დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
2017 წლის ახალ­გაზ­რდა გლობალურ ლი­დე­რად მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ­მა ფო­რუმ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან ნი­ნო ზამბახიძე შეარ­ჩია
2017 წლის ახალ­გაზ­რდა გლობალურ ლი­დე­რად მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ­მა ფო­რუმ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან ნი­ნო ზამბახიძე შეარ­ჩია
სულ ნანახია 1216
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

ჟენე­ვა, შვე­ი­ცა­რი­ა, 16 მარ­ტი 2017 - ასი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხატ­ვა­რი, ბიზ­ნე­სის ლი­დე­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­წარ­მე, ტექ-პი­ო­ნე­რი, მო­აზ­როვ­ნე და პო­ლი­ტი­კის შემ­ქმნე­ლი - ყვე­ლა 40 წელს ქვე­მოთ - უკ­ვე აღი­ა­რებულ­ნი არი­ან 2017 წლის მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის მი­ერ, რო­გორც წლე­ვან­დე­ლი ახალ­გაზ­რდა გლობალუ­რი ლი­დე­რები (YGL).

 

YGL-ის 2017 წლის კლა­სის 54: ქა­ლია და უმ­რავ­ლე­სობა გან­ვი­თა­რებადი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვეყნებიდან არის შერ­ჩე­უ­ლი. ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ მა­თი თაობის სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლო­დან, 2017 წლის კლა­სის ახალ­გაზ­რდა გლობალუ­რი ლი­დე­რად (YGL) სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავჯდო­მა­რე, ნი­ნო ზამბახიძე შე­ირ­ჩა.

ნი­ნო ზამბახიძის გა­მარჯვება ასახავს მის ის­ტო­რი­ას პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვების კუთხით, მის ერ­თგუ­ლებას სა­ზო­გა­დოების მი­მართ და პო­ტენ­ცი­ალს, ხელი შე­უწყოს მო­მა­ვა­ლი მსოფ­ლი­ოს ჩა­მოყალიბებას მი­სი მო­ნა­წი­ლეობით. ეს არ­ჩე­ვა­ნი გუ­ლისხმობს 5 წლის მან­ძილ­ზე Young Global Lea­der-ის ფო­რუ­მის აქ­ტი­ურ წევ­რობას.

YGL-ის მიმ­დი­ნა­რე წევ­რები და კურ­სდამ­თავ­რებულები არი­ან მთავ­რობების წევ­რები, ნობელის პრე­მი­ი­სა და ოს­კა­რის ნო­მი­ნა­ცი­ის ლა­უ­რე­ან­ტები, გა­ე­როს კე­თი­ლი ნების ელ­ჩები და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­წარ­მეები. YGL-ის კურ­სდამ­თავ­რებულებს მო­ეთხოვებათ ერ­თმა­ნეთ­თან მუ­შაობა მომ­დევ­ნო ხუთი წლის გან­მავ­ლობაში, რა­თა მო­ნა­წი­ლეობა მი­ი­ღონ მსოფ­ლი­ოს უმ­ძი­მე­სი პრობლე­მებისა და გა­მოწ­ვე­ვების გა­დაწყვე­ტა­ში.

"ახალ­გაზ­რდა მსოფ­ლიო ლი­დე­რები ერ­თად წარ­მო­ად­გე­ნენ მა­თი თაობის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლითს და ხელს უწყობენ მდგრა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი ინო­ვა­ციების ახალი მო­დე­ლის შექ­მნას." - გა­ნაცხადა ჯონ დუ­ტონ­მა.

 

ფო­რუ­მი Young Global Lea­ders არის უნი­კა­ლუ­რი სა­ზო­გა­დოება, რო­მელ­შიც 900-ზე მე­ტი გან­სა­კუთ­რებული უნა­რების ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რები არი­ან გა­წევ­რი­ა­ნებულ­ნი. თა­მა­მი, გამბედა­ვი და ქმე­დებაზე ორი­ენ­ტი­რებული ადა­მი­ნები იღებენ ვალ­დებულებას, დათ­მონ რო­გორც მა­თი დრო, ასე­ვე ნი­ჭი, რა­თა მსოფ­ლიო გახადონ უკე­თე­სი. ყოველ წელს, ფო­რუ­მის წევ­რების გა­დაწყვე­ტი­ლებით, დაახლოებით 200 გა­მორ­ჩე­ულ ახალ­გაზ­რდა ლი­დერს აქვს პა­ტი­ვი მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვების გათ­ვა­ლის­წი­ნებით, ხელი შე­უწყონ მსოფ­ლი­ოს მო­მავ­ლის ჩა­მოყალიბებას.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია