დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან დათიაშვილი: „რთვე­ლი - 2016 ჩა­ტარ­და ისე, რომ არც ერთ მე­ვე­ნახეს არც ერ­თი კი­ლოგ­რა­მი ყურ­ძნის ჩაბარების პრობლე­მა არ ჰქო­ნია“
ლევან დათიაშვილი: „რთვე­ლი - 2016 ჩა­ტარ­და ისე, რომ არც ერთ მე­ვე­ნახეს არც ერ­თი კი­ლოგ­რა­მი ყურ­ძნის ჩაბარების პრობლე­მა არ ჰქო­ნია“
სულ ნანახია 1360
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რობის სხდო­მა­ზე სოფ­ლის მე­ურ­ნეობის მი­ნისტრს, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილს და სა­მი­ნის­ტროს შე­საბამის სამ­სახურებს რთვე­ლის წარ­მა­ტებულად ჩა­ტა­რების­თვის მად­ლობა გა­დაუხადა.

მთავ­რობის სხდო­მის შემ­დეგ, სოფ­ლის მე­ურ­ნეობის მი­ნის­ტრმა, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და სა­ზო­გა­დოებას რთვე­ლი 2016-ის შე­სახებ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­­წო­და.

რთვე­ლი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფაქ­ტობრი­ვად, დას­რულ­და. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნოს, რომ რთვე­ლი 2016 ჩა­ტარ­და ისე, რომ არც ერთ მე­ვე­ნახეს არც ერ­თი კი­ლოგ­რა­მი ყურ­ძნის ჩაბარების პრობლე­მა არ ჰქო­ნია. რთვე­ლის მიმ­დი­ნა­რეობის პრო­ცეს­ში ად­გი­ლი არ ჰქო­ნია არა­ნა­ირ ექ­სცესს, შე­ფერხებას ან პრობლე­მას. შე­საბამი­სად, რთვე­ლი 2016 შეგ­ვიძ­ლია წარ­მა­ტებულად შე­ვა­სა­ფოთ“, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

სოფ­ლის მე­ურ­ნეობის მი­ნის­ტრის განცხადებით, ბოლო წლებში მეღ­ვი­ნეობა-მე­ვე­ნახეობის ხელ­შეწყობის შე­დე­გად, მოთხოვ­ნა გაზ­რდი­ლია უნი­კა­ლურ ქარ­თულ ჯიშებზე, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მრა­ვალ­ფე­როვ­ნებისა და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­­ნობის ზრდის თვალ­საზ­რი­სით.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ ვახდენთ მარ­კე­ტინ­გუ­ლი ღო­ნის­ძიებების ინ­ტენ­სი­ურ და­ფი­ნან­სებას, რის შე­დე­გა­დაც, ღვი­ნის ექ­სპორ­ტი ინარ­ჩუ­ნებს მზარდ ტენ­დენ­ცი­ას, მოხდა ბაზ­რების დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია, რაც იძ­ლე­ვა იმის წი­ნა­პი­რობას, რომ მე­ვე­ნახეობა-მეღ­ვი­ნეობის დარ­გი მუდ­მი­ვად გა­ვი­თარ­დეს”, - გა­ნაცხადა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა და ხაზი გა­სუ­ვა, რომ ბოლო წლებში გან­სა­კუთ­რებული ყურად­ღება ექ­ცე­ვასახვან­ჭკა­რეჯიშების ყურ­ძნის - მუჯურე­თუ­ლი­სა და ალექ­სან­დრო­­ლის ჯიშობრი­ვი სი­ზუს­ტის დაც­ვის ღო­ნის­ძიებებს.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­­ზე სოფ­ლის მე­ურ­ნეობის მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ წარ­მა­ტებულად და ორ­გა­ნი­ზებულად მიმ­დი­ნა­რეობს სხვა­დასხვა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რის მო­სავ­ლის აღება.

ბოლო წლებში მო­სავ­ლის დაბინა­ვების კუთხით ღი­რებულებათა ჯაჭ­ვში ხდება იმ ელე­მენ­ტების გაძ­ლი­­რება, რო­მე­ლიც მო­სავ­ლის დაბინა­ვების პრობლე­მებს ქვეყანა­ში ერთხელ და სა­მუ­და­მოდ მო­აგ­ვა­რებს. საუბარია სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რების მნიშ­ვნე­ლო­ვან ზრდა­ზე და და­მა­ტებით წახალი­სების იმ მე­ქა­ნიზ­მებზე, რო­მე­ლიც სახელ­მწი­ფომ ბოლო ოთხი წლის მან­ძილ­ზე შექ­მნა. შემ­დე­გომ ეტაპ­ზე ჩვენ გვექ­ნება ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტები - მი­წის კონ­სო­ლი­და­ცი­ის, მე­ვე­ნახეთა კონ­სო­ლი­და­ცი­ის და კო­­პე­რა­ცი­ის წახალი­სების, რო­მე­ლიც თვი­სობრი­ვად ახალ ხარისხობრივ დო­ნე­ზე გა­დაიყვანს რო­გორც მო­სავ­ლის შემ­დგომ დაბინა­ვებას, ისე სა­ერ­თოდ დარ­გში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს“, - გა­ნაცხადა და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მიმ­დი­ნა­რე წელს კახეთი­სა და რა­ჭის რე­გი­­ნებში 114 ათას ტო­ნა­ზე მე­ტი ყურ­ძე­ნი გა­და­მუ­შავ­და. ღვი­ნის კომ­პა­ნიებს ყურ­ძე­ნი 19 ათა­სამ­დე მე­ვე­ნახემ ჩააბარა, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლებმა 100 მლნ ლარს მი­აღ­წია. (დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იხილეთ ბმულ­ზე ht­tp://rt­veli2016.gov.ge/new/12991)

ყურ­ძნის მო­სავ­ლის რე­­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყობის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობის გა­დაწყვე­ტი­ლებით, ღვი­ნის კომ­პა­ნიებში ყურ­ძნის ჩამბარებელ ფი­ზი­კურ პი­რებზე სუბსი­დია გა­­ცე­მო­და: რქა­წი­თელ­სა და კახური მწვა­ნე­ზე - 1 კგ - 0,45 ლა­რი; სა­ფე­რავ­ზე - 1 კგ - 0,20 ლა­რი; მუჯურე­თუ­ლი/ალექ­სან­დრო­ულ­ზე - 1 კგ - 2 ლა­რი.

 

კახეთი­სა და რა­ჭის მე­ვე­ნახეებს ამ დრო­ის­თვის სუბსი­დი­ის სახით უკ­ვე მი­ღებული აქვთ 22,5 მლნ ლა­რი.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია