დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა საჭიროა ტრანსპორტი? – ქვიტირის გამგებელი: „ხალხი მიჩვეულია ფეხით სიარულს“
რა საჭიროა ტრანსპორტი? – ქვიტირის გამგებელი: „ხალხი მიჩვეულია ფეხით სიარულს“
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 1869
ავტორი:
მარიამ პატარაია
მსგავსი სიახლეები

წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის მოსახლეობა სოფლიდან ცენტრალურ გზამდე მისასვლელ გზას  ფეხით გადის. ტრანსპორტის არარსებობის გამო, ადგილობრივ მცხოვრებლებს სამნახევარი კილომეტრის ფეხით გავლა ყოველდღიურ რეჟიმში უწევს. სოფლის მცხოვრებთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მიკროავტობუსის დანიშვნა არ მოხდა. ქვიტირის მოსახლეობა გაუსაძლის პირობებს უჩივის და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

 

 

„მე შედარებით  ახლოს ვცხოვრობ ცენტრალური გზიდან, მაგრამ ის, ვინც სოფლის ბოლოში ცხოვრობს, რა უნდა ქნას? 3 კილომეტრზე მეტია ცენტრამდე. ვითხოვდით,  რომ  ჭეიშვილების   უბნის   გავლით   შემოსულიყო   ტრანსპორტი  და  ესარგებლა  ამ ხალხსაც, მაგრამ ესეც არ გააკეთეს,“ - აცხადებს მადონა ჭეიშვილი.

 

„26 წელია აქ ვცხოვრობ და ყოველდღე ფეხით გავდივარ ამ გზას. რამდენი ხანია, ვითხოვთ მარშრუტის დანიშვნას, მაგრამ ამაოდ. არავინ გვაქცევს ყურადღებას. შეუძლებელია ასეთ პირობებში ცხოვრება,“ - ამბობს სოფელ ქვიტირის მცხოვრები ქეთევან ცერცვაძე.

 

სოფლის გამგებელი ზაზა ჭეიშვილი მოსახლეობის პრობლემას უმნიშვნელოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ სოფლის მცხოვრებლები შეჩვეული არიან  ასეთ პირობებს. 

 

„ამ პრობლემის შესახებ ჩემთვის ცნობილია, თუმცა, ვიცი, რომ შეჩვეულია  უკვე ხალხი  ამ გზაზე ფეხით სიარულს. დაახლოებით, ორი წლის წინ დაინიშნა მიკროავტობუსი, მაგრამ ხალხი არ ჰყავდა და მხოლოდ ერთი კვირა იმუშავა. მერე თვითონ მძღოლმა თქვა უარი. ძვირიც არ ღირდა, მაგრამ არ იმუშავა მაინც,“ - ამბობს ზაზა ჭეიშვილი.

 

ერთადერთი ტრანსპორტი, რაც ცენტრალური მაგისტრალიდან სოფლის მიმართულებით მიდის,  მესხეთის ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსია, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, აღნიშნული მიკროავტობუსი მხოლოდ რამდენიმე ქუჩას გაივლის. გარდა ამისა, მათივე თქმით, მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია, რის გამოც ისინი მესხეთის მიკროავტობუსით სარგებლობას ვერ ახერხებენ.

 

„დადის აქ მესხეთის მარშრუტი, მაგრამ მხოლოდ შემოვლითი გზით. გარდა ამისა, ძალიან დიდი ინტერვალებით მოძრაობენ და ძვირიც ღირს. ჩვენ ვითხოვთ დაინიშნოს ისეთი მარშრუტი, რომელიც ქვიტირის ამ დასახლებას მთლიანად   მოიცავს და არ ეღირება 40 თეთრზე მეტი. ისედაც ორმაგი ხარჯის გაღება გვიწევს იმისთვის, რომ ქალაქში ავიდეთ,“ - ამბობს სოფელ ქვიტირის მცხოვრები მურთაზ მიქაძე.

 

მოსახლეობა მიკროავტობუსის დანიშვნის პარალელურად, სოფლის გზის მოწესრიგებასაც ითხოვს. მათი თქმით, მხოლოდ  სოფელში შესასვლელი გზაა მოასფალტებული. გზის სამ კილომეტრამდე მონაკვეთი კი ამორტიზებულია.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია