დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რას გვიქადის ცეცხლოვანი მამლის წელი
რას გვიქადის ცეცხლოვანი მამლის წელი
სულ ნანახია 1209
ავტორი:

 

სულ მალე მაიმუნის წელს გავისტუმრებთ და ახალი 2017წელი შემოაღებს კარს, ეს დღესასწაული ყველასთვის განსაკუთრებულად საყვარელია და შესაბამისად, სამზადისიც გამორცეულად აქტიური და მასობრივია. ახალ წელს  მოაქვს მხოლოდ მხიარული განწყობა, ბევრი საჩუქარი და გემრიელი სადღესასწაულო სუფრა. ის, თუ როგორ შეხვდებით ახალ წელს, განსაზღვრავს იმას,თუ როგორი წელი გვექნება მთელი 12 თვის განმავლობაში.

მომავალი 2017 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ცეცხლოვანი მამალია. ყველას ერთნაირად აინტერესებს, როგორი იქნება ცეცხლოვანი მამლის წელი, როგორ შევხვდეთ მას, როგორ მოვრთოთ სახლი თუ ნაძვის ხე,სწორედ  ამის შესახებ გთავაზობთ საინტერესო რჩევებს.

 

როგორი იქნება ცეცხლოვანი მამლის წელი?

 

მამალი მზეს ხვდება. მის ყივილზე მაჯლაჯუნები ქრებიან. აქედან გამომდინარედადებითი სიმბოლოა. წელიწადი, რომელსაც მამალი მართავს, ძალიან კარგი იქნება. დიდი და რთული ციკლის დასასრულს და აღმშენებლობითი პროცესების დასაწყისს უკავშირდება მამლის წელი. ისტორიაშიც ბევრი კარგი მოვლენა მოხდა. მაგალითად, მამლის წელში დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.

ჭკვიანი, აქტიური და ლიდერის სხვა თვისებებით დაჯილდოებული ბავშვები დაიბადებიან ამ წელს.

მამლის ცუდი თვისება მისი ყოყლოჩინობაა. ეს აისახება ღია დაპირსპირებებში როგორც პოლიტიკაში, ისე საზოგადოებაში. წყვილებს შორის ხმაურიანი განქორწინებების მოწმენი გავხდებით.

კარგი იქნება, თუ შევიძენთ თუნდაც გასაღების საკიდს მამლის გამოსახულებით, რომელიც მუდმივად ჩვენს გასაღებზე მოთავსდება და წარმატების მომტანი იქნება. გალერეაშიც უამრავი აქსესუარი შევნიშნე მამლის გამოსახულებით

 

ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2017 წელი კარგი?

 

ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის კარგი წელია. წარმატების მიღწევის შანსი ყველას ექნება. თუმცა ადამიანებს, რომლებიც მშრომელები არ არიან, თვითმოთხოვნა და თვითკრიტიკა არ გააჩნიათ, რეალურად ვერ გაუმართლებთ. იმ ადამიანების წელია, ვინც 2017 წლამდე მუხლჩაუხრელად შრომობდა და სწორედ ახლა მიიღებენ ამ შრომის შედეგს. განსაკუთრებით კარგი წელია კუროებისთვის, ლომებისა და ვერძებისთვის.
აბსოლუტურად ნეგატიური წელი არც ერთი ნიშნისთვის იქნება. თუმცა შედარებით მეტი პრობლემა მშვილდოსნებსა და თხის რქებს ექნებათ

 

 

სად და როგორ სჯობს ახალი წლის შეხვედრა%

 

ზოგადად, მამალი სოციალური ტიპაჟია. მას მარტოობა არ უყვარს. არ გირჩევთ, მარტო და ვიწრო წრეში შეხვდეთ ახალ წელს. კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთან ერთად იქნებით. მაგრამ ახალ ნაცნობებსა და ახალშეძენილ მეგობრებს არ გირჩევთ, რადგან მამალი გარემოს ყოველთვის დაკვირვებით არჩევს ხოლმე.რეკომენდირებულია ახალ წელს სახლში, ოჯახურ წრეში შეხვდეთ. 2017 წლის მფარველი უპირატესობას ოჯახურ ტრადიციებს ანიჭებს.

ხმაურიანი მეგობრული კომპანია და მჭიდრო ოჯახური კავშირები აღმოსავლეთ ჰოროსკოპის ემოციურ სიმბოლოს მოეწონება.

ბევრი ფოიერვერკი და მუსიკა უნდა იყოს. მომავალი წლის სიმბოლო ცეცხლისფერი მამალია.

 

 

რა ჩავიცვათ ახალ 2017 წელს?

 

2017 წლის შესახვედრად საუკეთესო ფერების გამა მოოქროსფრო წითელია. არ ჩაიცვათ დეკოლტე და გამჭირვალე ქსოვილი - ასეთ ფორმაში მამლის ყურადღებას ვერ მიიპყრობთ. ქალის იმიჯი უნდა შედგებოდეს კოქტეილის კაბით წითელი, ყვითელი ან პასტელური ოქროსფერი ფერებით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, რომელიც ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს. ასევე აქსესუარები ძირითად ფერებში. საუკეთესო დამატება იქნება ოქროს სამკაული ან მარგალიტი.

მამაკაცებს შეუძლიათ, არც ისე ფორმალური ჩაცმულობით შეხვდნენ. მკაცრი კოსტუმი კომფორტის დონეს შეამცირებს, მაგრამ ახალი წლის შეხვედრა ყოველდღიურ ან სახლის ტანსაცმლით შეხვედრა მამლის თვალში ამორალურად გამოჩნდება.

 

 

როგორ მოვრთოთ სახლი და ნაძვის ხე?

 

სახლის მორთვის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მამლის საყვარელი ფერების გამა. თუმცა სახლის მოსართავად დაშვებულია მხოლოდ მწვანე და ლურჯი ფერები, რომელიც წითელ ფერთან ერთად სადღესასწაულო განწყობას შექმნის. გამოიყენეთ ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული ორნამენტები. ცეცხლისფერი მამალი ხელოვნური ხის მომხრეა.

განწყობის შესაქმნელად გამოიყენეთ რბილი მოსაცმელები, რომელიც ზამთრის ცივი დღეების კარგი კომბინაცია იქნება. საუკეთესო დეტალი საღამოს გასაფორმებლად იქნება მწიფე წითელი ვაშლები. საშობაო ვარსკვლავის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მამლის ფიგურა.

სასურველია, თუ ნაძვის ხის სათამაშოები წითელი და ნარინჯისფერი იქნება. ნაძვის ხის თავზე მამლის ფიგურა მოათავსეთ. კარგია, თუ ბევრი დეკორატიული კვერცხი გექნებათ. კვერცხებით უნდა მოვრთოთ ნაძვის ხე და მის ქვეშაც შემოვაწყოთ.

 

 

 

როგორ უნდა შევხვდეთ ცეცხლოვანი მამლის წელს? როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?

 

ყველაზე მთავარია, რომ სუფრაზე ფრინველის ხორცი არ გვქონდეს. სუფრა წითელ და ნარინჯისფერ ფერებში უნდა გავაწყოთ. უმჯობესია ცხვრის, ძროხის ან ღორის ხორცისგან მოამზადოთ კერძები. მენიუდან გამორიცხეთ: იხვი, ინდაური, მწყერი. საახალწლო სუფრის მოსართავად კვერცხის გამოყენება რეკომენდირებული არაა.

 

2017 წელს სუფრას უნდა ამშვენებდეს რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული. არ უნდა დაივიწყოთ არც ხილი. გამოიყენეთ ღია ფერის საახალწლო ჭურჭელი. სინთეტიკისა და პლასტმასისგან თავი შეიკავეთ.გარემო ბრჭყვიალა და მდიდრული უნდა იყოს. ფანტაზიას მაქსიმალურად უნდა მივცეთ გასაქანი. როგორი ფერადიც მამლის ბოლოა, ისეთივე უნდა იყოს გარემო და იმავე ფერებში უნდა გვეცვას ჩვენც. ბევრი აქსესუარის გამოყენებაც სასურველია. ზოგადად, წითელი მთელი წლის განმავლობაში ტრენდული იქნება.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია