საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„ქართული ოცნება“ სამტრედიაში, სოფლის მეურნეობასთან ერთად, მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს
„ქართული ოცნება“ სამტრედიაში, სოფლის მეურნეობასთან ერთად, მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს
სულ ნანახია 621
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდა და სოფლად ადამიანების დასაქმებაა

ხელისუფლება იმერეთის რეგიონში ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტებისთვის ცალკეული გეგმის მიხედვით იმოქმედებს. ამჯერად, გაგაცნობთსამტრედიის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმას 2018-2021 წლებისთვის, რაც სოფლის მეურნეობისთან ერთად, მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების კიდევ უფრო განვითარებას ითვალისწინებს. ეკონომიკის განვითარების პარალელურად,დიდი ყურადღება დაეთმობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ტურიზმს, ჯანდაცვას, განათლებასა და ახალგაზრდობის პოლიტიკას.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018-2021 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 13,9 მლნ ლარს გამოყოფს. მათ შორის: 2018 წელს - 3,2 მლნ, 2019 წელს - 3,3 მლნ, 2020 წელს - 3,5 მლნ და 2021 წელს - 3,7 მლნ ლარს.

მომდევნო წლებშიც, სოფლის მეურნეობის დარგში, გაგრძელდება სამელიორაციო სამუშაოები, რომლის თანახმადაც, 2020 წლისთვის დრენირებული მიწის ფართობი 5,4 ათას ჰა-ს მიაღწევს. ამ მიზნით, მხოლოდ 2018-2019 წლებში, სამტრედიაში ხელისუფლება 7,6 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს;გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2013-2017 წლებში, სამტრედიაში 10,7 მლნ ლარი გაიცა და 238 საწარმომ ისარგებლა. გაგრძელდება პროგრამა -  „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც სამტრედიაში 2 პროექტი განხორციელდა და მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სამტრედიაში გასულ წლებში, 8,3 მლნ ლარზე მეტი გაიცა და 25 ათას ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი დამუშავდა. კიდევ უფრო გაფართოვდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა. მოხდება ფერმერების მოძიება ახალი კოოპერატივების შექმნისა და პროგრამაში მათი აქტიურად ჩართვის მიზნით.

მხარდამჭერი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება სამტრედიაში მეწარმეობის განვითარებისთვისაც გაგრძელდება. ესენია: მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სამტრედიაში 116 ათასი ლარი გაიცა და  22 პროექტი განხორციელდა და 25-მა მეწარმემ ისარგებლა;მთლიანად იმერეთის რეგიონში, „აწარმოე საწართველოში“ და  „მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, 2018-2021 წლებში, საპროგნოზოდ,  5,7 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსება გაიცემა და,სავარაუდოდ, 900 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მათ შორის, უშუალოდ სამტრედიაში -  დაახლოებით 1 მლნ ლარზე მეტი და 100 ახალი სამუშაო ადგილი.

2018-2020 წლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილია აკაკი შანიძის მუზეუმის აღდგენა, ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენა და განვითარება; სამკურნალო ტურიზმის განვითარება სოფელ გორმაღალში და საფეხმავლო მარშუტების მოწყობა.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რაიონში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესება-განვითარებაზე. 2021 წლამდე საგზაო, წყალმომარაგებისა და ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის შექმნა-რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტში სულ 23,2 მლნ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.მუნიციპალიტეტში გაგრძელდება გარე განათების მოწყობა და დასასვენებელი პარკების რეაბილიტაცია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმ- ჯობესება. 2018-2021 წლებში       ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და სოციალურიდახმარებისსისტემის დასახვეწად სპეციალური ღონისძიებები გატარდება,  გაიზრდება ბიუჯეტი, პროგრამები კი უფრო მიზნობრივი გახდება. მხლოდ 2016 წელს, 2013 წელთან შედარებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების მიმღებთა რაოდენობა 6-ჯერ, სახელმწიფო დაფინანსება კი 9-ჯერგაიზარდა. თუ 2013 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის      ჯანდაცვითი პრობლემების მოსაგვარებლად მხოლოდ 367 ათასი ლარი დაიხარჯა, 2016 წელს ამ ხარჯებმა 3,2 მილიონი  ლარიშეადგინა.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი განათლების სისტემის განვითარებაა. 2012 წლის შემდეგ საქართველოში განხორციელდა ფუნდამენტური სისტემური ცვლილებები მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. დაიხვეწა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობა და დადგინდა ძირითადი სტანდარტები. 2013 წლის შემდეგ საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღები გახდა უფასო. მნიშვნელოვნად გაიზარდა სამტრედიაში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების დაფინანსება:თუ 2013 წელს განათლების სფეროს ხარჯები 908,5 ათასი ლარით განისაზღვრა, 2017 წელს შესაბამისმა ხარჯებმა 1 მლნ 535 ათასი ლარი შეადგინა.მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიგანხორციელდება სისტემური ცვლილებები ყველასთვის ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის უზრუნველმყოფი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემისჩამოსაყალიბებლად, ხელი შეეწყობა ხელმისაწვდომობის ზრდას ხარისხიან ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე:საჯარო დაწესებულებებში ადრეული და სკოლამდელი განათლება დარჩება უფასო;გაიზრდება მუნიციპალიტეტის მხრიდან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაფინანსება;გაგრძელდება საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია.2020  წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეიქმნება პროფესიული განათლება/გადამზადების შესაძლებლობა - გაიხსნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. გაგრძელდება განათლების ადმინისტრირების სფეროში მომუშავეთანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები.

2013 წელთან შედარებით გაზრდილია კულტურის სფეროს დაფინანსებაც. 2013 წლის ბიუჯეტით კულტურის სფეროს ხარჯები განისაზღვრა 797,4 ათასი ლარით, 2017 წლის შესაბამისმა მაჩვენებელმა კი 863,6 ათასი ლარი შეადგინა.2014-2016 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში. მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად ეწყობოდა გამოფენები (ეთნოგრაფიული, მხატვართა და სხვ.), იმართებოდა პოეზიისა და თემატური საღამოები, კონფერენციები, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის? ტარდებოდა ფესტივალები, კონკურსები, კონცერტები. 2014-2016 წლებში განხორციელდა კულტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები (სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული ორი მუსიკალური სკოლის შენობის რეაბილიტაცია, ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია, მოსწავლეახალგაზრდობისსახლისრეაბილიტაცია-კეთილმოწყობა,სამტრედიაში, გამსახურდიას მოედანზე, 9 აპრილისა და ომში დაღუპულთა მემორიალების სარეაბილიტაციო სამუშაოები), რაზეც სულ 236,8 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ასევე სპორტის სფეროს. სპორტის დაფინანსება 2017 წლის ბიუჯეტით764,1 ათასი ლარით განისაზღვრა, 2013 წლის შესაბამისი მაჩვენებელი კი624,6 ათასი ლარი იყო.მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული სპორტის სახეობებია: ფეხბურთი,ფრენბურთი,ხელბურთი, ცხენოსნობა, კალათბურთი, კარატე,მძლეოსნობა, ჭადრაკი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა, ძიუდო, სამბო, მაგიდის ჩოგბურთი, რაგბი და აკრობატიკა.ამ სახეობებში აღსანიშნავია სპორტსმენთა შედეგები და წარმატებები, ამიტომ მომდევნო წლებში სამტრედიაში უზრუნველყოფილი იქნება კულტურისა და სპორტული ცხოვრების განვითარებისა და ახალგაზრდობის ეფექტიანი პოლიტიკის გატარებისთვის ხელშემწყობი პროექტები.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია