დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქართველი ჟურნალისტები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით
ქართველი ჟურნალისტები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით
სულ ნანახია 1107
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

სოციალურ ქსელში გროვდება ჟურნალისტების ინტერნეტხელმოწერები, პრემიერმინისტრთან შეხვედრისათვის. გთავაზობთ ამ განცხადებას:

საქართველოდან გატაცებული და აზერბაიჯანში დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე 15 ივნისს ევროპარლამენტში დებატები გაიმართა, რის შემდეგაც დაამტკიცეს რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ მუხთარლის გატაცების საქმის დროულად და გამჭვირვალედ გამოძიებისკენ.

ჩვენ, ჟურნალისტები ვგმობთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების ფაქტს. აფგან მუხთარლის თქმით, ის თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ამასთან, საგამოძიებო უწყებაში მიყვანისას, მისი ადვოკატის განცხადებით, მას აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლის ბრალი საზღვრის უკანონო კვეთისთვის, კონტრაბანდის გადატანისთვის და სახელმწიფო მოხელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის წაუყენა.

ჩვენ ვშიშობთ, რომ აფგან მუხთარლის ჯანრთელობა და სიცოცხლე ამჟამად საფრთხეშია.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მის გატაცებაში მონაწილეობდნენ ქართული სპეცსამსახურის წარმომადგნელები. თავად მუხთარლიმ ადვოკატს განუცხადა, რომ გამტაცებლები საუბრობდნენ ქართულად და ეცვათ საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები.

ეს ფაქტები არა მარტო დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, არამედ მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს საქართველოში.

ევროპარლამენტარები, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ეს ფაქტი. გამოძიება კი ჭიანურდება. უფრო მეტიც, აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებში არ არის გატაცების ადგილიდან ამოღებული ვიდეომასალები, ხოლო გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალები დაზიანებულია.

ჩვენ დღემდე ვერ მივიღეთ დამაჯერებელი და არგუმენტირებული ინფორმაცია საგამოძიებო უწყებიდან, თუ როგორ გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან და გადაკვეთა საზღვარი პასპორტის გარეშე?

ამ კითხვებზე პასუხებს ჟურნალისტები ვითხოვთ უკვე მე-17 დღეა. ჩვენ, ვითხოვთ აფგან მუხთარლის საქმის დროულ და გამჭვირვალე გამოძიებას. გამოძიების პროცესში მოპოვებული მასალის გასაჯაროებას, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას.

 

ბატონო პრემიერო, ჩვენ, ჟურნალისტები, ვითხოვთ თქვენთან შეხვედრას, რათა ამ საკითხებზე მივიღოთ შესაბამისი ინფორმაცია.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია