დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წინასაარჩევნო ამბები - 2017
სულ ნანახია 1199
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

ცესკომ 4 პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად დარეგიტრირებაზე 4 პარტიას  უარი უთხრა.
ეს პარტიებია: "საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტია", ახალი პოლიტიკური გაერთიანება  - "გირჩი""მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და „საქართველოს კომუნისტურიპარტიას".

მათ შორის,  ბოლო ორმა პარტიამ რეგისტრაციის გაუქმება თავად მოითხოვა. "გირჩს" ცესკომ უარი ხარვეზის გასწორების მიზნით მხარდამჭერთა სიების არმიწოდების გამო უთხრა, ხოლო "საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტიიდან" კი,  საარჩევნო ადმინისტრაციაში განაცხადი რეგისტრაციაზე არაუფლებამოსილმა პირმა შეიტანა., რის გამოც მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ.

ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია უკვე დაასრულა. 21 სექტემებრს კი ასევე, ამოიწურა  პოლიტიკური პარტიების პროპორციული სიების წარდგენის ვადაც.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება.

 

***

"თავისუფალი საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებულმა პარტიამ,  ქუთაისის მერობის კანდიდატის წარდგენასთან ერთად, საკრებულოს პროპორციულ სიის კანდიდატები დაასახელეს. სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

 

გიორგი წულაია
ნინო ჯინჭარაძე
ნუგზარ გელენიძე
ვეფხია მიქაუტაძე
ლევან გოცაძე
ნინო დოლიძე
თენგიზ ხვადაგიანი
თამთა ფხაკაძე
გაგა ვაშაყმაძე
ოთარ ხმელიძე

 

"სიის ყველა წევრი მათი დამხსა-ხურების და ღირსების მიხედვით შეირჩა, რომლებიც მუდმივად იზრუნებენ ქუთაისის განვითარებაზე," - განაცხადა წარდგენაზე ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ. 

 

***

"ნაციონალურ მოძრაობას" ქუთაისის საკრებულოს პროპორციულ სიაში 31 კანდიდატი ჰყავს.

სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

 

 

ბესიკ ბრეგაძე
გია უკლება
ვლადიმერ კლდიაშვილი
გრიგოლ შუშანია
მამუკა ირემაძე
ირაკლი ქანთარია
რომან ქვაჩაკიძე
ხათუნა არველაძე
ქეთევან ხურციძე
ლელა ჯოჯუა

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია