დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისში 48 ოჯახისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრისის მოწყობა დასრულდა
ქუთაისში 48 ოჯახისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრისის მოწყობა დასრულდა
სულ ნანახია 1065
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრისის მოწყობა დასრულდა. ამ ეტაპზე ეზოს და მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც 289 000 ლარი ჯდება.

მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო სამსახურის უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულ ადგილზე 4000კვ.მ დაწნეხილი ფილები იგება. ეზოსთან ახლოს ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი. კორპუსი, სადაც უსახლკაროები იცხოვრებენ 4 სართულიანია. საცხოვრებელი ფართით 48  ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.

სოციალური საცხოვრისისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო. საცხოვრისის მშენებლობა უპრეცენდენტო შემთხვევაა. შენობა მერიის მფლობელობაში დარჩება და ის არ გადაეცემა ოჯახებს როგორც საკუთრება. ფართები იქნება დროებით სარგებლობაში და როცა მოქალაქის მდგომარეობა გაუმჯობესდება იმ ფართს სხვა გაჭირვებული ადამიანი გამოიყენებს.

 

კომისია ახლო მომავალში დაასრულებს მუშაობას, რის შემდეგაც დაიწყება შესახლების პროცესი.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია