საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
წინასაარჩევნო ამბები - 2017
სულ ნანახია 720
ავტორი:

 

გასული კვრირის ქრონიკა

გრიგოლ ვაშაძე: ჩვეგნვპირდებით, რომ ბიუროკრატიული ჩაკეტილობა, ტენდერების ნათესავებში დარიგება და პრემია-დანამატების გაცემა დასრულდება

ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს  საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას. გასულ კვირაში  მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატების წარდგენისას ასეთი განცხადება გააკეტა: "ჩვენ წარვადგინეთ   მაჟორიტარობის კიდევ  3 კანდიდატი. ამ ახალგაზრდებს აქვთ არა მარტო თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილებაარამედ - განათლების სისტემაში და არასამთავრობო სექტორშიც. ვერცერთ ქუთაისელს ვერ დავპირდებით და ვერ ვეტყვით, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ეს ქალაქი  იცხოვრებს ნორვეგიის და შვეიცაარიის მსგავსად. მაგრამ ჩვენ ვპირდებით,რომ ბიუროკრატიული ჩაკეტილობა, ტენდერების ნათესავებში დარიგება და პრემია-დანამატების გაცემა დასრულდება." - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგასენე, რომ "ერთიან ნაციონალურ" მორაოას ქუთაისის ველა ოლქში ჰყავს მაორიტაროის კანდიდატი. წარმოგიდგენთ მათ სიას:

ვაკისუბანი-სულხან-საბას ოლქი - ჯუმბერ შაშიაშვილი

ძელქვიანის ოლქი - მალხაზ ვაშაყმაძე

ავტოქარხნის ოლქი - ვალერი კლდიაშვილი

ავტომშენებლის ოლქი - გაგა მანაგაძე

გამარჯვების - ლაშა შალამბერიძე

უქიმერიონის ოლქი - მამუკა ირემაძე

ქალაქ-მუზეუმი - ნიკოლოზ ნარსია

საფიჩხიის ოლქი-გიორგი უკლება

კახიანაურის ოლქი - დავით ბახტაძე

ნიკეას ოლქი -კახა გაბუნია

 

 

ევროპულმა საქართველომქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

 

პარტია "ევროპულმა საქართველომ"ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ამ რეგიონშიი მათი  გამარჯვების შემთხვევაში, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით  პენსიას 20 ლარით გაზრდიან.

"ბოლო 5 წელია, ქუთაისელებს კვებავენ აბსოლუტურად უსაფუძვლო დაპირებებით, გვახსოვს სასაცილო პრობლემები. ამ ტყუილს და განცდას, რომ ქუთაისი არ ვითარდება, დროა წერტილი დაესვას. ამ ქალაქს სჭირდება გუნდი, რომელიც განავითარებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც გაზრდის პენსიებს და შექმნის დასაქმების ადგილებს. ამ ყველაფერს შეძლებენ ჩვენი დასახელებული კანდიდატები."-განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

წარმოგიდგენთ ევროპული სქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატების სიას, ოლქების მიხედვით:

ვაკისუბანი-სულხან-საბას ოლქი - ნანა ქუმელაშვილი

ძელქვიანის ოლქი - ელისო დათუსანი

ავტომშენებლის ოლქი - გიორგი ხუციშვილი

ავტოქარხანის ოლქი - მერაბ მეშეველიანი

გამარჯვების - რევაზ გვამბერაძე

უქიმერიონის ოლქი - ამირან ძოწენიძე

ქალაქ-მუზეუმი - დავით ჯანელიძე

საფიჩხიის ოლქი - ანდრო მაღლაკელიძე

კახიანაურის ოლქი - კახა ქორიძე

ნიკეას ოლქი - კონსტანტინე რატიანი

"ევროპულმა საქართველომ" უკვე ოფიციალურად წარადგინა მერობის კანდიდატებიც. ქუთაისის მერობისთვის დავით გოგისვანიძე იბრძოლებს.

 

 

მოამზადა ლიკა დევდარიანმა

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია