საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2018-2021 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მთავრობა !%7; მლნ ლარს გამოყოფს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2018-2021 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მთავრობა !%7; მლნ ლარს გამოყოფს
სულ ნანახია 778
ავტორი:

 

ქვეყნის სწრაფი და თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება საქართველოს ხელისუფლების ოთხპუნქტიანი გეგმის უმთავრესი მიზანი და პრიორიტეტია. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობას, მეწარმეობის განვითარებას, ტურიზმს და გარემოს გაუმ-   ჯობესებას, ინფრასტრუქტურას და საზოგადოებრივ მომსახურებას.

ხელისუფლების მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების მოცულობა გასული წლების განმავლობაშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. იზრდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი: თუ 2013 წლის მონაცემებით ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში სულ გადასახდელები 11,3 მლნ ლარს შეადგენდა, 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 16,8 მლნ ლარი შეადგინა. იზრდება მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლებიც, რომელიც 12 მლნ ლარიდან 14,4 მლნ ლარამდე გაიზარდა. იზრდება ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიც: ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა 2013 წელს გადასახადების ნაწილში შემოსავლების სახით 2 მლნ ლარი მიიღო, 2017 წელს კი შესაბამისი საპროგნოზო მაჩვენებელი 5,3 მლნ ლარია.

ადგილობრივი ბიუჯეტის ზრდა მუნიციპალიტეტის განვითარების მიზნებისა და ამოცანების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018-2021 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 19,7 მლნ ლარს გამოყოფს. მათ შორის: 2018 წელს - 4,5 მლნ, 2019 წელს - 4,8 მლნ, 2020 წელს - 5 მლნ და 2021 წელს - 5,3 მლნ ლარს

ზესტაფონში სოფლის მეურნეობის განსავითარებლად გაგრძელდება სამელიორაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, 2013-2017 წლებში, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 650 ჰა-დან 1,1 ათას ჰა-მდე გაიზარდა. ხელისუფლების გეგმის თანახმად, 2020 წლისთვის ზესტაფონში კიდევ უფრო გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სოფლის მეურნეობის სფეროში გამოშვებული პროდუქციის მოცულობას და სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას განაპირობებს;

გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2013-2017 წლებში, ზესტაფონში 3, 34 მლნ ლარი გაიცა და 68 საწარმო დაფინანსდა. მეწარმეებს გაეწევათ შესაბამისი კონსულტაციები, რათა პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მოზიდული კრედიტის მოცულობის გაზრდა გახდეს შესაძლებელი;

გაგრძელდება  პროგრამადანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც ზესტაფონში 5 პროექტი განხორციელდა.

გაგრძელდება მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ზესტაფონში, გასულ წლებში, 6,9 მლნ ლარზე მეტი გაიცა და 12,3 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი დამუშავდა.

ზემოაღნიშნული პროგრამების განხორციელების შედეგად, ზესტაფონში მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი ფართობები 3,3 ათასი ჰა-დან 4 ათას ჰა-მდე გაიზარდა.

კიდევ უფრო გაფართოვდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა. მოხდება ფერმერების მოძიება ახალი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და პროგრამაში მათი აქტიური ჩართვის მიზნით. პროგრამის მხარდაჭერით ზესტაფონში 11 კოოპერატივი შეიქმნა, რომლებშიც 136 ფერმერია გაერთიანებული. აღნიშნულ კოოპერატივებში დამატებით 83 ათას ლარზე მეტი ოდენობის კაპიტალი მოიზიდეს და მათ მიერ დამუშავებული მიწის ფართობმა დამატებით 16 ჰა შეადგინა.

ამჟამად, მიწის რეგისტრაციიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია გამარტივებული წესით. განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მიწის ნაკვეთით მოსარგებლეები საკადასტრო აზომვითი ნახაზების საფასურს არ იხდიან და ამ საფასურს ამზომველებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უნაზღაურებს.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ზემოაღნიშნული წარმატებული პროგრამების გაგრძელება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დამატებით რამდენიმე ასეული ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების შემოსავლების, სულ მცირე, 50%-ით გაზრდასა და სოფლის მეურნეობის გამოშვებული პროდუქციის, სულ მცირე, გაორმაგებას უზრუნველყოფს.   

ზესტაფონში მეწარმეობის განსავითარებლად გაგრძელდება მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება:

მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა (. . 5000-ლარიანი გრანტები), რომლის ფარგლებში ზესტაფონში 358 ათასი ლარი გაიცა. აღნიშნული დაფინანსებით 54 პროექტი განხორციელდა და 76-მა მეწარმემ ისარგებლა;

პროგრამააწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც თანადაფინანსება ზესტაფონში ორ საწარმოს გამოეყო და 120 ახალი საწარმო შეიქმნა. მეწარმეებს გაეწევათ შესაბამისი კონსულტაციები, რათა პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მოზიდული დაფინანსების გაზრდა გახდეს შესაძლებელი.

მთლიანად იმერეთის რეგიონში, აწარმოე საწართველოშიდამიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერისსახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, 2018-2021 წლებში, საპროგნოზოდ,  5,7 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსება გაიცემა და, სავარაუდოდ, 900 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მათ შორის, უშუალოდ ზესტაფონშიდაახლოებით 1,5 მლნ მლნ ლარზე მეტი და 300 ახალი სამუშაო ადგილი.

ტურიზმის ხელშესაწყობად 2014 წელს ზესტაფონში განხორციელდა ტურისტული რესურსების სრული ინვენტარიზაცია. 2016 წლიდან მიმდინარეობს ახალი ტურისტული მარშრუტების კვლევისა და დაგეგმვის პროექტი. მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული ძეგლებისა და ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის მიზნით, დამზადდა საინფორმაციო ბანერებიაშენდა სოფელ ტაბაკინში მდებარე VII-VIII სს-ის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა, ასევე, მოეწყო საფეხმავლო მარშრუტი - კასხიდი-საკრაულა-ტაბაკინი. ზესტაფონში ტურიზმის განსავითარებლად, დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფინანსების მოსაზიდად, გაეწევათ კონსულტაციები.

2018-2021 წლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესება - განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება.

2021 წლამდე საგზაო, წყალმომარაგებისა და ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის შექმნა-რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტში სულ 1,5 მლრდ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

2013-2017 წლებში ზესტაფონში, საერთო ჯამში, ადგილობრივი მნიშვნელობის 114 კმ სიგრძის გზის რეაბილიტაცია-მშენებლობა განხორციელდა, რაზეც 18,6 მლნ ლარი დაიხარჯა. იმავე პერიოდში, დაახლოებით 114 კმ სიგრძის შიდა გზის რეაბილიტაცია-მშენებლობაზე 18 მლნ ლარი დაიხარჯა, აშენდა 3 და რეაბილიტირდა 1 ხიდი, რაზე გაწეულმა ხარჯმაც 37 ათასი ლარი შეადგინა.

2013-2017 წლებში ზესტაფონში მნიშვნელოვნად გაფართოვდა წყალმომარაგების ქსელი და საკანალიზაციო სისტემა - ქსელის სიგრძე 55 კმ-მდე, აბონენტების რაოდენობა კი 2768-მდე გაიზარდა. წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის განვითარებაზე ამ პერიოდში 7,6 მლნ ლარი დაიხარჯა, 685 სიგრძის ნაპირსამაგრის  მოწყობაზე გაწეული ხარჯი კი 2,1 მლნ ლარს შეადგენს.

2013-2017 წლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ელექტრიფიკაციაზე 2,1, მლნ ლარი დაიხარჯააშენდა 279 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი, ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 4450-ზე მეტ აბონენტს, ელექტრიფიცირებული აბონენტების რაოდენობა კი 426 ერთეულით გაიზარდა. 2018-2020 წლებში ამ მიზნით დამატებით 1,15 მლნ ლარი დაიხარჯება და 29 კმ-მდე ახალი ელექტროგადამცემი ხაზი  აშენდება.

2013-2017 წლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებაზე  2,9 მლნ ლარი დაიხარჯა, რამაც დამატებით 3130 აბონენტის გაზიფიცირება უზრუნველყო; აშენდა 174 კმ სიგრძის გაზსადენი.

2018-2020 წლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ან უკვე განხორციელების ფაზაშია შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში ზესტაფონი ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის კმ0+000-კმ15+172 მშენებლობა - 140 მლნ ლარი (2017 .);

ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ზესტაფონის ახალი შემოვლითი გზის კმ0+000-კმ15+172 მონაკვეთზე  გარე განათების სამუშაოები - 3,4 მლნ ლარი;

მოლითი-ჩუმათელეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა - 110 მლნ ლარი (2020 .);

უბისა-შორაპნის ავტომაგისტრალის მშენებლობა - 650 მლნ ლარი (2020 .)

 

შორაპანი-არგვეთას ავტომაგისტრალის მშენებლობა - 575 მლნ ლარი (2020 .).

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია