საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ნანა ჯანაშია: „სახელმწიფომ პრევენციული ღონისძიებები უნდა გაზარდოს და შემდეგ მონიტორინგი გააძლიეროს!“
ნანა ჯანაშია: „სახელმწიფომ პრევენციული ღონისძიებები უნდა გაზარდოს და შემდეგ მონიტორინგი გააძლიეროს!“
სულ ნანახია 643
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

აჭარაში და კახეთში გაჩენილმა ხანძარმა საქართველოს ტყის ფონდი კიდევ რამდენიმე ათეული    ჰექტარით შეამცირა. დაზუსტებული სტატისტიკა, ტყის  რა ფართობი განადგურდა 2017 წლის იანვრიდან დღემდე, არ არსებობს. თუმცა არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია ხანძრების რაოდენობასთან დაკავშირებით. 2017 წლის იანვრიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 753 ხანძარის კერა დაფიქსირდა, 2015წელს -  822  ხანძარი, ხოლო 2014 წელს - 605.

 

„წინა წლების მონაცემებს თუ გადავხედავთ, ხანძრების რაოდენობა დაახლოებით იგივეა. უბრალოდ, წელს მეტი ტერიტორია მოიცვა. მე ვერ ვისაუბრებ დივერსიის ვერსიაზე, არ ვარ გამომძიებელი, მაგრამ ეკოლოგიურად სრულიად დასაშვებია ხანძრების ეს რაოდენობა. ამის მთავარი მიზეზებია: მოუვლელი ტყე, არ ტარდება ხანძარსაწინააღმდეგო ზომები, არ არის მინერალიზებული ზოლები, არ გააქვთ ტყიდან ნარჩენები და სხვ. ასევე, გამხმარი და დეგრადირებული ტყე, რომლებიც მავნებლებით და დაავადებებით არის სავსე.

ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ანთროპოგენული წნეხია, ბევრი ტურისტი შედის ტყეში. ხოლო მეტეოროლოგიური პირობები  და კლიმატის ცვლილების გავლენა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც დამატებითი უარყოფითი ტენდენცია." - აცხადებს ჩვენთან საუბარში GFW პროექტის ეროვნული კოორდინატორი კატია ნაკაშიძე.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან ვერ განხორციელდა სწრაფი ქმედებები. თუმცა, საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებით დაამტკიცა კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით მომზადდა. დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე არსებული, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების, რისკების და გამოწვევების შემცირების ღონისძიებებს და ადგენს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის მიზანია ერთიანი, მოქნილი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უწყებათა ერთიანი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით უზრუნველყოფს ქვეყანაში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას.

დოკუმენტის ამოცანაასაქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ. დოკუმენტშიიდენტიფიცირებულისაქართველოს წინაშე მდგარი ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება და შესაძლო ზიანის შემსუბუქება. ბუნებრივი კატასტროფის ჩამონათვალში ტყის და ველის ხანძრების საფრთხეც არის შეტანილი.

საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, რომელიც 2017-2020 წლებზეა გაწერული, მე-8 პუნქტში ტყის და ველის ხანძრების საფრთხის რისკის შემცირებაზე პრევენციულ და შემდგომ ქმედებებს განსაზღვრავს. მე-8 პუნქტი, ამ მიმართულებით,                                                    4 ძირითად სფეროს მოიცავს. მათ შორის არის ტყის და ველის ხანძრების შემცირების ჩარჩოს შექმნა, ტყის და ველის ხანძრების საფრთხის რისკის შემცირების კუთხით შესაძლებლობების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და პერმანენტური/კვარტალური საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა.

თითოეულ პუნქტში გაწერილი პასუხისმგებელი სამინისტრო, შესრულების ვადა და დაფინანსების წყარო. დოკუმენტში თითოეულ პუნქტს "მიმდინარეს" სტატუსი აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე გარკვეული სამუშაოები დაწყებული უნდა იყოს. (დეტალურ ინფორმაციას სამუშაოების ეტაპებზე მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ).

საინტერსოა საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის არსებობის შემთხვევაში რატომ ვერ მოხდა დროული რეაგირება ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში, ან იყო თუ არა ქმედებები დაგვიანებული. კითხვით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მივმართეთ, რომლის აპარატის კოორდინაციითაც მომზადდა დოკუმენტი. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაგვამისამართა და აღნიშნა, რომ გამოძიებას საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი უწყება აწარმოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა ხანძრის შემთხვევაში შესაბამისი უწყებების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოხდა. თუმცა, ძლიერი ქარის გამო, ლოკალიზებული ხანძარი კვლავ გაღვივდა. თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და 188-ე მუხლით მიმდინარეობს. 187-ე მუხლის მეორე ნაწილი, ნივთის დაზიანებას და განადგურებას  ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ითვალისწინებს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ცხრიდან თორმეტ წლამდე. ხოლო 188-ე მუხლი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით მოიცავს. ამ შემთხვევაში სასჯელი თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.

* * *

CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია ამბობს: "ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობისთვის რეაგირება რა თქმა უნდა არ იყო დროული! ხანძრის გაჩენის ორი მიზეზი არსებობს: ერთი რომ ამ პერიოდში ძალიან შრება ნიადაგი და მეორე, ბოლო წლებია ძალიან ბევრი ადამიანი შედის ტყეში სხვადასხვა დანიშნულებით, რაც ხანძრის გაჩენის ალბათობას ზრდის. მე ნაწილობრივ დივერსიას გამოვრიცხავ და დიდწილად ამ ხანძრების გავრცელებას შემთხვევითობას მივაწერ. მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაოა შეასარულებელი. აუცილებელია მოხდეს იმ ადგილების გამოყოფა სადაც დასაშვები ან კიდევ აკრძალული იქნება ადამიანის და ტურისტის შესვლა. პირველ ეტაპზე ბორჯომში                                                 1 ჰექტარი ფართობი იწვოდა, აღმოჩნდა რომ სახელმწიფო ვერ იყო მზად სწრაფი რეაგირებისთვის და ამიტომაც ვერ მოხერხდა ხანძრის დროული ლიკვიდაცია. ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს რომ ყოველწლიურად ივლისი, აგვისტო, სექტემბრის პერიოდში ხანძრების რიცხვი იმატებს. სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მინიმუმ სამი ვერტმფრენის შეძენის შესახებ, რაც ხანძრის სწრაფ ლიკვიდაციაში დ აეხმარება. სახელმწიფომ პრევენციული ღონისძიებები უნდა გაზარდოს და შემდეგ მონიტორინგი გააძლიეროს. აქვე ავღნიშნავ რომ ერთი ჰექტარი ტყის გაშენებას მინიმუმ 15 წელი და მილიონობით ფულადი რესურსი ჭირდება, მით უფრო როცა ასეთი დახრილობის ტყის გაშენებაზე ვსაუბრობთ.  გარდა ამისა, თითიოეულ მუნიციპალიტეტს უნდა ქონდეს კატასტროფებზე რეაგირების მართვის გეგმა, რაც ბორჯომის მუნიციპალიტეტს არ აღმოაჩნდა.“ 

 

არსებული ვითარებიდან გამომდინარე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ხანძრებთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმის გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრობენ. რაც გარკვეული პერიოდის მანძილზე ტყეში ყველა ქმედების აკრძალვას მოიცავს. სახელმწიფო უწყებები საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ტემპერატურის ვცლილებიდან გამომდინარე შესაძლოა ამის საჭიროება არ გახდეს, რადგან ხანძრების ლიკვიდაცია ბუნებრივად განხორციელდება

 

 

მარიკა ვაჭარაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია