დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მარი კირიაკიდის დებიუტი – ახალგაზრდული რომანი „მაპატიე სიყვარულისთვის“
მარი კირიაკიდის დებიუტი – ახალგაზრდული რომანი „მაპატიე სიყვარულისთვის“
სულ ნანახია 1316
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

როგორც ამბობენ, ახალგაზრდები კომპიუტერის ეპოქაში წიგნს საგრძნობლად დაშორდნენ. მეტიც, ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ საქართველო უწიგნური ქვეყნების ჩამონათვალში ლიდერობს. ძნელია, საზოგადოებაში დამკვიდრებული მენტალობის შეცვლა, თუმცა, როგორც ამ თაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა,უნდა აღვნიშნო, რომ  ძალიან წიგნიერი თაობა მოდის. აქვე მინდა, ჩვენ მკითხველს უახლესი ამბის შესახებ მოვუთხრო, რომელიც ჩემი მოსაზრების ერთგვარი არგუმენტიც იქნება.

რამდენიმე დღის წინ, 22 წლის მარი კირიაკიდმა თავისი პირველი წიგნის - „მაპატიე სიყვარულისთვის“ - პრეზენტაცია მოაწყო წყალტუბოში, სასტუმრო „პრომეთეში“. მარი პროფესიით ჟურნალისტია და ის ამ რომანზე ბოლო ორი წელი მუშაობდა. წიგნი პასუხობს ყველა იმ მოთხოვნას, რაც შიძლება, ამ ჟანრის ავტორებს წაუყენონ ლიტერატურის კრიტიკოსებმა.

რა ადგილი აქვს ადამიანს ამ უკიდეგანო სამყაროში? რჩება კი მასში გრძნობების დრო და განცდის უნარი?“ - ამ კითხავზე პასუხს იპოვით მარი კირიაკიდის რომანშიმაპატიე სიყვარულისთვის

რომანში წამოჭრილი პრობლემა მკაფიოდ გვიხატავს თანამედროვე წყვილების უთანხმოების რეალურ სურათს. წიგნი ორი ნაწილისაგან შეგდება და მასში აღწერილია ჩვენი თაობისა  და დროებისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ახალგაზრდა წყვილს, ელისს და ნიკოლასს, რომელთაც ერთმანეთი ძალიან უყვართ, არ რჩებათ დრო საკუთარი გრძნობებისა და ურთიერთობისათვის, რაც მათ შორის გაუცხოებისა და უმიზეზო დაშორების მიზეზი ხდება.

პროფესიით ჟურნალისტს, თუ რამ უბიძგა ამ რომანის დაწერისაკენ, ამას მისივე წიგნის ეპილოგში ამოიკითხავთ: „ წიგნის კითხვისას მინდა ჩაფიქრდეთ  იმაზე, თუ უმნიშვნელო ნაბიჯმა რა მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე. მე კი ვეცდები, ამ მონათხრობით შემოვიჭრა თქვენს არსებაში  და სენტიმენტალური გრძნობები აღვძრა“.

როგორც აღვნიშნე, ეს  წიგნი ახალბედა ავტორის დებიუტია, რომელიც ფართო საზოგადოებამ იხილა და უკვე თავისი მკითხველიც გაიჩინა.

რომანით მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, თვითონ ავტორთან გვესაუბრება, რაზეც მარი სიამოვნებით დაგვთანხმდა.

გთავაზობთ ჩვენს დიალოგს მარი კირიაკიდთან:

- მარი, უპირველესად, მთელი რედაქციის სახელით გილოცავ რომანის „მაპატიე სიყვარულისთვის“  წარმატებულ პრეზენტაციას. თუ რატომ გადწყვიტე წიგნის დაწერა და რისი თქმა გინდოდა ამით, ეს კარგად გაქვს გამოკვეთილი რომანის წინათქმაში. მე, როგორც რიგით მკითხველს, ამ რომანის წაკითხვის შემდეგ  სხვა კითხვები დამებადა, ძირითადად პერსონაჟების შესახებ.საერთოდ,ყველა ადამინს ჰყავს თავისი საყვარელი შემოქმედი. მაინტერესებს, ვინ არის შენი საყვარელი მწერალი და ვისგან აიღე იმპულსი წერის პროცესში? ( მე, როგორც მკითხველმა, ეს რომანი ენობრივი და სტილური მახასიათებლებით ნიკო ლორთქიფანიძის და ანა ფრანკის ნაწარმოებებს მივამსგავსე), ვცდები ?

-ჩემი საყვარელი მწერალია ნიკოლას სპარკსი.  ვფიქრობ, მისი რომანები ძალზედ სასიამოვნო და მარტივი წასაკითხია. რაც შეეხება მიმბაძველობას,ანა ფრანკი ან თუნდაც, ნიკო ლორთქიფანიძე ჩემი თვალთახედვით საკმაოდ სხვა ტიპის  მწერლები არიან, შესაბამისად, ვერ გავავლებდი პარალელს. მე მაქსიმალურად ვეცადე შემექმნა საკუთარი სტილი.

- წიგნის პირველ ნაწილში მხოლოდ ერთი მთავარი გმირის, მთლიანად ელის გრძნობები და განცდები გაქვს აღწერილი, მეორე გმირი - ნიკოლასი, მხოლოდ ერთხელ შემოგყავს, როცა ის და ელი მეგობრის ჯვრისწერაზე შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს. რატომ აღგვიწერ რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირის განცდებს  ასე ძუნწად?

- თავს შევიკავებ ამ კითხვაზე გაგცეთ პასუხი.მკითხველისათვის მიმინდვია ამის განსჯა.

- როგორ ფიქრობ, ჩვენ დროში ბევრი ნიკოლასი ცხოვრობს?

-სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ არსებობენ ნიკოლასის სტილის თუ ხასიათის ადამიანები. ისინი დაუკვირვებლად, გაუაზრებლად ღებულობენ გადაწყვეტილებებს, რის გამოც შედეგი საბოლოოდ რჩება ცუდი,რაც  თუნდაც ნიკოლასისა და ელის შემთხვევაში მოხდა. იმედი მაქვს, ეს წიგნი მაგალითი იქნება იმათთვის, რომლებიც ნიკოლასში ამოიცნობენ თავიანთ თავს.

- რისი თქმა გინდა რომანის მეორე ნაწილში ნოას პერსონაჟის შემოყვანით?

-ნოას პერსონაჟმა, პირველ რიგში, სხივი შესძინა რომანს. ამავდროულად, მისი საქციელები, ხასიათი, ქმედებების სიმარტივე, რომანტიულობა, ქალის დაფასება ამ ყველაფერს გაუსვა ხაზი. მისი პერსონაჟი თითქოს მისაბაძია და ჩემი ჩანაფიქრით ყურადღებიანი მკითხველის გონებაში შედეგს დადებს.

- როგორ ფიქრობ, მაინც რა ასაკის ადამიანებისთვისაა შენი რომანი?

-ყველა ასაკისთვის, გარდა ბავშვებისა. ახალგაზრდები, ვფიქრობ, შეძლებენ, გამოარჩიონ კარგი და ცუდი, შესაბამისად - წაკითხული გაიაზრონ და მოიქცენ ისე, როგორც ნოა.

რაც შეეხება მოზრდილ მკითხველს, ალბათ, დააფიქრებს , გაავლებიებს პარალელს წარსულთან და იმედი მაქვს, მიახვედრებს, შეადარებს მის თავს რომელიმე პერსონაჟს და დაფიქრდება იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო ერთ დროს ვიღაცისთვის.

- ცნობილი ფაქტია, რომ  ქართველი მკითხველის ნდობის და აღიარების მოპოვება ძალიან რთულია. 22 წლის  ასაკში მზად ხარ პრეტნზიული მკითხველის კრიტიკისთვის?

- მზად ვარ, რადგან არ არსებობს ნაშრომი, რომელსაც კრიტიკა არ მოსდევს . დადებითი და უარყოფითი მხარე თითოეულ ღვთის მიერ შექმნილ სულიერ თუ უსულო ქმნილებას აქვს. იდეალური  არაფერი არსებობს და არც ჩემი წიგნი იქნება გამონაკლისი.

- იქნებ, გაგვიმხილო,  რატომ ჰქვია რომანსმაპატიე სიყვარულისთვის

-ამჟამად თავს შევიკავებ, ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია