დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ღონისძიებები, რომელიც გატარდა ტყიბულში, ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად
ღონისძიებები, რომელიც გატარდა ტყიბულში, ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად
სულ ნანახია 1102
ავტორი:

 

2018-2021 წლებში მმართველი გუნდი სოციალური დახმარების სისტემის დასახვეწად კიდევ უფრო მეტი სპეციალური ღონისძიებების გატარებას გეგმავს.

მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღების შემდეგ, 2013 წლიდან, საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტი 2,5-ჯერგაიზარდა, რამაც ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ფუნდამენტურად გაზარდა. პროგრამის ფარგლებში 2,4 მლნ-ზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა;

С-ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაში 36,5 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო, რომელთაგან 29 ათასამდე პაციენტმა მკურნალობის კურსი წარმატებით დაასრულა; მთავრობის მიერ შექმნილი „სოლიდარობის ფონდის“ წარმატებული საქმიანობის შედეგად სიმსივნით დაავადებული 379 ბავშვი და ახალგაზრდა განიკურნა.

ტყიბულში მხოლოდ 2016 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, 2704-მა ადამიანმა ისარგებლა, რაზეც 559 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. იმავე წელს, მშობიარობა და საკეისრო კვეთა დაუფინანსდა 22 პაციენტს, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით 2 290-მა, დედათა და ბავშვთა პროგრამით კი 87-მა პაციენტმა ისარგებლა.

2016 წელს, 2013 წელთან შედარებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების მიმღებთა რაოდენობა 10-ჯერ, სახელმწიფო დაფინანსებაკი 13-ჯერ გაიზარდა: თუ 2013 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  ჯანდაცვითი პრობლემების მოსაგვარებლადმხოლოდ 42 ათასი ლარი დაიხარჯა, 2016 წელს ამ ხარჯებმა  559 ათასი ლარი შეადგინა.

2012 წლის შემდეგ, საქართველოში, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება 62%-ით გაიზარდა. ტყიბულის მუნიციპალიტეტში:  პენსიებზე გაწეული ხარჯი - 7,7 მლნ-დან 11,9 მლნ ლარამდე, შშმ პირთა პენსიებზე გაწეული ხარჯი - 924 ათასი ლარიდან 1,3  მლნ ლარამდე, შშმ პირების პენსიის მიმღებ ბავშვებზე გაწეული ხარჯი - 40 ათასიდან 130,5 ათას ლარამდე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპულ პირთა ოჯახის წევრების სოციალურ თანადგომაზე გაწეული ხარჯი კი  83,6 ათასიდან 178,5 ათას ლარამდე გაიზარდა.

სულ სოციალური მიმართულების ხარჯები  4,6 მლნ ლარით ანუ 10 მლნ-დან 14,6 მლნ-მდე გაიზარდა. 2012 წლის შემდეგ მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობის საშუალო ოდენობა  302-დან 489 ლარამდე გაიზარდა.

ხელისუფლებამ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, 2015-2016 წლებში, ტყიბულში 3 საცხოვრებელი ობიექტი შეისყიდა, 108 ასეთ ოჯახს კი საცხოვრებელი ფართობები საკუთრებაში გადასცა. 2013 წელს 2 საცხოვრებელი ობიექტი ეკომიგრანტებს გადაეცათ საკუთრებაში, 2014 წელს კი 35 საცხოვრებელ ობიექტს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მომავალში ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის ბიუჯეტი გაიზრდება, პროგრამებიკიუფრო მიზნობრივი გახდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია