დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
განცხადება
ავტორი: განჩინება ს/ს 2-1310-17
სულ ნანახია 1082
ავტორი:
განჩინება ს/ს 2-1310-17

 

 

განჩინება /ს 2-1310-17

საქართველოს სახელით


საჯარო შეტყობინeბის შესახებ

 

2017 წლის 31 მაისი
ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: მალხაზ  ჩუბინიძე

განმცხადებელი: ინნა ბარშოვი

 

მოთხოვნის არსი: მოძრავი ნივთის ავტომანქანა OPEL OLIMPIA-სახ.ნომერი DAM 751(ძველი სახ.ნომერი - X1613ГГ); ნაცრისფერი; გამოშვების წელი 1938. ძრავის ნომერი 02534,შასის ნომერი 83680; ტექნიკური პასპორტი N 898102 - უპატრონოდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა.
 სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე ,განიხილა გაზეთში საჯარო შეტყობინების გამოქვეყნების საკითხი.
 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 337-ე,   341-ე, 284-ე, 205-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გამოქვეყნდეს საჯარო შეტყობინება (ცნობა), შემდეგი სახით:


1.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე) წარმოებაშია სამოქალაქო საქმე 2/1310-17, ავტომანქანა OPEL OLIMPIA - სახ.N; DAM751 (ძველი სახ. N;  X1613ГГ); ნაცრისფერი; გამოშვების წელი 1938.ძრავის ნომერი-02534, შასის ნომერი 83680, ტექნიკური პასპორტი N;

98102, უპატრონოდ ცნობისა და საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
1.2. განმცხადებელი ინნა ბარშოვი
1.3 ავტომანქანა OPEL OLIMPIA-სახ.N; DAM751
ნაცრისფერი;
გამოშვების წელი 1938.
ძრავის ნომერი - 02534
შასის ნომერი - 83680

ტექნიკური პასპორტი N; 898102

 

ავტომანქანის მეპატრონე, რომლის შესახებაც განცხადებულია, ვალდებულია პუბლიკაციის დღიდან, 3 თვის გასვლამდე განჩინების გამომტან სასამართლოში შეიტანოს განცხადება ავტომანქანაზე თავისი უფლების შესახებ და ამასთან ერთად,  წარადგინოს საბუთის დედანიც.

 

2.  თუ სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე, სასამართლოში არ შემოვა განცხადება, ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.

 

3. საქმეს მოძრავი ნივთის უპატრონოდ აღიარებისა და საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო განიხილავს პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლის შემდეგ, თუ ავტომობილის მფლობელისგან არ შემოვიდა 339-ე მუხლში მითითებული განცხადება. 

 

4. საჯარო შეტყობინება (ცნობა) გამოქვეყნდეს  ადგილობრივ გაზეთში.

5. განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება.

 

 

მოსამართლე  მალხაზ  ჩუბინიძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია