დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო ღსინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია
საქართველო ღსინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია
სულ ნანახია 1010
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში - CIté des CIVIlIsatIons Du VIn მიმდინარეობს  გამოფენა, სახელწოდებით, „საქართველო - მეღვინეობის აკვანი". აქ გამოფენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპოზიცია, რომელიც ცენტრში ქართული ღვინის კულტურას წარმოაჩენს და ქართული მეღვინეობის უდიდეს და უწყვეტ 8 000-წლიან ისტორიას ასახავს, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა.

მთავრობის მეთაურმა ქართული საგამოფენო სივრცე ბორდოს მერთან, ალან ჟუპესთან ერთად დაათვალიერა.

4-თვიანი გამოფენის მანძილზე, არაერთი ღონისძიება გაიმართება - სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები უძღვებიან. გაიმართა სპეციალურად გამოფენისადმი მიძღვნილი კულტურული და თემატური ღონისძიებებიც.

გამოფენას, მხოლოდ პირველი კვირის განმავლობაში, 4 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობდა.

 

ღვინის მსოფლიო დედაქალაქ ბორდოში, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობსგამოფენა - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი" 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია