საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
რამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნი და რა ქო­ნება მი­ი­ღო ქუ­თა­ის-გა­ე­ნა­თის ეპარ­ქი­ამ ქუ­თა­ი­სის ბიუჯეტი­დან
რამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნი და რა ქო­ნება მი­ი­ღო ქუ­თა­ის-გა­ე­ნა­თის ეპარ­ქი­ამ ქუ­თა­ი­სის ბიუჯეტი­დან
სულ ნანახია 960
ავტორი:

 

 

ყვე­ლა კვლე­ვის თა­ნახმად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკ­ლე­სია დღემ­დე ყვე­ლა­ზე დი­დი ნდობით სარ­გებლობს სა­ზო­გა­დოებაში, თუმ­ცა რა ხდება რე­ა­ლუ­რად ჩვე­ნი თვალ­სა­წი­ე­რის მიღ­მა და რო­გორ მიმ­დი­ნა­რეობს ში­და პრო­ცე­სები, ეს ყოველ­თვის ტაბუდა­დებული თე­მა იყო. ხში­რად ამ სა­კითხზე დას­მუ­ლი კითხვები უპა­სუხოდ რჩება ხოლ­მე.

 

თუმ­ცა, დე­და ეკ­ლე­სი­ა­ში რომ მთლად ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე ვე­რაა და მი­ნი­მუმ ფი­ნან­სურ დარ­ღვე­ვებთან თუ სახსრების არა­მიზ­ნობრივ ხარჯვას აქვს ად­გი­ლი, ამას ამ უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე გახმა­უ­რებული ში­და სა­ეკ­ლე­სიო ამბებიც ცხადჰყოფენ.

სახელ­მწი­ფო ბიუჯეტი­დან ეკ­ლე­სი­ის და­ფი­ნან­სება ახალი ამბავი არა­ა, თუმ­ცა თანხების ხარჯვის მიზ­ნობრიობა დღემ­დე ბუნ­დო­ვა­ნია. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ, გაგ­ვერ­კვი­ა, ქუ­თა­ი­სის ად­გი­ლობრი­ვი ბიუჯეტი­დან ბოლო ათ­წლე­უ­ლის მან­ძილ­ზე რა თანხები თუ ქო­ნება მი­ი­ღო ქუ­თა­ის-გა­ე­ნა­თის ეპარ­ქი­ამ და რას მოხმარ­და ეს თანხები.

რო­გორც ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­სახურის უფ­როს­მა, ზვი­ად ჯავახიამ გვაც­ნობა, 2007 წლი­დან დღემ­დე ქუ­თა­ის-გა­ე­ნა­თის ეპარ­ქი­ას ბიუჯეტი­დან მი­ღებული აქვს 1 014 000 ლა­რი.  კერ­ძოდ: 2007 წელს - 33 ათა­სი ლა­რი, 2008 წელს - 99 ათა­სი ლა­რი,  2009 წელს - 45 ათა­სი ლა­რი, 2010 წელს მ- 40 ათა­სი ლა­რი, 2011 წელს - 71 ათა­სი ლა­რი. 2012 წელს - 45 ათა­სი ლა­რი. 2013 წელს - 202 ათა­სი ლა­რი.  2014 წელს - 350 ათა­სი ლა­რი. 2015 წელს - 57 ათა­სი ლა­რი. 2016 წელს - 72 ათა­სი ლა­რი. თუმ­ცა, სად წა­ვი­და ეს თანხები და რა­ში დაიხარჯა, ამა­ზე პა­სუხს მე­რია ვერ გვცემს, რად­გან იგი არ აწარ­მოებს ამ თანხების მო­ნი­ტო­რინგს და არც ერე­ვა ეპარ­ქი­ის საქ­მე­ში.  თა­ვის მხრივ, ეპარ­ქი­აც თავს არი­დებს შე­კითხვებზე პა­სუხის გა­ცე­მას.

ერ­თა­დერ­თი ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია თანხების ხარჯვას­თან და­კავ­ში­რებით, ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის სა­ფი­ნან­სო სამ­სახურის ხელ­მძღვა­ნელ­მა,  ირაკ­ლი ავა­ლი­ან­მა მოგ­ვა­წო­და, რო­მელ­მაც გვითხრა, რომ  ქუ­თა­ი­სის ბიუჯეტი­დან ეპარ­ქი­ა­ში ყოველ­წლი­უ­რად გა­და­რიცხული თანხების მიზ­ნობრიობა არის ტაძ­რების გა­ნა­თებების მო­წეს­რი­გება და ეკ­ლე­სიების მშე­ნებლობა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტებით, მა­გა­ლი­თად, 2016 წელს გა­მოყოფი­ლი 72 000 ლა­რი­დან და­ფი­ნან­სდა გე­ლა­თი­სა და ბაგ­რა­ტის ტაძ­რების  გა­ნა­თებები და რამ­დე­ნი­მე ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებლობა. ასე­ვე ირაკ­ლი ავა­ლი­ა­ნის თქმით:         „ეპარ­ქია არის და­მო­უ­კი­დებელი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, მა­თი ხარჯების ინ­სპექ­ტი­რება ჩვენ მი­ერ არ ხდება, ჩვენ ვრიცხავთ თანხას კონ­კრე­ტუ­ლი შემ­სრუ­ლებლის სახელ­ზე და შემ­დეგ ისი­ნი ფაქ­ტუ­რებს აგ­ზავ­ნი­ან ხაზი­ნის ერ­თი­ან ეროვ­ნულ სის­ტე­მა­ში.“

თუმ­ცა, რო­გორც ჩვენ­თვის ცნობილი­ა, მი­ღება-ჩაბარების აქ­ტებს და მათ გა­დაგ­ზავ­ნას ხაზი­ნა­ში, აქვს ფორ­მა­ლუ­რი ხასი­ა­თი და ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვინ­მე რე­ა­ლუ­რად ამოწ­მებს, შეს­რულ­და თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი სა­მუ­შა­ოები და გაიხარჯა თუ არა თანხები მიზ­ნობრი­ვად.

ჩვენ ასე­ვე შე­ვე­ცა­დეთ, გაგ­ვერ­კვია, თუ რა ტე­რი­ტო­რიები თუ მი­წის ნაკ­ვე­თები გა­დას­ცა მე­რი­ამ ეპარ­ქი­ას და მა­თი რა­ო­დე­ნობა ყოველ წელს იზ­რდება თუ - პი­რი­ქით.

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის მი­ერ მო­წო­დებული ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ 2002 წელს გა­და­ცე­მუ­ლია 2 მი­წის ნაკ­ვე­თი, 2003-2006 წლებში - 4 მი­წის ნაკ­ვე­თი, 2007 წელს- 2 მი­წის ნაკ­ვე­თი, 2008 წელს- 2 შე­ნობა ნა­გებობა, 1 მი­წის ნაკ­ვე­თი და 2 სკვე­რი, 2009 წელს - 1 მი­წის ნაკ­ვე­თი და 1 სკვე­რი, 2010 წელს - 6 სკვე­რი, 3 მი­წის ნაკ­ვე­თი, 2012 წელს- 3 მი­წის ნაკ­ვე­თი და 2 შე­ნობა -ნა­გებობა, 2013 წელს- 2 სკვე­რი და 4 მი­წის ნაკ­ვე­თი და 3 მწვა­ნე ზო­ლი, 2014 წელს- 2 სკვე­რი და 2 მწვა­ნე ზო­ლი.

მი­წის ნაკ­ვე­თი და სკვე­რი გან­კუთ­ვნი­ლია ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებლობის­თვის, ხოლო შე­ნობა ნა­გებობა საბავ­შვო ბაღის ან სა­ეკ­ლე­სიო ბიბლი­ო­თე­კის ფუნ­ქცი­ო­ნი­რების­თვის.რო­გორც მე­რი­ა­ში გან­გვიცხადეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რიები ეპარ­ქი­ას მი­მარ­თვი­სა და თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­ე­ცა.

ამ სტა­ტი­ა­ზე მუ­შაობისას ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, ქუ­თა­ის­ში არ­სებულ სხვა კონ­ფე­სიებსაც თუ მი­უ­ღი­ათ რა­ი­მე თანხა ან ქო­ნება ქა­ლა­ქის ბიუჯეტი­დან, რა­ზეც ასე­თი პა­სუხი მი­ვი­ღეთ: „ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის მი­ერ არ მომხდა­რა უძ­რა­ვი ქო­ნების გა­და­ცე­მა სხვა კონ­ფე­სიებისათ­ვის და არც რო­მე­ლი­მე კონ­ფე­სი­ის და­ფი­ნან­სება მომხდა­რა ქუ­თა­ი­სის ბიუჯეტი­დან.“

და, კი­დევ ერ­თი ფაქ­ტი, რომ­ლის აღ­ნიშ­ვნაც სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნი­ეთ ამ წე­რილ­ში: ჟურ­ნა­ლის­ტი და­ლი ბარაბაძე, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქოს რა­დი­ო­ში მუ­შაობდა, ქუ­თა­თელ-გა­ე­ნა­თელ მიტ­რო­პო­ლიტს, მე­უ­ფე კა­ლის­ტრა­ტეს დღემ­დე ადა­ნა­შა­უ­ლებს თანხის, 8 000 ლა­რის მით­ვი­სებაში. მი­სი­ვე თქმით, მე­რი­ამ ეს თანხა გა­მოყო ეპარ­ქი­ის რა­დი­ოს­თვის და იმ გა­და­ცე­მის­თვის, რო­მელ­საც და­ლი ბარაბაძე ამ­ზა­დებდა, თუმ­ცა თანხა არ მოხმარ­და არ­ცერთ გა­და­ცე­მას. ამ სა­კითხზე  ჟურ­ნა­ლის­ტის სარ­ჩე­ლი პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში გა­ნიხილა მო­სა­მარ­თლე ცი­ცი­ნო კიკ­ვა­ძემ, რო­მელ­მაც მო­სარ­ჩე­ლის მოთხოვ­ნა არ და­აკ­მაყოფი­ლა, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტი მე­უ­ფის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის შეწყვე­ტას არ აპი­რებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ და­ლი ბარაბაძე მე­უ­ფე კა­ლის­ტრა­ტეს სამ­სახური­დან უკა­ნო­ნო გა­თა­ვი­სუფ­ლებაშიც ედა­ვება. მი­სი თქმით, რო­ცა მან ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი თანხის მე­უ­ფის­გან მით­ვი­სების სა­კითხზე ხმა­მა­ღა­ლი განცხადებები გა­ა­კე­თა, კა­ლის­ტრა­ტემ ის სამ­სახური­და­ნაც კი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. აღ­ნიშ­ნულ სა­კითხზე სა­სა­მარ­თლო და­ვა ამჟამად პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რეობს. საქ­მეს გა­ნიხილავს მო­სა­მარ­თლე მა­ნა­ნა ნი­კა­ჭა­ძე.

ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ამ წე­რილ­ში შე­ვეხეთ და ეკ­ლე­სი­ის სფე­რო­ში ბოლო ხანს გან­ვი­თა­რებული მოვ­ლე­ნები თვალ­ნათ­ლივ გვიჩ­ვე­ნებს, რომ სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლებელიც კი­ა, რომ კონ­ტროლ­დებოდეს ბიუჯეტი­დან ეკ­ლე­სი­ა­ში გა­და­რიცხული თანხები და სა­ზო­გა­დოებამ იცო­დეს, რა კეთ­დება და სად იხარჯება ფუ­ლი.

ჩვენ კი ამ სა­კითხებზე გა­მო­ძიებას კვლავ გა­ვაგ­რძე­ლებთ.

 

 

 

ნა­ტო გუბელა­ძე

მე­გი კა­კაბაძე

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია