დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქა­ლებისა და მა­მა­კა­ცების ფუნ­ქციები და რო­ლები ოჯახში
ქა­ლებისა და მა­მა­კა­ცების ფუნ­ქციები და რო­ლები ოჯახში
სულ ნანახია 1289
ავტორი:

„ეი­სი­თი“-ს და ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ მი­ერ ინი­ცი­რებული ერ­თობლი­ვი კვლე­ვის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ შე­რე­ულ ოჯახებში (სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლები არი­ან ზრდას­რუ­ლი ქა­ლები და მა­მა­კა­ცები) საოჯახო საქ­მეების უმე­ტეს ნა­წილს ქა­ლები ას­რუ­ლებენ, მა­მა­კა­ცების მო­ნა­წი­ლეობის გა­რე­შე. ამ მხრივ ყვე­ლა­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლი საქ­მი­ა­ნობებია სა­რეცხის რეცხვა და და­უ­თო­ვება - ოჯახების 90-90%-ში სწო­რედ ქა­ლები აკე­თებენ.

მა­მა­კა­ცები ქა­ლებს უწე­ვენ დახმა­რებას ისეთ საქ­მი­ა­ნობებში, რო­გო­რებიცაა ჭურ­ჭლის რეცხვა, სახლის და­ლა­გება და საჭ­მლის მომ­ზა­დება - ოჯახების 18%-24%-ის შემთხვე­ვა­ში ამ საქ­მი­ა­ნობების შეს­რუ­ლებისას ქა­ლებს მა­მა­კა­ცები ეხმა­რებიან.

თბილი­სის ოჯახებში რო­ლები თა­ნაბრად ნა­წილ­დება ისე­თი საქ­მი­ა­ნობის­თვის, რო­გო­რი­ცაა ოჯახის საკ­ვებით მო­მა­რა­გება - ოჯახების 39%-ის შემთხვე­ვა­ში აღ­ნიშ­ნულ საქ­მი­ა­ნობას თა­ნაბრად ას­რუ­ლებენ რო­გორც ქა­ლები, ასე­ვე მა­მა­კა­ცები.

და ბოლოს, წვრილ სახელოს­ნო სა­მუ­შა­ოებს ოჯახების 43%-ში მა­მა­კა­ცი იღებს სა­კუ­თარ თავ­ზე. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ საქ­მი­ა­ნობაშიც ქა­ლების წვლი­ლი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია - 57%-ში ქა­ლები ნა­წი­ლობრივ მა­ინც მო­ნა­წი­ლეობენ / ეხმა­რებიან მა­მა­კა­ცებს.

გთხოვთ მითხრათ, ბოლო 1 წლის გათ­ვა­ლის­წი­ნებით თქვენს ოჯახში ვინ არის ჩარ­თუ­ლი შემ­დეგ საოჯახო საქ­მეებში ძი­რი­თა­დად (ცხრილი 1):

"ეი­სი­თი" და "იმე­დის დღე" ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და თბილი­სე­ლების აზ­რით, თუ რო­გორ უნ­და იყოს გა­ნა­წი­ლებული საოჯახო საქ­მეების შეს­რუ­ლებაში ქა­ლებისა და მა­მა­კა­ცების ფუნ­ქციები. შე­იძ­ლება ით­ქვას, რომ თბილი­სელ­თა წარ­მოდ­გე­ნები და მა­თი რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რების წე­სი ფაქ­ტი­უ­რად განსხვავ­დება ერ­თმა­ნე­თის­გან. თუ დღეს­დღეობით საოჯახო საქ­მეების დი­დი ნა­წი­ლი ძი­რი­თა­დად მხოლოდ ქა­ლის მი­ერ სრულ­დება, რეს­პონ­დენ­ტები ფიქ­რობენ, რომ საოჯახო საქ­მეებში ჩარ­თუ­ლობა უფ­რო მე­ტად თა­ნაბარი უნ­და გახდეს.

ქა­ლის და კა­ცის თა­ნაბარი ჩარ­თუ­ლობა ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­სურ­ვე­ლად მი­აჩ­ნი­ათ ბავ­შვთან და­კავ­ში­რებულ სა­კითხებში - ბავ­შვის გა­სე­ირ­ნება/გარ­თობა (87% - თა­ნაბრად) და ბავ­შვის ბაღის / სას­კო­ლო სა­კითხები (72% - თა­ნაბრად). თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რომ ბავ­შვის მოვ­ლის (ჭა­მა, დაბანა) სა­კითხები თბილი­სელ­თა აზ­რით, შე­და­რებით მე­ტად ქა­ლის პა­სუხის­მგებლობაა - 53% ფიქ­რობს, რომ ქალ­მა უნ­და შე­ას­რუ­ლოს (მა­მა­კა­ცის დახმა­რებითაც), ხოლო 47% თა­ნაბარი ჩარ­თუ­ლობის მომხრეა.

საჭ­მლის მომ­ზა­დება და სახლის და­ლა­გება ეს ის საქ­მეებია, რო­მელ­თა შემ­სრუ­ლებლა­დაც თბილი­სე­ლები ყვე­ლა­ზე მე­ტად ქა­ლებს ხედა­ვენ. თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რომ გა­მო­კითხულ­თა საკ­მა­ოდ დი­დი ნა­წი­ლი ამ პრო­ცეს­ში კა­ცის მხრი­დან დახმა­რების გა­წე­ვა­საც ისურ­ვებდა. ხოლო თა­ნაბარი ჩარ­თუ­ლობის მომხრე­თა წი­ლი ასე­ვე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია იმას­თან შე­და­რებით, ვინც რე­ა­ლუ­რად თა­ნაბრად ას­რუ­ლებს აღ­ნიშ­ნულ ფუნ­ქციებს.

ოჯახის საკ­ვებით მო­მა­რა­გება თა­ნაბრად უნ­და მოხდეს კა­ცის და ქა­ლის მი­ერ გა­მო­კითხულ­თა 54:-ის მი­ერ. თბილი­სელ­თა აზ­რით, ეს საქ­მი­ა­ნობა არ შე­დის გა­მოკ­ვე­თი­ლად რო­მე­ლი­მე სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მო­ვა­ლეობაში.

და ბოლოს, მა­მა­კა­ცების ჩარ­თუ­ლობას ყვე­ლა­ზე მე­ტად წვრილ სახელოს­ნო სა­მუ­შა­ოებში ხედა­ვენ - 71%-ის აზ­რით, მა­მა­კა­ცები უნ­და ას­რუ­ლებდნენ, თუმ­ცა ქა­ლების ჩარ­თუ­ლობის აუ­ცი­ლებლობას ამ შემთხვე­ვა­შიც ხედავს გა­მო­კითხულ­თა 65%.

დას­კვნის სახით შე­იძ­ლება ით­ქვას, რომ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თის­გან განსხვა­ვებით თბილი­სე­ლები უფ­რო მე­ტად თა­ნაბარი ჩარ­თუ­ლობის­კენ იხრებიან, მა­მა­კაცს რო­მე­ლი­მე სა­მი­ა­ნობის ერ­თპი­როვ­ნულ შემ­სრუ­ლებლად ნაკ­ლებად ხედა­ვენ ქა­ლის­გან განსხვა­ვებით, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნობების შემ­სრუ­ლებელ პი­რად დღეს­დღეობითაც რჩება - ეს არის სახლის და­ლა­გება და საჭ­მლის მომ­ზა­დება.

(ცხრილი 2)

კვლე­ვის შე­დე­გად იკ­ვე­თება, რომ ოჯახურ სა­კითხებთან და­კავ­ში­რებულ გა­დაწყვე­ტი­ლებებს ქა­ლები და მა­მა­კა­ცები თა­ნაბარი ჩარ­თუ­ლობით იღებენ. თუმ­ცა სა­გუ­ლისხმო­ა, რომ ქა­ლები უფ­რო მე­ტად წარ­მო­ად­გე­ნენ გა­დაწყვე­ტი­ლების მიმ­ღებ პი­რებს ისეთ სა­კითხებში, რო­გო­რი­ცაა მცი­რე შე­ნა­ძე­ნების გა­კე­თება და ბავ­შვის­თვის სკო­ლის / ბაღის შერ­ჩე­ვა, ხოლო მა­მა­კა­ცები შე­და­რებით მე­ტად იღებენ ოჯახის ფი­ნან­სების მარ­თვას­თან და­კავ­ში­რებულ გა­დაწყვე­ტი­ლებებს, ვიდ­რე ქა­ლები.

(ცხრილი 3)

კვლე­ვის შე­დე­გად ასე­ვე იკ­ვე­თება, რომ შე­რე­ულ ოჯახებში ოჯახის ყოველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი პრო­ცენ­ტუ­ლად მა­მა­კაც­ზე უფ­რო მო­დის. პრო­ცენ­ტუ­ლი გა­ნა­წი­ლება შემ­დეგ­ნა­ი­რია - სა­შუ­ა­ლოდ 65% მო­დის მა­მა­კა­ცებზე, ხოლო 35% სა­შუ­ა­ლოდ ქა­ლებზე.

(ცხრილი 4)

ქა­ლის და კა­ცის, რო­გორც ოჯახის შე­მომ­ტა­ნის მი­მართ და­მო­კი­დებულებები

„ეი­სი­თი“ და­ინ­ტე­რეს­და, თუ რო­გო­რი და­მო­კი­დებულება აქვთ თბილი­სე­ლებს ცოლ-ქმარს შო­რის ფი­ნან­სუ­რი ფუნ­ქციების გა­და­ნა­წი­ლებას­თან და­კავ­ში­რებით. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ გა­მო­კითხულ­თათ­ვის ყვე­ლა­ზე მი­სა­ღები მო­დე­ლებია ერ­თის მხრივ, რო­დე­საც ცოლ-ქმარს შო­რის ქალს და კაცს ერ­თნა­ი­რი შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ, ხოლო მე­ო­რე მხრივ, რო­დე­საც მა­მა­კაცს ქალ­ზე მე­ტი აქვს შე­მო­სა­ვა­ლი - ეს ორი­ვე მო­დე­ლი ერ­თნა­ი­რად მი­სა­ღები აღ­მოჩ­ნდა გა­მო­კითხულ­თათ­ვის. გა­მო­კითხულ­თა ნახევარ­ზე მე­ტი ასე­ვე თვლის, რომ მათ­თვის მი­სა­ღებია, რო­დე­საც ოჯახში შე­მომ­ტა­ნი მხოლოდ მა­მა­კა­ცია.

რო­გორც ირ­კვე­ვა, თბილი­სის მაცხოვ­რებლები მა­მა­კაცს უფ­რო აკის­რებენ ოჯახში მა­ტე­რი­ა­ლურ პა­სუხის­მეგბლობას. ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებად მი­სა­ღები აღ­მოჩ­ნდა მო­დე­ლი, რო­დე­საც ოჯახში მხოლოდ ქა­ლია შე­მომ­ტა­ნი, ასე­ვე რო­დე­საც ქალს უფ­რო მე­ტი აქვს შე­მო­სა­ვა­ლი, ვიდ­რე მა­მა­კაცს - ეს უკა­ნას­კნე­ლი ფაქ­ტი მხოლოდ 41%-ის­თვის არის მი­სა­ღები.

(ცხრილი 5)

*გა­მო­კითხვა ჩა­ტარ­და შემთხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის გზით 400 ზრდას­რულ თბილი­სის მო­სახლეს შო­რის, 2017 წლის 16-დან 19 ივ­ნი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში. მო­ნა­ცემ­თა სტა­ტის­ტი­კუ­რი ცდო­მი­ლება არ აღე­მა­ტება 4.9%-ს. გა­მოყენებული მე­თო­დი პი­რის­პირ ინ­ტერ­ვიუ.

(ცხრილი 6)

 

*გა­მო­კითვა ჩა­ტარ­და შემთვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის გზით 400 ზრდას­რულ ილი­სის მო­სალეს შო­რის, 2017 წლის 16-დან 19 ივ­ნი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში. მო­ნა­ცემ­თა სტა­ტის­ტი­კუ­რი ცდო­მი­ლე არ აღე­მა­ტე 4.9%-. გა­მოენეული მე­თო­დი პი­რის­პირ ინ­ტერ­ვიუ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია