დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
განათლების სამინისტრო სკოლების მოვლა-პატრონობის პროგრამას იწყებს
განათლების სამინისტრო სკოლების მოვლა-პატრონობის პროგრამას იწყებს
სულ ნანახია 1129
ავტორი:

 

წლიდან განათლების სამინისტრო სკოლებისთვის მცირე ინფრასტრუქტურული ხარჯების დაფინანსებას იწყებს და სკოლების მოვლა-პატრონობის ბიუჯეტს განსაზღვრავს. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე  ჯეჯელავამ განაცხადა, სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და მისი მიზანი შენობების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებაა.

2017 წელს სახელმწიფო გამოყოფს 2,5 მილიონ ლარს, რაც სასწავლო დაწესებულებებში დაზიანებული ელექტროობის, სახურავის და მსგავსი პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს.

პროცესს კოორდინაციას საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები გაუწევენ. ყველა რეგიონში შეარჩევენ კონტრაქტორ ფირმას, რომელიც მომსახურებას განახორციელებს. როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, პირველადსაქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში 2017 წელს გამოჩნდა სკოლების მოვლა-პატრონობის ბიუჯეტი.

„ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, რომელსაც ჯამში აქვს 100 მილიონამდე ბიუ-            ჯეტი, თუმცა, რეალურად სიტუაცია იყო ასეთი შეიძლება სკოლას ინფრასტრუქტურისთვის ჰქონოდა 10 ათასი ლარი, მაგრამ არ ჰქონდა 50 ლარი, რომ ელექტრიკოსი მო-   ეყვანა და შეეკეთებინა კონკრეტული რამ. ასეთ საკითხებზე აქამდე თანხა არ იყო გათვალისწინებული. ყველა თანხა განიკარგებოდა ერთნაირად, ტენდერებით, რომელიც გამოცხადდება და უნდა დაელოდო 6 თვე.

შენობის სახურავში ცოტა წყალი რომ ჩამოვა, თუ ყურადღება არ მიექცა, საძირკველში ჩავა და დასანგრევი გახდება. მერე ბედნიერად გამოვაცხადებთ ტენდერს, დავხარ-   ჯავთ 5 მილიონს და ავაშენებთ ახალ სკოლას, არადა 5000 რომ დაგვეხარჯა, აქამდე არ მივიდოდით. ანალიზი არის ძალიან მარტივი, რომ, სადაც უვლიან სკოლას, უფრო მეტ დროს უძლებს შენობა. წელს პირველად ჩვენ გვაქვს სადღაც ორნახევარი მილიონი ლარი მსგავსი საკითხებისთვის.

ეს არის პირველი ნაბიჯი. შეიძლება ეს თანხა დიდად ჟღერს, მაგრამ ამოცანასთან შედარებით მცირეა. ახალი აშენებული და ახალი გაკეთებული სკოლები რაც გვაქვს, თავიდანვე ყველა ჩართული იქნება მოვლა-პატონობის რეჟიმში, რომ აღარ დაზიანდეს. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სკოლებმა 50 წელი გაძლონ,“ განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

ნატო გუბელაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია