დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„მეც ამ ქალაქის ერთი უბე ვარ“
„მეც ამ ქალაქის ერთი უბე ვარ“
სულ ნანახია 1307
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

გაიცანით ქუთაისელი პოეტი დათო შალამბერი

ქუთაისი ყოველთვის  გამოირჩეოდა პოეტური მრავალფეროვნებითის ფაქტი რომცისფერყანწელები“- შემდეგ მეორე პოეტური ორდენიცსამკაული“- აქ  ჩამოყალიბდა იმ პოეტური ტრადიციის გაგრძელებაა, რაც ასეთი ორგანულია ამ პატარა ქალაქისათვის. მიუხედავად იმისა,რომ ორივე პოეტური ორდენი უკვე დიდი ხნის დაშლილია, მათ მიერ შექმნილი პოეზიით დღემდე ტკბება საზოგადოება, რაც, ვფიქრობ, ყველა პოეტის მთავარი გამარჯვებაა. საბედნიეროდ, ახალგაზრდა პოეტების სიმცირეს არც დღევანდელი ქუთაისი  განიცდისგვინდა ერთ-ერთი მათგანზე გესაუბროთ.

მედიასახლი P.S. აგრძელებს ნიჭიერი ახალგაზრდების საზოგადოებისათვის გაცნობას. რუბრიკა  - „ დებიუტისსტუმარია 21 წლის ქუთაისელი პოეტი დათო შალამბერიძე, რომელსაც მიუხედავად თავისი გამორჩეული პოეტურობისა და წარმატებებისა, ფართო საზოგადოება ჯერ არ იცნობს.   მიუხედავად დათოს ასაკისა, მისი ლექსები არის ღრმა შინაარსის და რთული ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური იდეის მატარებელი, რის გამოც მათი აღქმა  და გაგება ყველას არ შუძლია. ის ფრაზებში და რითმებში ატევს ყველა იმ პრობლემასა თუ პროტესტს, რაც მისთვის შთაგონების წყაროწერის მუზა ხდება.

 

ავტობიოგრაფია

 

დავიბადე 1995 წელს, ქალაქ ქუთაისში.წერა ადრეულ ასაკსი დავიწყე. სკოლის პერიოდში  სხვადასხვა კონკურსში ვმონაწილეობდი, კონკრეტულად, მოსწავლე ახალგაზრდობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში, რამაც შემმატა გამოცდილება და ამ პირველ ნაბიჯებში წარმატებებსაც მივაღწიე. ჩემი პირველი კრებული, სახელად "ანარეკლი" 2012 წელს გამოიცა ქუთაისი მერიის დაფინანსებით. ასევე ჩემი ლექსები პერიოდულად იბეჭდება გაზეთ "უქიმერიონში". 2014 წელს გავიმარჯვე კონკურსში, რომელიც ჟურნალისტ შალვა კამლაძის ინიციატივით ტარდებოდა და ადამ მიცკევიჩის შემოქმედების გაცნობას ისახავდა მიზნად, რის შემდეგაც გავემგზავრე პოლონეთში, სხვა ქუთაისელ ხელოვან ახალგაზრდებთან ერთად და ამ ვიზიტმა დიდად შეუწყო ხელი ქართულ-პოლონური ურთიერთობების დამყარებას კულტურის სფეროში. ვსწავლობ თსუ-ში, ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მესამე კურსზე.

- რამდენი წლის იყავი ლექსების წერა რომ დაიწყე ან ვინ აღმოაჩინა შენში ეს ნიჭი?

- ლექსების წერა 12 წლიდან დავიწყე  და ჩემი პირველი ნაბიჯები პოეზიაში ოჯახურ გარემოს არ გასცდენია. ასე რომ, თავიდან მშობლებმა აღმოაჩინეს.

რას ნიშნავს შენთვის პოეზია?

-   პოეზია ჩემი ალტერნატიული სამყაროა, სადაც თავისუფალი ვარ.

- შენი აზრით, რამდენად კონკურენტული გარემოში  ცხოვრობ?

ვერ ვიტყვი, რომ კონკურენტულ გარემოში ვცხოვრობთ, რადგან უმეტესწილად დღეს პოეზია პიარის იარაღად არი ქცეული და ვინც მართლაც კარგი ავტორია, ვერ ახერხებს ბოლომდე თავისი შემოქმედების რეალიზაციას და თუ გაუმართლა: ვინმემ შეამჩნია და წარმატებას მიაღწია, მაშინ უკონკურენტო რჩება, რადგან ხალხის ყურადღება უფრო მისკენაა მიმართული, ვიდრე რომელიმე სხვა პოეტისკენ, რომელიც არაა პოპულარული და ხალხი არ იცნობს.

- როგორც ცნობილია, ყველა შემოქმედი ადამიანი განსხვავებული და თავისებურად რთული ადამიანია, შენზე რას გვეტყვი?

- ჩემზეც იგივეს ვიტყოდი.

 - რა თემატიკაზე წერ ძირითადად?

- ვწერ ყველაფერზე, რასაც აღვიქვამ მხატვრულად. ძირითადად, ლირიკაში იჩენს თავს ჩემი გრძნობები და შეხედულებები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ასევე, ჩემი ლექსები სოციალურ საკითხებსაც ეხება ხოლმე.

- არის თუ არა შენი ლექსები მიძღვნითი ხასიათის?

- ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ლექსები ვიღაცას ეძღვნება , თუმცა,ჩემი აზრით, მკითხველი შეძლებს ამოიცნოს თავისი გრძნობებიც, რითაც დამიახლოვდება მე.

 ვინ არის შენი ლექსების პირველი მკითხველი?

 - დღემდე ჩემი ლექსების ერთგული მკითხველი არის ჩემი ბებო. მას ძალიან უყვარს პოეზია და ვიტყვი, რომ ჩემი ნიჭის გაღვივებაში მასაც დიდი წვლილი მიუძღვის.

  - სად და როგორ უკეთებ პოპულარიზაციას შენს პოეზიას?

-უფრო მეტად სოციალურ ქსელში. ასევე პერიოდულად იბეჭდება ჩემი ლექსები გაზეთ "უქიმერიონში".

-  საქართველოში მკითხველის სიყვარულის და ნდობის  მოპოვება ძალიან რთულია, მზად ხარ შენი შემოქმედების კრიტიკის მოსასმენად?

 - რა თქმა უნდა, მზად ვარ, თუკი ეს კრიტიკა ჯანსაღი იქნება და არა ზედაპირული. და ჩემი მთავარი მიზანი არ არის, რომ რაც შეიძლება, მეტი მკითხველი შევიძინო, მთავარია, ჩემი ხმა იმათ მივაწვდინო, ვინც პოეზიას გრძნობს და აზროვნებს.

 - ამ დროისთვის რამდენი ლექსის ავტორი ხარ?

ზუსტად არ ვიცი. ბევრის...

- დღევანდელ პირობებში, ახალგაზრდა პოეტებსრამდენად  გააქვთ თქვენი ნიჭის გამოვლენის საშუალება?

- თუ ადამიანი გრძნობს საკუთარ თავში ნიჭს და ძალას, მაშინ ის გარემო პირობების მიუხედავად მაინც გამოავლენს მას და არ დაიკარგება. მთავარია სურვილი.

 

- შენი საყვარელი პოეტი ვინ არის?

საყვარელი პოეტი ბევრი მყავს, თუმცა პიველი ვინც გამახსენდა ამ შეკითხვაზე, არის ოთარ ჭილაძე.

- რა არის შენი ყველაზე დიდი სურვილი?(პოეზიასთან მიმართებაში)

ვისურვებდი, რომ უფრო მეტი პასუხიმგებლობა გამოგვეჩინოს ავტორებს და მკითხველებს პოეზიის წინაშე. ვგულისხმობ, იმას რომ არ გვეშინოდეს სიახლეების, რაც საჭიროა დღევანდელი ლიტერატურის განსავითარებლად.

 

ჩვენი რედაქციის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ დათოს და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში მის კიდევ ერთ კრებულს იხილავს ფართო საზოგადოება.

 

 

ლიკა დევდარიანი

 

 

 

აქვე გთავაზობთ დათო შალამბერიძის ერთ ლექსს

 

 

უკმარისობა

 

და ისევ გინდა სარდაფიდან ყველას მიმართო,

ნაბიჯის მტვერში გაახვიე ფიქრის ჭილობი.

არავინაა, არაფერი დღეს შენს მიმართ რომ

უკმარისობა გიმკურნალოს მარადისობით.

 

რას ნიშნავს გაქრე? რას დატოვებს? ჩუმად! რა ხმაა?

არ ღირს სიკვდილი! შეიძლება, ღამე ვათიო,

მოწყვეტის განცდა, გაემზადე გადა სარგავად,

ჩამავალ ხის ძირს ლოკოკინა რომ  მოახიო.

 

და მოშორებით, გაშლილ ველზე ვზივარ ქვესკნელი,

ქრის საფეთქელთან აზელილი  თეორიები,

შემომაჩეჩეს ძველ პროსპექტზე დასტა წესების

და თვალის მოკვრით რამდენიმე შემოვიერთე.

 

დაჭრილი დევის თვალის სინათლე

ტყეში დაკარგულს გაგინათებს  სასოწარკვეთას,

რა გაჩერდება, თუ ღმერთი გწამს! აბა, დილამდე.

რწმენით კი შეძლებ გაუნძრევლად  იდგე წამებთან.

 

კარგი, არ გვინდა ეს დაკარგვა, თუ რას ეძახი,

გაქცევა, წასვლა... გირჩევნია, წამო  თეატრში.

რასაც იჩემებ, ნაფლეთია სხვისი ცხოვრების,

ბედნიერი ხარ სიახლეს რომ გვიან  ხედავ შენ.

 

ყოველდღიური განახლება, მორთვა  მოკაზმვა,

მალე გასკდები გუშინდელი გაცვე     თილობით,

აქედან მოხევ, სველი ფხვნილით მან ძილს მოხაზავ,

სადაც არიფებს ისტუმრებენ თითო- თითობით.

 

არ კმარა ხალხი, ყურადღება,  გარშემო, შენში...

ვინც დაამოწმებს არსებობას შენსას ამაყად,

მიაჭრი ჯიქურ მრისხანე და ფართო  თვალებით,

ვინც გინდა იყოს... მაგრამ, არა, ჯერ მზად არა ხარ!

 

სასაცილოა, გასართობიც არი  უბადლო,

როცა ოცნებობ, განვლილ ხუთ  წუთს იჭერ, იყენებ,

ახალ სახეებს და ძველ შანსებს მომენტს უმატებ,

ამით გართული შუქნიშნების კვადრატს იყვედრებ.

 

ცივი, მზიანი ნოემბერი, მუდამ  ასეთი...

აგურის სახლებს ნაზად გაცრის მისი   შუა დღე,

სხივივით ტყდება გაწელილი ნოტი კლარნეტის,

მზერას ავისვრი თეთრი ჭერის ნაფეხურამდე.

 

ყველაფერია ჩემში ერთად ჩაყრილ-დაცული

და სინამდვილე უკან იწევს და  იღუპება.

მოვალეობას ჯერჯერობით კარგად  ვასრულებ,

 

მეც ამ ქალაქის ერთი უბე ვარ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია