საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
30 ოქტომბერს შენი ხმა იგებს!
30 ოქტომბერს შენი ხმა იგებს!
სულ ნანახია 884
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

შალვა კიკნაველიძე

ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსმაჟორიტარობის კანდიდატი ზესტაფონის 52- ოლქში

 

 ჩემო მეგობრებო! მოგმართავთ, როგორც რიგითი ზესტაფონელი, ერთ-ერთი თქვენგანი. მე აქ, ზესტაფონში დავიბადე და გავიზარდე. ამ რაიონმა მასწავლა ყველაზე ძვირფასი, ადამიანური ურთიერთობები, ხალხის, ქვეყნის სიყვარული. აქაა ჩემი ოჯახი, აქ ცხოვრობენ ჩემი მეგობრები, პედაგოგები. ეს რაიონი ჩემთვის ისევე ძვირფასია, როგორც საკუთარი სახლი. სწორედ ამიტომ, მაქვს სურვილი, გავხდე ჩემი რაიონის ხმა, თითოეული თქვენგანის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

მოგეხსენებათ, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. არ გვაქვს მშვიდად და უფუნქციოდ ყოფნის ფუფუნება. გლობალური და რეგიონული კრიზისების ფონზე გვიწევს, გავუმკლავდეთ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, თუმცა ნებისმიერი წინაღობა ერთად დგომით მარტივად დაძლევადია. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში, მოვიპოვეთ მთავარი კონსტიტუციური უფლებათავისუფლება. საფუძველი ჩაეყარა ბევრ სიკეთეს, ახალ მიმართულებას. დღეს კი დადგა დრო წინსვლის, მეტი სიახლის, სტაბილური განვითარების. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს სწრაფი და ეფექტური განვითარების ყველა რესურსი. გვაქვს მზაობა და იმედი, რომ თქვენთან ერთად შევძლებთ ქვეყნის წარმატებისა და წინსვლის სრულიად ახალ ეტაპზე გადაყვანას.

მომავალი 4 წლის მანძილზე, მე ვიქნები თოთოეული ზესტაფონელის ოჯახის ქომაგი და ინტერესების დამცველი საქართველოს პარლამენტში. ზესტაფონი გახდება უფრო საინტერესო და მიმზიდველი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის; პერსპექტიული ადგილი ახალგაზრდა თაობის განათლების, განვითარებისა და დასაქმებისთვის. გვექნება უკეთესი ინფრასტრუქტურა, სუფთა და ჯანმრთელი გარემო. ჩვენი რაიონის უნიკალური მდებარეობა მოგვცემს საშუალებას, ვაქციოთ იგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ჰაბად, შევქმნათ გარემო, რომელიც გაზრდის მოსახლეობის შემოსავალს, ხელს შეუწყობს ბიზნესს.

დღეს ჩვენ სრულიად ახალ, განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ. დღეს შეგვიძლია არჩევანის გაკეთება ძალდატანების, სამსახურის დაკარგვისა და შიშის გარეშე. „ქართულმა ოცნებამამ ყველაფერს თქვენთან ერთად, თქვენი თანადგომით მიაღწია. სწორედ ამიტომ მაქვს იმედი, რომ ხმას მისცემთ წინსვლას, თავისუფლებას, სწრაფ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას! მაქვს იმედი, რომ ზესტაფონელები არჩევანს ზესტაფონის სასარგებლოდ გააკეთებენ!

ზესტაფონი ირჩევს ზესტაფონელს!

 

კობა ლურსმანაშვილი

ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსმაჟორიტარობის კანდიდატი 51- ოლქში

ბაღდათი, ზესტაფონი, ხარაგაული

ჩემო ძვირფასებო! ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია, მოგმართოთ თქვენ, ქართველი ერის შვილებო, ქვეყნის მომავალზე სმენაგამახვილებულო ადამიანებო!

ჩემი ცხოვრების ორიენტირი მუდამ იყო და კვლავაც იქნება სიტყვისა და საქმის ერთიანობა, ბრძოლა სიმართლის, სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის. ამ პრინციპით ვმოქმედებდი მაშინ, როცა გავხდი საქართველოს ეროვნული გმირის, შეუპოვარი და გაუტეხელი რაინდის, მერაბ კოსტავას თანამებრძოლი.

1988 წლიდან, როცა ძალებს იკრებდა და მოქმედების სფეროს იფართოებდა ეროვნული მოძრაობა, ბაღდათლებთან, ზესტაფონლებთან, ხარაგაულელებსა და სხვა კუთხის მამულიშვილებთან ერთად, ვკვეთდი იმ გზას, რომელზეც საქართველოს ბედნიერებამ გაიარა. თავდაუზოგავი, მიზანმიმართული ბრძოლით მოვიპოვეთ თავისუფლება, მაგრამ, როცა კვლავ შეგვექმნა ბარიერები და საჭირო გახდა წართმეული თავისუფლების დაბრუნება, ბატონი ბიძინა ივანიშვილი წაგვიძღვა წინ და ხალხის ერთსულოვანი მხარდაჭერით, ისევ საიმედოდ ჩავჭიდეთ ხელი თავისუფლების დროშას. ამ გზით ვაგრძელებთ სვლას დღესაც.

ჩემო ძვირფასებო, ბაღდათელებო, ხარაგაულელებო, ზესტაფონელებოჩვენი სამომავლო გეგმების აღსრულება თქვენს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამ დიდ ბრძოლაში თქვენი თანადგომის იმედი მაქვს. გწამდეთ, არასოდეს გადავუხვევ არჩეულ გზას, ვიქნები საზოგადოებრივი ღირებულებებისა და ინტერესების ერთგული დამცველი. მთელ ჩემ ძალისხმევას მოვახმარ ადგილობრივი თვითმმართველობის მეტად გაძლიერებას. ჩვენ ერთად შევძლებთ ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის ამაღლებას. ჩვენ ერთად გადავაქცევთ საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ.

უფალი იყოს ჩვენი მიზნების შემწე და მფარველი!

 

გენადი მარგველაშვილი

ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსმაჟორიტარობის კანდიდატი 47- ოლქში

ქუთაისი, თერჯოლა

მოგესალმებით, ძვირფასო ქუთათურებო! უკვე მეოთხედი საუკუნეა ჩვენს ქალაქში განათლების სფეროს ვემსახურები. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარტიამქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოწარმადგინა. მე მჯერა ამ გუნდის, მჯერა მათი გეგმებისა და იმედი მაქვს, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ღირსეული ხმა ვიქნები ჩემი ქალაქელებისთვის.

განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასა და სრულყოფაზე, რადგან თავისუფალი აზროვნება აყალიბებს ღირსეულ პიროვნებებს, ღირსეული პიროვნებები ხელს უწყობენ ქვეყნის სწრაფი ტემპით განვითარებას, ეს კი, თავის მხრივ, კეთილდღეობის საწინდარია. ეს საქმე ჩვენი ძალისხმევით, რუდუნებითა და ჩართულობით უნდა მოხდეს.

წლების მანძილზე დიდი პედაგოგიური გამოცდილება დამიგროვდა. 2010 წლიდან ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორად ვმუშაობ. ვცდილობდი, ჩემი აღსაზრდელებისთვის სათანადო, ღირსეული გარემო შემექმნა. ვიბრძოლებ ჩვენი ქალაქის ინტერესების გატარებისთვის ყველა ინსტანციაში! თქვენი მხარდაჭერისა და თანადგომის დიდი იმედი მაქვს!

 

 

 სულხან მახათაძე

ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსმაჟორიტარობის კანდიდატი ჭიათურის 56- ოლქში

 

 ძვირფასო ჭიათურელებო! ოთხი წლის წინ, როცა ჭიათურაში სამუშაოდ მოვდიოდი, კარგად მქონდა გაცნობიერებული, რა სირთულეებთან მომიწევდა გამკლავება, თუმცა ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ჩემს გუნდთან ერთად თქვენს წინაშე ვიტვირთე, სტიმულს მაძლევდა პრობლემების დასაძლევად.

თქვენი თავდადების შედეგად, 2012 წელი უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის, როცა თქვენ, ერთ მუშტად შეკრულმა ადამიანებმა, სწორი არჩევანი გააკეთეთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

2012 წელს მძიმე მემკვიდრეობა გვერგო და 4 წელიწადში შეიძლება ბევრი რამ ვერ შევძელით, მაგრამ საქართველოს მთავრობის ძალისხმევითა და თქვენი თანადგომით, მაინც მრავალი სირთულე დავძლიეთ.

8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. უნდა გაგრძელდეს აღმშენებლობის პროცესი ჭიათურაში, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ყველა დაწყებული საქმე და გჯეროდეთ, თქვენი ნდობითა და მხარდაჭერით, ახლა უკვე საქართველოს პარლამენტიდან შევეცდები, ჩვენს ქალაქში ცხოვრება გაცილებით გაუმჯობესდეს.

მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ყველა ჭიათურელისადმი და დაგპირდეთ, საქართველოს მთავრობასთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენს ჭიათურას უკეთესი ხვალინდელი დღე ჰქონდეს. სწორედ თქვენი თანადგომითა და ჩვენი ძალისხმევით შევძლებთ ყველა პრობლემის დაძლევას. გჯეროდეთ, სადაც უნდა ვიყო, ყველგან თავდადებით ვემსახურები ჩემს ქვეყანასა და ჩემს ხალხს. უფალი შეეწიოს თქვენს ოჯახებსა და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში!

 

 

დიმიტრი მხეიძე

ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსმაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისის 48- ოლქში

 

 ჩემო თანაქალაქელებო, ქუთასელებო! თქვენ ადამიანების საუკეთესო შემფასებლები ხართ. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი მიცნობთ ექიმ დიმიტრი მხეიძეს თქვენი შვილებისთვის ნაცნობი სახელით – „დიტო ექიმი“... ვიცი, იცნობდით მამაჩემს, ასევე ყელ-ყურ-ცხვირის ექიმსრკინიგზის საავადმყოფოს მთავარ ექიმს. თქვენი ბებიებისა და ბაბუების თაობა კარგად იცნობდა ბაბუაჩემს, ასევე დიმიტრი მხეიძესა და ასევე ექიმს. ვიდგეთ სიცოცხლის სამსახურში, ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. ჩემი შვილები მედიკოსთა ამ ჯაჭვში მეხუთე თაობაა... ქუთაისელები მიცნობენ, როგორც წარმატებული მონოპროფილური ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის დამაარსებელს და მეკითხებიან: რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა, რატომ მინდა, თქვენი მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტში მანდატის მისაღებად?

მე მინდა, დავდგე იმ პოლიტიკური ძალის გვერდით, რომელმაც ჯანდაცვა გახადა საყოველთაო და ხელმისაწვდომი, პაციენტს მიეცა არჩევანის უფლება, სახელმწიფო დაზღვევით იმკურნალოს იქ, სადაც უნდა და სიცოცხლის გადასარჩენად აღარავის სჭირდება საცხოვრებელი სახლების გაყიდვა. მხარს ვუჭერ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბიზნესი ხელისუფლების ტერორისგან გაათავისუფლა და მეწარმეობის განვითარებისთვის მილიონიანი პროგრამები წამოიწყო. მე ქუთაისის ხვალინდელ დღეს ვხედავ იმ პროექტებში, რომლის განხორციელებაც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გუნდმა მიზნად დაისახა: ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის მშენებლობაშიც ნახევარ მილიარდზე მეტია გათვალისწილებული, ქუთაისს ტექნოლოგიური განათლების ქალაქად გადააქცევს, სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკებით, სტუდენტური პანსიონებით. ქუთაისი საერთაშორისო ბაზარზე გავა განათლების ექსპორტით. ქუთაისი გახდება სატრანსპორტო ლოჯისტიკური ცენტრი, ქუთაისის აეროპორტი იქნება რეგიონის ყველაზე დიდი და დაბალბიუჯეტიანი აეროპორტი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში სწორედ ქუთაისი იქნება ტურისტული ნაკადების გამანაწილებელი. პრემიერი და მისი გუნდი, ესაა ძალა, რომელსაც შეუძლია, შემოიკრიბოს არა მარტო თანამოაზრეები, არამედ პოლიტიკური მოწინააღმდეგეებიც კი. „ქართულ ოცნებასშეუძლია, დადგეს ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გააერთიანოს ადამიანები პროფესიონალიზმის ნიშნით.

ქართული ოცნება“ – შენების გუნდია!

მე მეამაყება, ვიდგე ამ გუნდში და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის შენებაში. ესაა ჩემი გადაწყვეტილების მოტივი და ესაა ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი. მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი.

 

 

 კობა ნარჩემაშვილი

ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსმაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისის 49- ოლქში

ძვირფასო ქუთაისელებო! მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვყოფილვარ მძიმე გამოწვევებისა და რთული არჩევანის წინაშე, ღმერთის შეწევნით, ქვეყნისა და ოჯახის სიყვარულით, ყოველთვის ვირჩევდი იმ გზას, რომელიც თქვენამდე ღირსეულად მოსვლის საშუალებას მომცემდა.

დღეს მაქვს უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა, თქვენს წინაშე გულითადი მადლობა ვუთხრა საქართველოში გამორჩეულ პოლიტიკურ ძალასქართულ ოცნებას“, რომელიც მენდო და ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ასარჩევად, ჩემს მშობლიურ ქუთაისში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინა.

ქართულმა ოცნებამ“, მოკლე დროში განხორციელებული ეფექტური სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებითა და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკით, უზრუნველყო საქართველოს თავისუფალი განვითარების რეალური პერსპექტივა.

ახლა უკვე სწრაფი განვითარების დროა!

სწორედ ამ განვითარებაში აქტიური მონაწილეობა, ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევაა და მზად ვარ მის მისაღებად.

მოგიწოდებთ, მხარი დავუჭიროთ ჩვენს გუნდს და ერთად გავიზიაროთ ქვეყნის წინსვლით გამოწვეული სიხარული. სწორედ თქვენი თანადგომითა და ნდობით შევძლებთ, ვემსახუროთ ხალხს.

პროფესიონალიზმით, პრინციპულობითა და ერთგულებით!

 

არჩევის შემთხვევაში, აღგითქვამთ, რომ თქვენს წინაშე ხშირად წარვდგები გაწეული საქმიანობის ანგარიშით და ეს არ იქნება მხოლოდ დაპირება, რადგან ქრისტიანული მორალის უზენაესობა გვკარნახობს მოქმედების მთავარ პრინციპს: „... ნუ აღუთქვამ და თუ აღუთქვამ, უნდა აღასრულო!“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია