლების მანძილზე ტყეში მოჭრილი ხე-მცენარეულობის ტყიდან გამოტანა ფერდობზე დაცურების წესის გამოყენებით ხდებოდა. ამიტომ დაცურების შედეგად გაჩენილია ჩაღრმავებები, რომლებიც წარმოადგენენ მეტ-ნაკლები სიღრმის ფერდობის ზედაპირული ნაკადების ფორმირების ადგილებს. პირველად რეკომენდაციაში წერია: დროთა განმავლობაში, მით უმეტეს ახლად შექმნილ პირობებში, ძალიან მაღალი ალბათობით მოსალოდნელია ფერდობის დახრამვის გაძლიერება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აღნიშნული ფერდობი აგებულია ადვილად დაშლადი, ეროზიის მიმართ არამდგრადი, ბორჯომის ფლიშების  ქანებით, მომავალში ფერდობის დახრამვა რეალურია. ფერდობის დახრამვის თავიდან აცილების ან ეფექტურად შეზღუდვისათვის, საჭირო იქნება ზედაპირული ნაკადის დრენირების ხაზზე, წყლის მოძრაობის პერპენდიკულარულად, ხის მასალისაგან რამდენიმე მეტრის დაშორებით  წინაღობების მოწყობა,  წყლის ნაკადის გადამრეცხი სიჩქარის შემცირების მიზნით. აღნიშნული, საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვნად შევამციროთ დრენირების ხაზი, ფერდობის ვერტიკალური ჩაჭრა და რამდენადმე შევაჩეროთ ან შევამციროთ ფერდობის დახრამვა;

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეროლოგიური დეპარტამენტის აგრომეტეროლოგიის განყოფილების უფროსი გიზო გოგიჩაიშვილი ამბობს:    „ხეობაში აუცილებლად შეიცვლება მიკროკლიმატი, აორთქლების პროცესები და ნიადაგის გამოშრობა გარდაუვალი პროცესია. ქარისმიერი ეროზიის განვითარების ზონა იქ არ არის, თუმცა ურთულესი ვითარებაა წყლის მიერ განვითარებული ეროზიული პროეცესების. ეს პროცესი იქ ამ ხანძრებამდეც მიმდინარეობდა. 2008 წლის ომისაგან გამოწვეული ხანძრის შემდეგ 2009-ში იქ იყო ნახევრად დამწვარი და სრულად დამწვარი ხეები, რომელიც არ გამოუტანიათ.

ეს უქმნიდა თავისებურ წინააღმდეგობას ეროზიული პროცესებს. დღეს სიტუაცია უფრო რთულია, რადგან ის ადგილები ხელმეორედ გადაიწვა. ასევე არის 35-50 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობები. ახლა ეროზიული პროცესების განვითარებას წინააღმდეგობას, კონკრეტულად ამ ფერდობზე, არაფერი არ უწევს, დანახშირებული და გაშიშვლებულია მთელი ფერთობი. ბუნებისთვის დრო უპირველესი პარამეტრია. ამიტომ გაზაფხულისთვის უნდა დაიწყოს პრაქტიკული სამუშაოები, ამ პერიოდში კი გვმართებს წინასწარი სამუშაოების და კვლევების დაწყება სპეციალისტების ჩართულობით. ამ ტერიტორიაზე თითქმის ყველა ხეობა არის ღვარცოფული ხასიათის. ვფიქრობ, პრევენციისთვის აუცილებელია გაკეთდეს ღვარცოფ საწინააღმდეგო ჰიდრო ტექნოლოგიური ნაგებობა, რადგან სოფელი დაბა, რომელიც ღვარცოფზეა გაშენებული, საფრთხის წინაზე დადგება და ამის გარისკვა არ ღირს.“

ღვარცოფის წარმოქმნის საშიშროებაზე და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს გეოეკოლოგი ლევან იოსელიანი. „მდ. ნაღვარევის წყალი (დაბისწყალი), რომლის ხეობაშიც (და არა მხოლოდ ამ ხეობაში)  სტიქიის შედეგად განადგურდა ტყისმასივი,  ღვარცოფული ხასიათისაა. ჯერ კიდევ ხანძრის გაჩენამდე, ხეობაში  არაერთგზის მოხდა ღვარცოფული ნაკადის ფორმირება, რაც განპირობებულია ფერდობის ამგები ქანების(გეოლოგიური გარემო) გამოფიტვის მაღალი ხარისხის და მასზე მოქმედი ატმოსფერული ნალექების ურთიერთქმედებით. დღესდღეობით, როდესაც ფერდობები ხანძრის შედეგად დარჩა ბუნებრივი საფარის გარეშე, პროცესების დაჩქარების ალბათობა საკმაოდ მაღალია. უხვი ნალექების შემთხვევაში გამოფიქტვის შედეგად დაგროვებული მასალა ფორმირდება, როგორც ღვარცოფული ნაკადი. უპირველესად, აუცილებელია ხეობაში მიმდინარე პროცესებზე მონიტორინგის წარმოება, რაც საშუალებას  მოგვცემს ვაკონტროლოდო დინამიკის ცვლილებები. საშიში გეოლოგიური პროცესების შესაჩერებლად აუცილებელია  ტყის საფარის აღდგენა, რაც დროში ხანგრძლივი პროცესია. შესაბამისად საჭიროა დამატებითი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად შევარჩიოთ იმ ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ტიპები, რაც დაიცავს ფერდობებს არასასურველი პროცესებისაგან. პრევენციის მიზნით აუცილებელია მდინარის კალაპოტის გაწმენდა, რაც უზრუნველყოფს ღვარცოფული ნაკადის უსაფრთხო გატარებას.“- აცხადებს ლევან იოსელიანი.

დარგის სპეციალისტებს ღვარცოფის წარმოქმნის საფრთხე გაზაფხულისთვის ვარაუდობენ. ასეთ შემთხვევაში მასშტაბებზე საუბარი უჭირთ, რადგან ჯერ არ არის დათვლილი თუ რა მოცულობის მასალა შეიძლება წარმოიქმნას უხვი ნალექის შემთხვევაში. თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომპროცესების გააქტიურება საფრთხეს შეუქმნის სოფ. დაბას და ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას.

გარემოს დაცვის სამინისტროში 2017 წლისთვის ბორჯომის ნახანძრალ ტერიტორიებზე კონკრეტული სამუშაოების ჩატარება არ იგეგმება. ამ ეტაპზე ტერიტორიის შესწავლა სპეციალისტების დახმარებით მიმდინარეობს. სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი აცხადებს: „გაზაფხულამდე ტერიტორიის კონსერვაცია მოხდება, გაზაფხულზე განმეორებითი შესწავლა მოგვცემს საშუალებას, დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები თითოეული მონაკვეთის მიხედვით - იქნება ეს ნერგის დარგვა, თესვა, თუ, სხვა სახის აღდგენის ღონისძიებები. შესწავლის შედეგებისა და რეკომენდაციების მიხედვით აღდგენის სამუშაოები შესაბამის სეზონებზე (გაზაფხული, შემოდგომა) განხორციელდება. ვადებთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემები გვექნება ასევე შესწავლის შემდეგ, როდესაც დაზუსტდება სამუშაოთა სახეებიდა მოცულობები.“

დამოუკიდებელ ექსპერთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები კი ასე გამოიყურება: კარგად ჩანს, თუ როგორ შეიცვალა ფერდობების მდგრადობა ტყის საფარის განადგურების შემდგომ, ჩამოყალიბდა მეწყრული სხეულები,  მოიმატა ნიადაგის  ეროზიამ; ზედაპირულმა ნალექებმა და სხვა გამოფიტვის აგენტებმა დააჩქარა ფერდობის ამგები ქანების გამოფიტვის პროცესები,  რაც საჭიროებს შესაბამისი დამცავი ზომების მიღებას: ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, ტყის საფარის გაშენება და ნიადაგის აღდგენა ფერდობებზე განვითარებული ეროზიული პროცესების შესაჩერებლად; ნაღვარევი ხევის კალაპოტის გაწმენდა ღვარცოფული მასალისაგან, რათა ღვარცოფული ნაკადის გავლის შემთხევავში, საფრთხე არ დაემუქროს სოფ. დაბის მოსახლეობას; ატმოსფერულ ნალექებზე დაკვირვების წარმოება და შესაბამის პერიოდში ფერდობებზე ფართობრივი ჩამორეცხვების მონიტორინგი; მეწყრული სხეულების დეტალური შესწავლა და მათ დინამიკაზე დაკვირვება; ვითარების გართულების შემთხევაში, სპეციალისტები წინასწარი გამაფრთხილებელი სისტემის მონტაჟის აუცილებლობაზეც საუბრობენ.

 

 

მარიკა ვაჭარაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია