დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ რეგიონული შეხვედრები იმერეთიდან დაიწყო
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ რეგიონული შეხვედრები იმერეთიდან დაიწყო
სულ ნანახია 981
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

პარტია  „ქართულმა ოცნებამ“, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრები იმერეთიდან დაიწყო. მხარდამჭერებთან მასშტაბური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია იქნება,  ბაღდათში - არჩილ გოგსაძე, ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი, თერჯოლაში - ბონდო სოფრომაძე, სამტრედიაში - ვალერიანე ფოცხვერია, საჩხერეში - ბენიამენ ფალავანდიშვილი, ტყიბულში - თემურ ჩუბინიძე, წყალტუბოში - გრიგოლ იოსელიანი, ჭიათურაში - პაატა ნადირაძე, ხარაგაულში - ნიკოლოზ თოფურიძე, ხონში - ლადო ჯურხაძე, ხოლო ზესტაფონში - კახაბერ მახათაძე.

პრემიერის განცხდებით, "ქართული ოცნება" მათ სრულ მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს, რადგან ამ ადამიანებს კარგად იცნობენ რაიონებში, თითოეული მათგანი შერჩეულია კვალიფიციურობისა და პროფესიონალიზმის ნიშნით. კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატები ხალხისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის მაქსიმუმს გააკეთებენ. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალისხმევას არ იშურებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წინ წაიყვანოს და ხალხის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს.

როგორც პრემიერმა კანდიდატების წარდგენისას აღნიშნა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ქართველი ხალხის უმრავლესობამ „ქართულმა ოცნებას“ ნდობა უკვე ოთხჯერ გამოუცხადა და მათ მხარდაჭერაში ამჯერადაც დარწმუნებულია. „ოქტომბერში ისევ გეძლევათ საშუალება გადა-  წყვიტოთ, ვის ჩააბაროთ და ანდოთ საკუთარი ქალაქი, რაიონი თუ სოფელი, რომელი პოლიტიკური ძალა იფიქრებს და იზრუნებს თქვენი სოფლის, რაიონისა თუ ქალაქის ბედზე, ხალხის საჭიროებებზე, მათთვის ცხოვრების უკეთესი და ღირსეული პირობების შექმნაზე. ყველა არჩევნებში თქვენ „ქართული ოცნების“ გვერდით იდექით და ჩვენ ეს ბრძოლა ყოველთვის გამარ-                                                ჯვებით დავაგვირგვინეთ. მჯერა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც, 21 ოქტომბერს, ჩვენ გვერდით იქნებით და მხარს დაუჭერთ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება თითოეული თქვენგანის გამარჯვება იქნება “, - მიმართა კვირიკაშვილმა მოსახლეობას.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ქუთაისს და მთელ იმერეთს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. „ინფრასტრუქტურული პროექტები და სივრცითი მოწყობის გეგმა განვითარების საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს იმერეთს, ვინაიდან ის ერთმანეთთან აკავშირებს ჩვენი ქვეყნის დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს, ეს მისი უდიდესი პოტენციალია. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული მნიშვნელობა და მეორე უდიდეს ცენტრად იქცეს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვგეგმავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გასაფართოებლად; შენდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი და სადგური; უახლოეს მომავალში დაიწყება ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა ქუთაისის აეროპორტის მახლობლად, რაც გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა რეგიონში განათლების, ჯანდაცვის, მეწარმეობის განვითარებისა და კულტურის ცენტრებისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებაზე. „ჩვენს ქვეყანას აქვს ჯანსაღი ამბიცია, იყოს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ჩვენი ქვეყნის სივრცითი განვითარების ცენტრი კი, სწორედ ქუთაისი იქნება. ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას, მე ამას გპირდებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამას გპირდებათ“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ქუთაისში შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემაც მიმართა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საქართველოში თვითმმართველობის სწორად ორგანიზება და განვითარება მოხდეს, რადგან ქვეყნის ძლიერება სწორედ ძლიერ თვითმმართველობაზეა დამოკიდებული. კალაძის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს და ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის სრულყოფისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, ასევე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მუშაობას მომავალშიც განაგრძობს. „ქართული ოცნება“ ეს არის გუნდი, რომელიც ქმნის საქართველოს რეალობას - პერსპექტიულს და პროგრესულს. ჩვენი ოცნებაა, ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ისეთი საქართველო, რომელიც საუკეთესო ქვეყანა იქნება მთელ მსოფლიოში - მშვიდი, უზრუნველყოფილი და განვითარებული“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

ანცხადება მედიასთან ქუთაისის მერობის კანდიდატმაც გააკეთა. გიორგი ჭიღვარიას თქმით,  თვითმმართველობა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან, ამიტომ მათ ხალხთან ერთად უნდა შეძლონ ქალაქის სწორი განვითარება. ქალაქის განვითარების შესაძლებლობებზე საუბრისას მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქუთაისი არის კონკურენტუნარიანი ევროპული ტიპის ქალაქი, რომელიც მიმზიდველი იქნება, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის და ტურისტებისთვის.  „ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქუთაისი, ძლიერი ქუთაისი ძლიერი საქართველოსთვის“, - განაცხადა ჭიღვარიამ.

ძლიერი საქართველოს შენებაში, მუნიციპალიტეტის თითოეულ მცხოვრებთან ერთად, მონაწილეობისთვის ასევე მზადყოფნას გამოთქვამს ბაღდათის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე. ჟურნალისტებთან საუბრისას გოგსაძემ აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება დასაქმების პრობლემასბ სოფლის მეურნეობის განვითარებას, ტურიზმსა და ახალგაზრდობის პრობლემატიკის დროულ გადაწყვეტას დაუთმობს. მერობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობა აქტიური იქნება და დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს.

 

მოსახლეობას საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას პირდება ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე. მისი განცხადებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ 78 სოფელია, 26 სოფელში გზების მოწესრიგება წელს ზამთრამდე დასრულდება. „ჩემი მერობის შემთხვევაში, სამ წელიწადში ყველა სოფელს ექნება მოგვარებული ეს პრობლემა და მთავარი გზები მოწესრიგებული იქნება,“ - განაცხადა თოფურიძემ. 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია