დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წინასაარჩევნო ამბები - 2017
სულ ნანახია 1351
ავტორი:

 

დასრულდა ზაფხული და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო აქტიურობა ახალ ფაზაში შევიდა.

უკვე ცნობილია რამდენიმე პარტიის მერობის კანდიდატები ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში.

 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"  მერობის კანდიდატები 2 სექტემბერს ქუთაისში წარადგინა:

ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია იქნება, ბაღდათში - არჩილ გოგსაძე, ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი, თერჯოლაში - ბონდო სოფრომაძე, სამტრედიაში - ვალერიანე ფოცხვერია, საჩხერეში - ბენიამენ ფალავანდიშვილი, ტყიბულში - თემურ ჩუბინიძე, წყალტუბოში - გრიგოლ იოსელიანი, ჭიათურაში - პაატა ნადირაძე, ხარაგაულში - ნიკოლოზ თოფურიძე, ხონში - ლადო ჯურხაძე, ხოლო ზესტაფონში კახაბერ მახათაძე.

 

 

* * *
უკვე ცნობილია, რომ "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძეა. მან წარდგენის დროს მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს ნდობისთვის და აღნიშნა:


"
წლებია ერთად ვიბრძვით, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს უკეთესი. წლების განმავლობაში წარმოდგენილი ვარ თვითმმართველობაში, როგორც საკრებულოს წევრი და რა თქმა უნდა, ჩემს გამოცდილებას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ქუთაისი იყოს ღირსეული, მოქალაქეების სიდუხჭირე შემსუბუქდეს".

დავით გოგისვანიძე სამი მოწვევის საკრებულოს წევრია. ის ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" სიით მოხვდა, ხოლო პარტიის გაყოფის შემდეგ "ევროპულ საქართველოს" შეურთდა.

რაც შეეხება, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებს, პარტიაში აცხადებენ, რომ მათი წარდგენა 14 სექტემბრისთვის მოხდება.

ცნობილია ასევე, რომ ხონში „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი იქნება აკაკი ბობოხიძე, რომელიც ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის წევრია და იმერეთის ყოფილი გუბერნატორია. "ევროპულ საქართველოს" იმერეთის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია, თუმცა, პარტიამ, საარჩევნო პლაკატები უკვე დაბეჭდა.

* * *
ქუთაისში მერობის კანდიდატი ყავს დავით უსუფაშვილის ახალშექმნილ"შენების მოძრაობასაც". მათი კანდიდატი ალუდა გოგლიჩიძეა, რომელიც უსუფაშვილმა უკვე წარუდგინა ქუთაისის საზოგადოებას.

 

ალუდა გოგლიჩიძე განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გახლდათ. ის, ასევე, თბილისის მერის მოადგილე და შემდგომში ააიპ "თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის" დირექტორი იყო.

 

გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში ალუდა გოგლიჩიძე პარტია "თავისუფალი დემოკრატების" სახელით მონაწილეობდა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია