დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რამდენიმე რჩევა მათ, ვისაც წონაში დაკლება სურს
რამდენიმე რჩევა მათ, ვისაც წონაში დაკლება სურს
სულ ნანახია 1244
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

წონაში დაკლება რთული პროცესია. ის აუცილებლად  შესაბამისი პროფილის ექიმების მეთვალყურეობითა და მითითებებით უნდა მიმდინარეობდეს, რადგან სიმსუქნის ან ზედმეტი წონის გამომწვევი მიზეზის დადგენა ექიმის პრეროგატივაა. უხშირესად, მიზეზი გაძლიერებული კვება და უმოძრაობაა. სიმსუქნის დროს ზიანდება გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, კუჭ-ნაწლავის, ნერვული სისტემები, ვლინდება ქოშინი, პულსის გახშირება, ქვედა კიდურების შეშუპება, ჰიპერტონიისადმი მიდრეკილება, ქვეითდება ადამიანის შრომისუნარიანობა.

 

ზედმეტ წონასთან ბრძოლის მრავალი მეთოდი არსებობს, კონსერვატიული თუ ქირურგიული. ამ მიზნით დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დიეტას, ფიზიკურ ვარჯიშს, მასაჟს და ისეთ ბუნებრივ ფაქტორებს, როგორიცაა მზე, ჰაერი და წყალი, ასევე ადამინის მიერ ცხოვრების ჯანსაღი წესის ანუ ცხოვრების, კვებისა და შრომის რეჟიმის დაცვას.

გაითვალისწინეთ, როცა მარტო ხართ, უფრო იოლად არღვევთ დიეტას, ამიტომ სასურველია ჯგუფის შექმნა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მსგავსი დილემის წინაშე დგას, რაშიც მკურნალი ექიმიც დაგეხმარებათ. შეიძლება კვირაში ერთხელ შეიკრიბოთ სპორტულ დარბაზში, საცურაო აუზში და საკუთარ წარმატებებზე ან პრობლემებზე ისაუბროთ, გამოცდილება გაუზიაროთ, ერთმანეთის დახმარებაც სცადოთ.

წონაში დაკლებას ხელს უწყობს ბოსტნეული, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ სასურველი რაოდენობით მოხარშული, მოთუშული ან მწნილის სახით: ბადრიჯანი, მწვანე ბარდა, კომბოსტო, ბროკოლი, კიტრი, პომიდორი, ბოლოკი, ხახვი, ჭარხალი, ნიახური, ლობიო, ოხრახუში, ბრიუსელის კომბოსტო, სტაფილო, ასევე მჭლე ხორცი, უცხიმო ხაჭო და ყველი, რძე, მაწონი, თევზეული, მოლუსკები (შებოლილი თევზისა და ზეთიანი კონსერვების გარდა), ხილი (ჩირის გარდა).

მოერიდეთ ცხიმით მდიდარი საკვების მიღებას, ამოიღეთ ისინი თქვენი რაციონიდან. ესენია: კარაქი, მარგარინი, მაიონეზი, ნაღები, კრემი, არაჟანი, კაკალი, თხილი და სხვა.

მიირთვით უმეტესად მოხარშული და არა შემწვარი საკვები ან შეწვით უცხიმოდ, ჰაერღუმელში ან გრილზე. სალათებისთვის გამოიყენეთ ძმარი, მაწონი, ლიმონის მჟავა, მწვანილი.

არ დალიოთ ალკოჰოლიანი და გაზირებული სასმელები.

კვირაში 1-2 დღე მოიწყვეთ ე. წ. „განტვირთვის“ (ვაშლის, ხაჭოს, ხორცის, არაჟანის) ან „შიმშილის“ (მინერალური ან გამოხდილი წყალი) დღეები.

გახსოვდეთ ბერძენი ფილოსოფოსის სიტყვები: „ადამიანი ჭამს იმისთვის, რომ იცოცხლოს და არა ცხოვრობს იმისთვის, რომ ჭამოს!“

 

მოამზადა

 

ქეთევან ბახუტაშვილმა

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია