საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
მოქალაქეებმა არ იციან7 რა მექანიზმებს ფლობენ ისინი და როგორ შეუძლიათ7 ჩაერთონ თვითმმართველობის პროცესში
მოქალაქეებმა არ იციან7 რა მექანიზმებს ფლობენ ისინი და როგორ შეუძლიათ7 ჩაერთონ თვითმმართველობის პროცესში
სულ ნანახია 782
ავტორი:

 

 

მოსახლეობა ყოველ ოთხ წელში ერთხელ ადგილობრივ ხელისუფლებას ირჩევს. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდები და არჩევნების დღე თითქმის ყოვეთვის მღელვარე და ემოციურია, შედეგების გამოცხადებიდან მეორე დღეს მოქალაქეთა უმეტესობა ,,ხელებს იბანს“ და თავიანთი ქალაქის ან სოფლის ბედ-იღბალს მთლიანად ძალაუფლებამინიჭებულებს ანდობს, მაშინ, როცა ხელისუფლების კონტროლის და მმართველობაში ჩართვის სხვადასხვა მექნიზმები არსებობს.

 

ორი წლის წინ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შევიდა ახალი რეგულაციები, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით. მოქალაქეთა მმართველობაში  მონაწილეობის ფორმებს კოდექსის მე9 თავი ეთმობა.

კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის, სოფლის/დაბის /ქალაქის  მოსახლეობას უფლება აქვს, გამართოს დასახლების საერთო კრება, რომელიც მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებს და თვითმმართველობას პრობლემების გადაჭრისა და მოგვარების გზებს შესთავაზებს.  მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლების ერთ პროცენტსა და საერთო კრებას  შეუძლია, საკრებულოს მიმართოს პეტიციით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების მიზნით.  კოდექსის მიხედვით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის გამგებელის სათათბირო ორგანო. სამოქალაქო საბჭოს შემადგენელობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენელები. სათათბიროში არანაკლებ 10 წევრი უნდა იყოს და მათ დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ამტკიცებს. სათათბიროს შეხვედრა მინიმუმ სამ თვეში ერთხელ უნდა მოხდეს.

კოდექსი ასევე ავალდებულებს საკრებულოს წევრებსა და მუნიციპალიტეტის ხელმმძღვანელებს,  წელიწადში ერთხელ მაინც შეხვდნენ საკუთარ ამომრჩეველს და ანგარიში წარუდგინოს. ხოლო ამომრჩეველს კი საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაესწროს საკრებულოს სხდომას.

მიუხედავად კანონით მონიჭებული  შესაძლებლობებისა, ამომრჩეველი  პასიურია. მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად არც თვითმმართველობები გეგმევენ ეფექტურ ღონისძიებებს.

ცოტა ხნის წინ ,,საერთაშორიო გამჭვირვალობა საქართველომ“  კველევა ჩაატარა, სადაც 2015-2016 წლებში მოქალაქეთა ჩართულობის ზემოთ აღნიშნული ფორმები იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში განიხილა.

,,როგორც მუნიციპალიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, დასახლების საერთო კრება არ ჩატარებულა თერჯოლის, საჩხერის, სამტრედიის, ტყიბულის, ზესტაფონისა და ხონის მუნიციპალიტეტებში. ზოგ შემთხვევაში მიზეზი მოქალაქეთა გამოუცხადებლობა გახლდათ, ხოლო იქ, სადაც ჩატარდა, ყველა შემთხვევაში ინიციატორი არა მოქალაქეთა ჯგუფი, არამედ მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.  აღნიშნულ პერიოდში (2015-2016) იმერეთში მხოლოდ ერთი პეტიცია ხონის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა. რაც შეეხება მრჩეველთა საბჭოებს, ყველა მონიციპალიტეტში შექმნილია, დებულებაც  განსაზღვრულია, თუმცა, თერჯოლაში, ტყიბულში, ხარაგაულსა და ვანში მრჩეველთა საბჭოს სხდომები ამ დრომდე ერთხელაც არ ჩატარებულა.  ასევე არცერთ მოქმედ საბჭოში არ არის გათვალისწინებული კანონის მოთხოვნა საბჭოს შეკრების პერიოდულობის შესახებ საბჭო კანონის შესაბამისად სამ თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბოს.“ აცხადებს  "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ლელა მოწონელიძე.

 

ქუთაისის თვითმმართველობამ ამ მიმართულებით ცოტა უფრო მეტი იმუშავა.  მართალია, 20152017 წლებში ქუთაისის საკრებულოს სახელზე პეტიცია არ ყოფილა რეგისტრირებული, თუმცა, ქალაქის საკრებულოს რეგლამეტი ნებისმიერ პირს აძლევს საშუალებას, დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის , საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებს. სხდომის თავმჯდომარის თანხომობით,  მათ აქვთ უფლება, დასვან შეკითხვები, გააკეთონ განმარტებები, განცხადება და მიმართვა.

საკრებულოს საქმიანობის გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით ქუთაისის საკრებულო უზრუნველყოფს სხდომების ადგილობრივ ტელევიზიაში პირდაპირ ტრანსლაციას.

ანგარიშის ჩაბარების მიზნით საკრებულოს წევრები პერიოდულად მართავენ შეხვედრებს მოსახლობასთან. ქუთაისის მერიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოსცა გაზეთი ,,ანგარიში ხალხს“,  მერიის სამსახურებმა ცალცალკე წარუდგინეს ანგარიში საზოგადოებას მათ მიერ გაწეული საქმიანობების შესახებ.

ქუთაისს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 13 წევრისგან შედგება, საბჭოს წევრები მერიის მრჩევლები, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები  არიან. საბჭო სულ სამჯერ შეიკრიბა. თუმცა, რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მათ უკავშირდება, ჯერჯერობით არ არსებობს. 

,,ჩვენი პოზიციით, მერის მრჩევლები საბჭოში არ უნდა იყვნენ, რაგან მათი თანამდებობრივი პოზიცია როგორც მრჩევლისა, ისედაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის პირველი პირისთვის კონსულტაციების გაწევას. მრჩეველთა საბჭოს ფუნქცია მუნიციპალიტეტის პირველი პირისთვის განსხვავებული მოსაზრებების შეთავაზებაა  და ამიტომ არის აუცილებელი საბჭოში არა მერიის, არამედ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის წარმომადგენლების ყოფნა.“ აცხადებს ლელა მოწონელიძე.

 

 *  *  *

ჩვენ კომენტარისთვის დავუკავშირდით ქუთაისის თვითმმართველობას, თუმცა მათ თავი აარიდეს ჩვენს კითხვებს.

რეზიუმეს სახით კი, ზემოთ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით ორი პრობლემა დგას: მოქალაქეებმა არი იციან, რა მექანიზმებს ფლობენ ისინი და როგორ შეუძლიათ, ჩაერთონ მმართველობის პროცესში და მეორეც - აღნიშნული ფორმები არაეფექტურია.

 

მაკა ჩინიჯიშვილი

 

 

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანიდემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

 

 

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია