დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ქართული ღვინის მეოთხე ეროვნული კონკურსის ჩასატარებლად ემზადება
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ქართული ღვინის მეოთხე ეროვნული კონკურსის ჩასატარებლად ემზადება
სულ ნანახია 1129
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მეოთხე წელია, ატარებსქართული ღვინის ეროვნულ კონკურს“-, რომლის მიზანია, გამოავლინოს საქართველოში წარმოებულ ღვინოებს შორის საუკეთესოები.

 

კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო.

კონკურსში, ტრადიციულად, მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა საწარმო, მათ შორისმცირე მარნებიც.

წარმოდგენილი იქნება 14 კატეგორიაცქრიალა ღვინო (თეთრი ბრუტი); თეთრი მშრალი ღვინო; წინანდალი; ქვევრის თეთრი ღვინო; ვარდისფერი ღვინო; წითელი მშრალი ღვინო;

საფერავიპრემიალური საფერავიმუკუზანიქვევრის წითელი ღვინო; უსახელოური; ხვანჭკარა; ქინძმარაული; ჭაჭა.

კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები არიან ენოლოგები და სომელიეები, ხოლოსახალხო ჟიური“-ში მოწვეული არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები.

 

პროფესიული ჟიურის თანათავმჯდომარეები არიან:

სტივენ სპურიე - მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტიჟურნალ “დეკანტერი”- (Decanter) კონსულტანტ-რედაქტორი, საფრანგეთში ღვინის აკადემიის (Academie du Vin) და ქრისტის (Christie's) ღვინის კურსების დამფუძნებელი, ღვინის წიგნების ავტორი;

შალვა ხეცურიანი - საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი.

გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოება გაიმართება 8 ოქტომბერს.

დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში მოხდება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ სომელიესა და ასისტენტ სომელიეს სტატუსების მინიჭება. ასევე, თბილისის ღვინის სკოლის (მათ შორის, WSET-ის) კურსდამთავრებულთათვის -  სერტიფიკატების გადაცემა.

ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის საზეიმო დაჯილდოებაზე ტრადიციულად, როგორც წინა წლებში, უკვე მეოთხედ დასახელდება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული ქართული ღვინის ორდენი“- სამი კავალერი.

ღვინის საწარმოებისათვის კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

ღვინის ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადაა  - 2017 წლის 15 სექტემბერი.

 

მისამართი: საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, თბილისიფალიაშვილის ქუჩა#31, პირველი სადარბაზომესამესართულიოფისი 6. 

საკონტაქტო პირები: ანა ხითარიშვილი 599688776; ნატო გუბელაძე 599107794

დამატებითი ინფორმაცია:

·  საქართველოს სომელიეთა ასოციაცია 2003 წელს დაარსდა და ამავე წლიდან მოქმედებსთბილისის ღვინის სკოლა“;

· 2014 წლიდან  საქართველოს სომელიეთა ასოციაცია  საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) სრულუფლებიანი წევრია;

· მსოფლიოში ცნობილ ავსტრიულ კომპანია „RIEDEL“-თან ერთად და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ შექმნასაფერავი“- ექსკლუზიური ბოკალი;

 

· ღვინის ეროვნული სააგენტოსა დამარანი ხეცურიანი”- ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი ღვინოზეღვინის ნულოვანი მერიდიანი”. ფილმმა უკვე რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის პრიზი მოიპოვა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია