დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუ­თა­ი­სე­ლი მთას­ვლე­ლების ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა ფე­რე­იდ­ნელ ქარ­თვე­ლებს მი­ეძღვნა
სულ ნანახია 1157
ავტორი:

 

მოგ­ზა­ურ­თა და ექ­სტრე­მა­ლის­ტთა კლუბმა „თეთ­ნულ­დმა, ქუ­თა­ის­ში, „თი ბი სი“ ბან­კის სა­გა­მო­ფე­ნო დარბაზ­ში ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა მო­აწყო სახელ­წო­დებით  „სხვა სა­ქარ­თვე­ლო“.

 

2017 წელს კლუბ „თეთ­ნულ­დის 5 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი  ირან­ში იმყოფებოდა, სა­დაც ფე­რე­ი­დან­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს სტუმ­რობდნენ. მათ ად­გი­ლობრივ მთას­ვლელ­თა კლუბ „შაჰან კუჰთან“ ერ­თად, და­ლაშ­ქრეს მწვერ­ვა­ლი „შაჰან კუ“, მწვერ­ვა­ლი „მთა­ციხე“  და მო­ი­ნახულეს მა­რაბჯანის უდაბნო. გა­მო­ფე­ნა­ზე სწო­რედ ამ მოგ­ზა­უ­რობის ამ­სახვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

მოგ­ზა­უ­რობისას მი­ღებული ემო­ციებისა და შთაბეჭ­დი­ლებების შე­სახებ გვე­საუბრა აჩი­კო გე­გე­ნა­ვა, კლუბ „თეთ­ნულ­დის“ წევ­რი, ფო­ტოგ­რა­ფი:

„ეს გა­მო­ფე­ნა ეძ­ღვნება ფე­რე­ი­დან­ში ქარ­თვე­ლების გა­და­სახლების 400 წლის თავს. საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფო­ტო­მა­სა­ლა ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ და ექ­სპე­დი­ცი­აც სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა. პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლები ვიყავით, ვინც ამ მწვერ­ვალ­ზე დად­გა ფეხი“.

 

 შე­გახსე­ნებთ, კლუბი „თეთ­ნულ­დი“ წარ­მო­ად­გენს არა­სა­მე­წარ­მეო-არა­კო­მერ­ცი­ულ იურ­დი­ულ პირს, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მთას­ვლე­ლობის, სპა­ლეო ტუ­რიზ­მის და სამ­თო სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია-გან­ვი­თა­რება. ასე­ვე - და­ინ­ტე­რე­სებული ახალ­გაზ­რდების შეკ­რება, მათ­თვის თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტკუ­ლი გა­მოც­დი­ლების გა­ზი­ა­რება, მთა­ში გა­და­ად­გი­ლებისა და ბუნებრი­ვი რე­სურ­სების გა­მოყენების სფე­რო­ში.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია