დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ქარვისფერი ღვინო“ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევა
„ქარვისფერი ღვინო“ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევა
სულ ნანახია 1232
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო სახელწოდებით „ქარვისფერი ღვინო“,  OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალშიშევიდეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით,ქართული მხარის ამ მიმართვას OIV-ის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

„ეს სიახლე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ტრადიციული ღვინოების პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში“ -აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მისი თქმით, ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში არის სულ 7 ღვინო -  შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი“ და აპკის ქვეშ დავარგებული (ხერესის ტიპი).

 

შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული „ქარვისფერი ღვინო“ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია