საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
კახა კუ­კა­ვამ არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტიებს გა­ერ­თი­ა­ნების­კენ მო­უ­წო­და
სულ ნანახია 721
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

პარ­ტია „თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“  ლი­დერ­მა  კახა კუ­კა­ვამ  ქუ­თა­ის­ში, დე­მოკ­რა­ტო­უ­ლი ჩარ­თუ­ლობის ცენ­ტრში, მე­დი­ას­თან და პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რებთან შეხვედ­რა  გა­მარ­თა, სდაც 2017 წლის თვით­მმარ­თვე­ლობის არ­ჩევ­ნებისა და ქვეყანა­ში ბოლო დროს მიმ­დი­ნა­რე რე­ზო­ნან­სულ თე­მებზე ისაუბრა.

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხვედ­რა­ზე გაჟღერ­და ინ­ფორ­მა­ცია „თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და  „ვე­ტე­რან­თა პარ­ტი­ის“ გა­ერ­თი­ა­ნების შე­სახებ.

თა­ვი­სუ­ფალ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ყვე­ლა პარ­ტი­ას მო­უ­წო­და გა­ერ­თი­ა­ნების­კენ, რა­თა მთე­ლი ხმების კონ­ცენ­ტრა­ცია  კვლავ ორი პარ­ტი­ის გარ­შემ­მო  არ მოხდეს.

„ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ა­ა,  თვით­მმარ­თვე­ლობის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტიებმა ვა­წარ­მო­ოთ ერ­თობლი­ვად, რად­გან აშ­კა­რა­ა, რომ ნა­ა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობა და ქარ­თუ­ლი ოც­ნება მოქ­მე­დებენ შე­თანხმებულად, ხდება ამომ­რჩევ­ლის პო­ლა­რი­ზა­ცია. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ერ­თობლი­ვად, გა­ერ­თი­ა­ნებულად, და­ვა­სახელოთ კან­დი­და­ტები, წი­ნა­აღ­მდეგ შემთხვე­ვა­ში კვლავ 2 პარ­ტი­ის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდება მთე­ლი ხმები.“-გა­ნაცხადა კახა კუ­კა­ვამ.

კახა კუ­კა­ვამ ასე­ვე ისაუბრა ბათუმ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნების  შე­სახებ და ამ ყვე­ლა­ფერს სპექ­ტაკ­ლი უწო­და, რად­გან ასე­თი ქმე­დებების გა­მო შე­უძ­ლებელია დამ­ნა­შა­ვეების მხოლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯარი­მით დასჯა.

 

 

ლი­კა დევ­და­რი­­ნი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია