დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
NDI-ის დელეგაცია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესს შეაფასებს
სულ ნანახია 1221
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), საქართველოში ოქტომბერში დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად, საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირება და საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებაა.

დელეგაციის წევრები, რომლებმაც უკვე დაიწყეს თბილისში შეხვედრების გამართვა, არიან: იანუშ ონიშკევიჩი, პოლონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პოლონეთის პარლამენტის ყოფილი წევრი; დევიდ კრამერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით; ქეთრინ ნუნი, ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარის მოადგილე და ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხთა წარმომადგენელი; ლორა თორნტონი, NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; მარია ბაბიჩი, დამოუკიდებელი საარჩევნო ექსპერტი; მელისა მუსიო, NDI-ის პროგრამების უფროსი მენეჯერი საქართველოში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში და  მაიკლ მაკნოლტი, NDI-ის არჩევნები და პოლიტიკური პროცესების პროგრამების უფროსი მენეჯერი.

17-21 ივლისის პერიოდში, ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, მედიის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგად დელეგაცია არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს. NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესაბამისად განახორციელებს.

21 ივლისს, NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს პრეს-კონფერენციაზე გამოაქვეყნებს. ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.

სადამკვირვებლო დელეგაციას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) და აშშის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.  at[,ehsib 19 okfvltksf tdhjgbc xtvgbjyj,f byukbcvf vjbgjdf

ფეხბურთში 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა. ფინალური შეხვედრა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ინგლისისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის შედგა. მატჩი ინგლისის 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალიასთან 2:1 მოიგო და ამ ასაკობრვ ჯგუფში ჩემპიონობა პირველად მოიპოვა. შეხვედრა გორში ანშლაგით ჩატარდა და მატჩს 4 100 გულშემატკივარი დაესწრო.

მართალია, პორტუგალიასა და ინგლისს შორის გამართული მატჩი ინგლისის ნაკრებმა მოიგო, მაგრამ პორტუგალიასაც  არ უნდა დაუკარგოთ კარგი თამაში.  იგი  ტოლსწორად ეთამაშა მეტოქეს. შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა და ორივე გუნდის მონდომება შესამჩნევი იყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, 15 ივლისს შეხვედრაში  ძლიერი ინგლისი იყო. ანგარიში ინგლისელთა ცენტრალურმა მცველმა სულიმანმა 50 წუთზე გახსნა. თუმცა ექვსიოდე წუთში  ანგარიში პორტუგალიელებმა გაათანაბრეს   ინგლისელი სტერლინგის წყალობით, რომელმაც ავტოგოლი შეაგდო. ხოლო 68  წუთზე ანგარიში 2-1 ნმეჩამ დააფიქსირა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საბოლოო გოლი იყო ამ შეხვედრაში.  უნდა ავღნიშნოთ რომ პორტუგალიელები არ გატყდნენ და ბოლო ძალებიც მოიკრიბეს,  რომ არა ინგლისელთა კიპერის ოსტატობა, 90 წუთზე ანგარიში აუცილებლად გათანაბრდებოდა.

 ამრიგად, ინგლისის ნაკრებმა ამ  ტურნირზე ორი ფინალური შეხვედრის წაგების შემდეგ მესამე ფინალში გაიმარჯვა და გაჩემპიონდა, რაც მისი პირველი ჩემპიონობაა.  ასევე პორტუგალია სამჯერ დამარცხდა ამ ტურნირის ფინალში.

 რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჯგუფურ ეტაპზე შვედეთთან მოგებული მატჩით, ქულების რაოდენობითა და ბურთების შეფარდებით რვა მონაწილეს ნაკრებს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც უეფას ვიცე-გენერალური მდივანი კლაუდიო მარკეტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ევროპის ჩემპიონატის ელჩი ზურაბ ხიზანიშვილი მონაწილეობდნენ.

 

* * *

საქართველო ევროპის 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ჩემპიონატს 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით მასპინძლობდა. საუკეთესოს ტიტულისთვის, მასპინძელი საქართველოს ნაკრების გარდა, ინგლისის,პორტუგალიის,ჩეხეთის,გერმანიის,ჰოლანდიის,ბულგარეთისა და შვედეთის გუნდები მონაწილეობდნენ.

საქართველოში გამართულ ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე, დასწრების რეკორდი საქართველო -ჩეხეთის მატჩზე დაფიქსირდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვედრას 25 000 გულშემატკივარი დაესწრო.

 

 

ზურაბ დათუაშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია