დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საბას ფინალისტების ვინაობა ცნობილია
საბას ფინალისტების ვინაობა ცნობილია
სულ ნანახია 1263
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

ლიტერატურული  კონკურსის  "საბა"  ჟიურიმ  წლევანდელი  კონკურსის  ფინალისტები დაასახელა.  300  კონკურსანტიდან  ფინალურ  ეტაპზე  47  წიგნი  შეირჩა.

 

ამით  დასრულდა  ჟიურის  მუშაობის  პირველი,  5-თვიანი  ეტაპი.  სწორედ  ამ  47  ფინალისტიდან  გამოვლინდება  და  დაჯილდოვდება  წლევანდელი  გამარჯვებულები  სექტემბერში,  “საბას  რიგით  მე-15  საზეიმო  დაჯილდოებაზე.

საპრემიო  ფონდი  52 000  ლარს  შეადგენს,  რომელსაც  გამარჯვე- ბულ  ავტორებს  პრემია  საბას დამფუძნებელი,  თიბისი ბანკი  გადასცემს.

პრემია  „საბა  11 ნომინაციაში  გაიცემა. თითოეულ  ნომინაციას  ერთი  გამარჯვებული  ეყოლება,  გარდა  ნომინაციის  საუკეთესო  დებიუტი“,  სადაც,  უკვე  მეორე  წელია,  მკითხველებიც  ჩაერთვებიან   გამარჯვებულის  არჩევაში  და  საკუთარ  ფავორიტს  გამოავლენენ.  მნიშვნელოვანია, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ, წელსსაბაკვლავ გაიცემა საუკეთესო პიესისათვის.

 

ფინალისტები

 
წლის საუკეთესო რომანი
აბო იაშალაშვილი-,,ძველი ტფილისის დამნაშავენი“(გამომცემლობა,,ქოლგა“)

 

წლის საუკეთესო პროზაული კრებული
რეზო თაბუკაშვილი, „მესამე თვალი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

ლელა ცუცქირიძე, „წარმოიდგინე, ელისაბედ“ (გამომცემლობა„საუნჯე“)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

გურანდა ფაჩულია,  ჟოზე ლუიშ პეიშოტუს "გალვეიაში" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

გელა ჩარკვიანი, „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“  (გამომცემლობა „ინტელექტი“)
დათო ქარდავა, „მტაცებლები ურბანულ გარემოში“  (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ზურაბ კიკნაძე, „ხასიდური სიბრძნე“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ლევან ბერძენიშვილი, „წიგნიერების ევოლუცია“ (გამომცემლობა „არტანუჯი“)

წლის საუკეთესო თარგმანი

 

ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ლელა დუმბაძე, ჰარპერ ლის "მიდი, დააყენე დარაჯი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
მანანა ღარიბაშვილი, რომაული ლირიკის მწვერვალები (გამომცემლობა „ლოგოსი“)

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია