საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
გურამ ხეცურიანი: „მხატვრობა ჩემი განცდა და ემოციაა“
გურამ ხეცურიანი: „მხატვრობა ჩემი განცდა და ემოციაა“
სულ ნანახია 757
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

ხელოვნებაეს ნიჭიერი ადამიანის მიერ სამყაროს შემოქმედებითი აღქმაა.ხელოვნება საყოველთაოა, არ გააჩნია დრო, საზღვრები, ენა, ეროვნება, სქესი და მხოლოდ ემოციის ჯაჭვით გადაეცემა ერთიდან მეორეს.

პაბლო პიკასო ამბობდა: ”ყოველი ბავშვი მხატვარია. რთული ისაა, რომ დარჩეს მხატრვად მას შემდეგ, რაც გაიზრდება.”

 

 მას ბავშვობიდან ვიცნობ,მაგრამ არაფერი ვიცოდი მისი ნიჭის შესახებერთი წლის წინინტერნეტში შემთხვევით ვნახე მისი სახელი და გვარიმისი ნამუშევრებიდღეს შესაძლებლობა მომეცაგაგაცნოთ უკვე შემდგარი ხელოვანინიჭიერი მხატვარი გურამ ხეცურიანი.

გურამი თბილისში დაიბადა და გაიზარდააქვე დაამთავრა სამხატვრო სკოლაათწლედი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაგამოფენები ჰქონდა როგორც საქართველოშიისე -საზღვრებს გარეთაც.

კერძოდ: 2005 - . მცხეთა. გამოფენა-გაყიდვა ღია ცის ქვეშ. 2005 - თსსა. ჯგუფური გამოფენა "ახალქალაქი". 2005 - თსსა. სტუდენტთა ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, გალერეაუნივერსი”, თბილისი, საქართველო. 2006 - თსსა. ჯგუფური გამოფენა "გუდამაყარი". 2006 - რუსთაველის საზოგადოება, ჯგუფური გამოფენა. 2007 - "ProArt", "პროკრედიტ ბანკი", აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 2007 - სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, შარდენის ქუჩა #9. 2007 - "არტ-ბარი". ჯგუფური გამოფენა. 2008 - აშშ, მიჩიგანის შტატი. "Wiliamston". ჯგუფური გამოფენა. 2009 - გალერეავერნისაჟი“. ჯგუფური გამოფენა "თაობათა გადაძახილი". 2009 - გალერეავერნისაჟი“ "კოპლა". ჯგუფური გამოფენა"პეიაზაჟი". 2009 - გალერეავერნისაჟი“. პერსონალური გამოფენა. 2010 - გალერეავერნისაჟი“ "კოპალა". ჯგუფური გამოფენა. 2012 - ხელოვნების სტუდია "ლესელიძის 49". პერსონალური გამოფენა. 2013 - საქართველოს ეროვნული მუზეუმი. "ქარვასლა" შეხვედრა ფიროსმანთან. 2014 - საქართველოს ეროვნული მუზეუმი. "ქარვასლა" კვალი. 2014 - აშშ. მაიამი. ART MIAMI. ჯგუფური გამოფენა. 2015 - გალერეავერნისაჟი“. პერსონალური გამოფენა. 2015 - ლიტვა, ქალაქი კაუნასი. "საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლი“. პერსონალური გამოფენა 2016 - აშშ. ნიუ იორკის შტატი. „Cadena Gallery“ ჯგუფური გამოფენა 2016 - აშშ. ნიუ იორკის შტატი. „Emmanuel Fremin Gallery“ ჯგუფური გამოფენა.

ინტერვიუზე დავითანხმე.მჭერმეტყველებით არ გამოვირჩევი, მაგრამ შევეცდები კითხვებზე გიპასუხოო.

 

ჩვენი დიალოგი ასე წარიმართა.

შენს  შესახებ მიამბეროდის დაიწყე ხატვა, რას ნიშნავს შენთვის  ხელოვნების ეს სფერო?

- ბავშვობიდან ვხატავ. ეს სფერო მთელი ჩემი ცხოვრებაა.

- სამხატვრო განათლება გაქვს?

-დავამთავრე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

- მუშაობის პროცესი როგორია?

- ჩემი ემოციების რეალიზების სასიამოვნო პროცესია.

- რა მიმართულების მხატვარია გურამ ხეცურიანი?

-გამიჭირდება თქმა, ხშირად იცვლება.

მხატვრობა შენი ერთადერთი პროფესიაა თუ, რაიმე სხვითაც ხარ დაკავებული?

- ერთადერთი პროფესია

- შენს ნახატებს სევდის ფერი ახლავს,არის თუ არა ეს შენი ხასიათი?

 - საერთოდ არ ვფიქრობ ჩემ ნახატებს რა ფერი ახლავს. ეს ჩემი განცდაა, ჩემი ემოციაა.

-ყველაზე მეტად რა ფერები მოგწონს?

- როგორც ფერმწერს, ყველა ფერი ერთნაირად მომწონს და ვიყენებ.

-რომელმა მხატვრებმა მოახდინეს შენს შმოქმედებაზე ყველაზე დიდი გავლენა?

- ანსელმ კიფერმა და ენდრიუ ვითმა.

- როგორი დამოკიდებულება გაქვს შეფასებასთან, კრიტიკასთან?

-ჩვეულებრივად ვიღებ.

-რა გჭირდება შთაგონებისთვის რომ ხატო?

- შთაგონება არ მჭირდება იმისათვის, რომ ვხატო.

- რას ფიქრობ თანამედროვე მხატვრობაზე, მოგწონს?

- არიან მხატვრები, რომლებიც ძალიან მომწონს.

-რას ფიქრობ, რითი გამოირჩევი სხვა მხატვრებისგან?

 - ალბათ, საკუთარი ხელწერით.

- დაგვისახელე შენი, საყვარელი 5 მხატვარი?

1.ანსელმ კიფერი

2.ენდრიუ ვითი

3კარავაგიო

4.ედვარდ მუნკი

5.გუსტავ კლიმტი

- რა გეგმები გაქვსრაზე ოცნებობ?

- როგორც ყველა მხატვარს, მინდა, მხატვრად დარჩენა და წარმატებული კარიერა.

- დიდი მადლობა გურამ, წარმატებებს გისურვებ.

- მადლობა თქვენ.

 

 

ესაუბრა ნატო ყურაშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია