საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
უტიტულო მშვიდობის ელჩის ქართული სამშვიდობო გზავნილი აფხაზებსა და ოსებს, პარიზის „მშვიდობის კედლიდან“
უტიტულო მშვიდობის ელჩის ქართული სამშვიდობო გზავნილი აფხაზებსა და ოსებს, პარიზის „მშვიდობის კედლიდან“
სულ ნანახია 1123
ავტორი:

წელს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს აფხაზეთიდან დევნილმა  ბესიკ ადამიამ  პარიზში “მშვიდობის კედელზე“  ქართულად, ოსურად და აფხაზურადაც დაწერა  მშვიდობა - Atinchra-SabirdzInad..

ეს სიტყვა ამ კედელზე 49 ენაზე წერია (მათ შორის, კავკასიის ქვეყნებიდან - სომხურად), 24 საათი მონუმენტის სიმბოლურ დაცვასაც მიუძღვნა, ბანერით ხელში, რომლის წარწერით საფრანგეთსა და მსოფლიოში  ტერორისტების მიერ დაღუპულ  ოჯახებს მიუსამძიმრა.

„პარიზში გახლდით 20-24 სექტემბერს , 2 ღამე აეროპორტში და 2 ღამე ღია ცის ქვეშ მშვიდობის კედელთან სკამზე გავათენე-გავატარე, ამას აზერბაიჯანელებიც დაადასტურებენ, იქვე აზერბაიჯანელებს ღია ვაჭრობა გამოფენა-გაყიდვა გაემართათ. როდესაც გაიგეს, რომ მათ ენაზეც ვითხოვდი მშვიდობის დაწერას, თავს გადამყვნენ,  23 სექტემბერს კი ჩვენმა საელჩომ მომაკითხა და ლევილში წამიყვანა, მადლობა მათ. ჩამოსული გახლდათ ქ-ნ თეა წულუკიანი და დიასპორის მინისტრი, ისტორიული მომენტის მომსწრე გავხდი ქართვლებზე ოფიციალურად ლევილის მიწების გადმოფორმება. მე კმაყოფილი და მცირე დანახარჯებით დავბრუნდი პარიზიდან, რაშიც ჯარის მეგობარი დამეხმარა, ეს იყო 440 დოლარი მგზავრობის თანხა 2 მიმართულება, ქუთაისი-კიევი-პარიზი და იგივე მარშრუტი უკან, 30 ევრო ადგილზე მგზავრობისათვის და  და წაღებული ტკბილი  ქადები, ტკბილად დამამახსოვრდა“, იხსენებს ბესიკ  ადამია, მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბ „LLL - ის პრეზიდენტი.

ბესო ადამიასთვის მშვიდობის ელჩის ტიტული ჯერჯერობით არავის მიუნიჭებია, თუმცა, ქართულ- აფხაზური კონფლიქტის შემდეგ იპოვა საკუთარი მისია მშვიდობის მშენებლობა.

ბატონ ბესოს სამშვიდობო მისიის კუთხით სხვადასხვა იდეა ხშირად აქვს. მისი საავტორო კომპოზიციაა მაგალითად, ერთმანეთის პირისპირ მდგომი ორი დაბლოკილი რევოლვერი. აქედან  პირველი - შვედი ავტორის ლულაგაკოჭილი რევოლვერი, რომელიც გაეროში დგას და მეორე, ლულაზე ბოქლომდადებული რევოლვერი, ბესომ საქპატენტშიც კი დაარეგისტრირა.

ბესოს აზრით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ამ კომპოზიციის დადგმა ქართული სამშვიდობო იდეოლოგიის მიმანიშნებელი იქნებოდა! 

ის ასევე გეგმავს, რომ უახლოეს პერიოდში ორი დაბლოკილი მოპირდაპირე რევოლვერის კომპოზიცია, როგორც მშვიდობის სიმბოლო, გაუგზავნოს რომის პაპს, გაეროს მომავალ გენ.მდივანსა და ოსლოში (ნორვეგია) ნობელის მშვიდობის მუზეუმს. 

„ცივილური სამყაროს დახმარებითა და ჩვენი სწორი აზროვნებით, იმედია, მალე ძმათაშორისი ომები კავკასიაში და საერთოდ, მსოფლიოში ძალას დაკარგავს და სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ჩვენი, რიგითი ადამიანების, ჟურნალისტებისა და სამშვიდობო თემაზე მომუშავე ორგანიზაციების ხშირად სახიფათო, თავდაუზოგავი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და დედამიწაზე მშვიდობა მეტად დაისადგურებს! გამუდმებით ჩამესმის როგორც ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის, ასევე  - რომის პაპის სამშვიდობო გზავნილები: ,,მსოფლიოში ომები არა რელიგიური, არამედ ეს მეტწილად  ენერგო რესურსებისათვის ბრძოლაა და მას უამრავი უდანაშაულო ადამიანები ეწირება.“ ამბობს ბესიკ ადამია.

ბატონი ბესიკი ქუჩებში საკუთარი, გამორჩეული სამშვიდობო ავტომობილით გადაადგილდება, რომელიც ძალიან ეამაყება და მოსწონს. ავტომობილით ერთი სამშვიდობო მარათონის ორგანიზებასაც გეგმავს.

ბესიკ ადამია: „ჩემთვის დღესაც დიდ სიამაყეს წარმოადგენს საკუთარი ავტომობილი, რომელზეც მშვიდობა მსოფლიოს 22 ენაზე (მათ შორის, -  აფხაზურ და ოსურ ენებზე) წერია და რომელსაც საინტერესო შინაარსის (მწვანე-თეთრ-წითელ ფერებში) ჩემი სამშვიდობო ლოგო „LLL - (Land, LIfe, LoVe)  ამშვენებს ! მიუხედავად იმისა, რომ ცოტა კიდეც დაძველდა, ამ ავტომობილით მსურს შევასრულო სამშვიდობო მარათონი: „თბილისი-მოსკოვი-ჟენევა-ბრიუსელი-თბილისი!“

 

 

„მშვიდობის თავშალი“ ჰილარი კლინტონისთვის

ბატონი ბესიკისთვის ყველა თარიღი სიმბოლოებითაა დატვირთული  26 ოქტომბერი ჰილარი კლინტონის დაბადების დღეა, ბესიკ ადამიამ ქალბატონი კლინტონისთვის  საიუბილეოდ „მშვიდობის თავშალი“ შექმნა.

„ჩემი სამშვიდობო კლუბი „LLL“ულოცავს და გვსურს გავუგზავნოთ საჩუქრად პირველად მსოფლიოში                                                                   „სამშვიდობო თავშალი“ (იდეის თანაავტორი, კლუბის წევრი ქ-ნ მაია კუხიანიძე) ზედ სიტყვა ,,მშვიდობა,, მრავალ ენებზე წარწერით, გვინდა, ქალბატონმა ჰილარიმ იცოდეს, რომ კავკასიაში არსებობდა ტრადიცია, როდესაც ორ მოწინააღმდეგე მხარეს შორის მანდილოსანი თავშალს ჩააგდებდა, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მათ შორის წყდებოდა!

დიახ, მსოფლიო ქ-ნ ჰილარი კლინტონისაგან სამშვიდობო ინიციატივების რეალიზებასა და დადებით შედეგებს ელოდება, რომელიც თითქმის მესამე მსოფლიო-ატომური ომის პირასაა. ალბათ, ამერიკელი ხალხი ქ-ნ ჰილარის ქვეყნის აღმავლობისა და რეალური მშვიდობის საქმის საკეთებლად გამოუცხადებს ნდობას, ამერიკა-რუსეთს შორის დამოკიდებულების დალაგება, მის ხელში იგივე მშვიდობის გასაღები იქნება!

ჩვენ, ქართველებს, გეოპოლიტიკურ, მსოფლიოს სივრცეში, მშვიდობისათვის ბრძოლაში სერიოზული სიტყვის თქმა დღესაც შეგვიძლია.“

 

***

ბესიკ ადამიას ყველა სამომავლო იდეა მშვიდობასთანაა დაკავშირებული: „მშვიდობა დაწერილ წრეზე“  „სამშვიდობო საპარაშუტო ნახტომი’’, „გაეროსა და სხვა ენებზე მშვიდობა დაწერილი სამშვიდობო მონეტა“,  ,,მსოფლიო მშვიდობის ჩემპიონატისათვის, მშვიდობა დაწერილი მშვიდობის ბურთი“ და კიდევ უამრავი რამ...

ბესიკ ადამია: ამ იდეების რეალიზება, გარწმუნებთ მსოფლიო მშვიდობისათვის სერიოზული ქართული გზავნილი იქნება! ჩვენ ქართველებს არ გვინდა ,,გაყინული კონფლიქტები,, ჩვენ „გაყინული მშვიდობაც“ არ გვინდა, ჩვენ არა დაპირებული და გადავადებული, არამედ რეალური მშვიდობა, დღეს  გვინდა!

 

 

მაკა ჩინიჯიშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია