დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლის კიდევ ერთი წარმატება მეცნიერებაში
ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლის კიდევ ერთი წარმატება მეცნიერებაში
სულ ნანახია 1139
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

თბილისში გამართული, მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსისლეონარდო და ვინჩისფინალურ ეტაპზე ქუთაისელმა მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

აღნიშნულ კონკურსზე ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმის XII კლასის მოსწავლე მარია ერაძეც მონაწილეობდა, რომელმაც ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგ სოფიო გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, წარადგინა პროექტი  ახალი თაობის „ცოცხალი საკვების“  შემუშავება საქართველოს სანედლეულო რესურსების რაციონალური გამოყენებით. პროექტზე მარიასთან ერთად ქუთაისელი მოსწავლე გიორგი ფხაკაძეც მუშაობდა. ინოვაციურმა პროექტმა საუკეთესო შეფასება და  I ადგილი მოიპოვა. ახალგზარდა მკვლევარებმა ჯილდოს სახით ფულადი პრემიაც მიიღეს. კონკურსის პირობების თანახმად შესაძლოა გამარჯვებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან მსოფლიოში უდიდესი კონკურსის - ინტელის საერთაშორისო საინჟინრო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად.

მიმდინარე წელს გამართულ ნორჩ მენიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადაზე (IYIPO 2016), სადაც 30 ქვეყნის 300 გამომგონებელი მონაწილეობდა,  მარიამმა და გიორგიმ ასევე პირველი ადგილი აიღეს და ოქროს მედლის მფლობელიც გახდნენ.

 

* * *

 

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“  მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.გამოვლინდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. 2010 წლიდან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია