დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება
საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება
სულ ნანახია 1089
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

მიმდინარე წელს  ხუთი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა იგეგმება 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას აგრძელებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მრავალი პროექტიდან საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების პროექტი  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომლის მთავარი იდეა საჯარო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის გაძლიერებაა. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, საზოგადოებრივი ცენტრები შენდება მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში; მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე და საზღვრისპირა სოფლებსა თუ დაბებში. 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 44  საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს. აქედან 17 ცენტრი 2016 წელს გაიხსნა. 

საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისით ისარგებლოს. სოფელში ცენტრის ფუნქციონირება ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფლიდან გაუსვლელად სახელმწიფო  და კერძო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით სოფლიდან გაუსვლელად ხელმისაწვდომი გახდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და არქივის ყველა სერვისის მიღება. ასევე, ცენტრებში გაიცემა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისები (მაგალითად, სასკოლო ატესტატის მიღება); სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისები. ცენტრებში განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ მოსახლეობას, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს უფასოდ შეუძლიათ; სკაიპის ოთახი; სწრაფი გადახდის აპარატები და სხვ.

საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 250-მდე   ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და 300 000-ზე მეტი  სერვისია გაცემული

ყველაზე მოთხოვნადი სერვისების ხუთეული:

v  სერვისების განვითარების სააგენტოს პროდუქტები: პირადობა/პასპორტი და სხვ. - 200 000-მდე;  

v  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სერვისები - 50000-ზე მეტი მომსახურება;

v  სოციალური მომსახურების სააგენტო  - 40 000-მდე სერვისი;

v  ეროვნული არქივი  -  20000-მდე მომსახურება;

v  შპს მექანიზატორი - 2 000-ზე მეტი სერვისი.  

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით, სოფლებში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდა ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უფასოდ უკაბელო ინტერნეტით სარგებლობის საშუალება  მიეცათ. ცენტრების გახსნამდე ბევრ ამ სოფელში არც ბანკისა და არც მობილური ოპერატორის ოფისები არ არსებობდა.

ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურები ამ სოფლებში პირველად ამოქმედდა და ადგილობრივ მოსახლეობას იმავე სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა, რომლითაც დიდი ქალაქების მცხოვრებნი სარგებლობენ. დღეისათვის საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს შემდეგ სოფლებსა და დაბებში: შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ბარალეთში, ლაჯანაში, კუმურდოსა და წალკაში.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში სახელმწიფო სერვისების განვითარების  სააგენტოს ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. დეტალური ინფორმაცია საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე:

 

centre.gov.ge.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია