საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ფოტოკონკურს „ილო“-ს 2016 წლის გამარჯვებულები ცნობილია
სულ ნანახია 836
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

ქუთაისის „თიბისი გალერეაში“   ფოტოკონკურს "ილო“-ს დასკვნითი გამოფენა გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიამდე, მოწვეული სტუმრებისა და ზოგადად, ფოტოგრაფიით დაინტერესებული პირებისთვის საინტერესო ლექცია წაიკითხა ფოტოკონკურსის ჟიურის თავმჯდომარემ, თბილისის ფოტოფესტივალის ხელმძღვანელმა ნესტან ნიჟარაძემ, სახელწოდებით "ფოტოგრაფია საქართველოში - თანამედროვეობის მედიუმი".

კონკურსში გამარჯვებულთათვის   4 პრემია: გრან-პრი,  I,  II და III პრემიები იყო დაწესებული და ჟიურის გადაწყვეტილებით ის ასე გადანაწილდა:

გრან-პრის მფლობელი გახდა ფოტოგრაფი ირაკლი ბიგვავა; პირველი ადგილი მოიპოვა გიორგი კაკიაშვილმა; მეორე ადგილი ერგო ირაკლი შარაშიძეს, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა პაატა ნემსიწვერიძის ფოტონამუშევარი.

გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, ილო ფოტოგრაფის (ხახიაშვილის)  სახელობის ქანდაკებები და ფულადი პრიზები.

„კონკურსზე სულ 5 ფოტო მქონდა გაგზავნილი. სტუდენტობის პერიოდში უფრო აქტიურად ვიყავი ფოტოხელოვნებით დაკავებული. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი წელს პირველად მივიღე ფოტო-კონკურსში მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი გამარჯვებას. არაჩვეულებრივი გრძნობაა,“- განაცხადა გრან-პრის მფლობელმა ირაკლი ბიგვავამ.

კონკურსის ორგანიზატორის, თამთა თურმანიძის თქმით, კონკურსანტთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, რაც ერთგვარი წინაპირობაა ამ ქალაქში ფოტოგრაფიის განვითარების.

შეგახსენებთ,  რომ ფოტოკონკურსიილო“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება ქუთაისში. მას ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტი ფოტოგრაფის, ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.

ფოტოკონკურს „ილოს“ მიზანია, გამოავლინოს ნიჭიერი ფოტოგრაფები და სტიმული მისცეს ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ისე - მოყვარულ ფოტოგრაფებს. კონკურსში გამარჯვებულთათვის გაიცემა 4 პრემია: გრან-პრი, I, II და III პრემიები. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო ქანდაკებები. ტრადიციად იქცა კონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია