საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„ფემინიზმის თავგადასავალი“
„ფემინიზმის თავგადასავალი“
სულ ნანახია 747
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

ფემინისტური კრებულის პრეზენტაცია ქუთაისში

 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზბით ქუთაისში თანამედროვეობის გამორჩეული ფემინისტი ფილოსოფოსის, ნენსი ფრეიზერის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

"ფემინიზმის თავგადასავალი"  1985-დან 2010-წლმდემდე დაწერილ ესსეებს აერთიანებს. აღნიშნული წიგნი ავტორის ბოლო კრებულია და მასში ფილოსოფოსის 40-წლიანი მოღვაწეობაა აღწერილი. წარსულის ანალიზთან ერთად, ფრეიზერი თანამედროვეობის გამოწვევებსაც აფასებს და ფემინისტური ბრძოლის ახალ პერსპექტივებს სახავს.

კრებულის შინაარსობრივ მხარეზე აუდიტორიას გიორგი ჩუბინიძე ესაუბრა,რომელმაც პუბლიკაცია ქართულ ენაზე თარგმნა.

პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა. აუდიტორიის შეკითხვებს და მოსაზრებებს   გიორგი ჩუბინიძესთან ერთად, პასუხობდა  სოფიო ჯაფარიძე, "სოლიდარობის ქსელი- მშრომელთა ცენტრის თანადამფუძნებელი". მან აუდიტორიას  ფემინისტური ხედვის ამერიკული გამოცდილება გააცნო და ქართულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

"ჩვენ ხშირად გვისაუბრია გენდერისა და ფემინიზმის არსის  შესახებ, მაგრამ დღეს ხაზი გაესვა სოციალური როლის მნიშვნელობას ფემინიზმის გაძლიერებაში, თუ  როგორი უნდა გახდეს საზოგადოება, რათა ფემინიზმის სწორად გაგება მოხდეს. ბიოლის  ფონდი კიდევ შემოგთავაზებთ მსგავსი ტიპის შეხვედრებს." - განაცხადა ქეთევან ბერძენიშვილმა,  ბიოლის ფონდის კოორდინატორმა ქუთაისში.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია