საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
დავით წიტაიშვილი: „აკადემიზმიდან კარიკატურიზმისაკენ გადახვევა ჩვენთვის მიუღებელია“
დავით წიტაიშვილი: „აკადემიზმიდან კარიკატურიზმისაკენ გადახვევა ჩვენთვის მიუღებელია“
სულ ნანახია 722
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

პარტია „დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილმა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, პარტია დატოვა. ამასთან დაკავშირებით წიტაიშვილმა მედიასთან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

წიტაიშვილის განცხადებით, იმ შმთხვევაში, თუ ქართული ოცნების მერობის კანდიდატად  გიორგი ჭიღვარია დასახელდება, მას დაუჭერენ მხარს, სხვა შემთხვევაში კი ამ არჩევნებზე პოლიტიკურ ტაიმაუტს აიღებენ.

„ ის პროცსები, რაც წინასაარჩევნოდ მიმდინარეობს, ბლოკების შექმნასთან დაკავშირებით, ის გაერთიანება, რაც „დემოკრატიულ მოძრაობასა“ და „თავისუფალ საქართველოს“ შორის მოხდა, ამასთან დაკავშირებით ქუთაისელების განწყობა არის უარყოფითი. ჩემთვის მთავარი არის, რას ფიქრობს მოსახლეობა, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დემოკრატიული მოძრაობა, ძირითად ბირთვთან ერთად, რადგან აღნიშნული გაერთიანება ჩვენთვის მიუღებელია.აკადემიზმიდან კარიკატურიზმისაკენ გადახვევა ჩვენთვის მიუღებელია.“- განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

წიტაიშვილის განცხადებებს „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რა ღირებულებებზე საუბრობს დავით წიტაიშვილი, რომელმაც ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა მმართველ გუნდს და გიორგი ჭიღვარიას.

„კაცი, რომელიც სამი წელია ოპოზიციაშია, ერთი წინააღმდეგობა არ გაუწევია უმრავლესობისთვის, ის საუბრობს ღირებულებებზე?“,   ამბობს გოგი წულაია. 

ის ასევე ადასტურებს იმ ფაქტსაც, რომ ქუთაისის მერობის კანდიდატად მისი წარდგენა 10 სექტემბრისთვის მოხდება.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია