დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აშშ-ს პა­ტენ­ტი­სა და სა­ვაჭ­რო მარ­კის ოფის­მა ქარ­თუ­ლი ემიგ­რან­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის სახელ­წო­დება „მა­მუ­ლი“ და­ა­პა­ტენ­ტა
აშშ-ს პა­ტენ­ტი­სა და სა­ვაჭ­რო მარ­კის ოფის­მა ქარ­თუ­ლი ემიგ­რან­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის სახელ­წო­დება „მა­მუ­ლი“ და­ა­პა­ტენ­ტა
სულ ნანახია 1382
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებმა ქუ­თა­­სელ­მა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ, ემიგ­რან­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის "მა­მუ­ლი"-ს რე­დაქ­ტორ­მა და გა­მომ­ცე­მელ­მა, მა­ნუ­ჩარ კა­ჭახიძემ დღეს სო­ცი­­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყნა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სახებ, რომ აშშ-ს პა­ტენ­ტი­სა და სა­ვაჭ­რო მარ­კის ოფის­მა ქარ­თუ­ლი ემიგ­რან­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის სახელ­წო­დება "მა­მუ­ლი" და­­პა­ტენ­ტა.

„წე­ლი­წად­ნახევა­რი მო­უნ­და შე­ერ­თებული შტა­ტების პა­ტენ­ტი­სა და სა­ვაჭ­რო მარ­კის ოფი­სი რომ და­თანხმებოდა "მა­მუ­ლის" მოთხოვ­ნას სახელი­სა და ლო­გოს და­რე­გის­ტრი­რებაზე. არა­და, 13 წლის ემიგ­რან­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლი იმ­სახურებდა ბრენ­დად ჩა­მოყალიბებასაც და მი­სი სახელის ასეთ დაც­ვა­საც."- ამბობს მა­ნუ­ჩა­რი.

 

უკ­ვე უკან დარ­ჩა ასობით მი­წე­რი­ლი წე­რი­ლი ამის მი­საღ­წე­ვად - "მა­მულს", ქარ­თულ წარ­წე­რას, მის ლო­გო­ში გა­მოყენებულ მა­მალს, შო­თა რუს­თვე­ლის სი­ლუ­ეტს (გან­სა­კუთ­რებით გაგ­ვი­ჭირ­და რუს­თვე­ლის ქუ­დის დამ­ტკი­ცების პრო­ცე­დუ­რები), და ყურ­ძნის მტე­ვანს, - სა­თი­თა­ოდ დას­ჭირ­და დაც­ვა და ექ­სკლუ­ზი­ურ ნიშ­ნად აღი­­რება-მო­ნი­ჭება.

მად­ლობა ამე­რი­კელ ად­ვო­კა­ტებს ამ ძნელ ლაბირინ­თში გავ­ლი­სათ­ვის, აგ­რეთ­ვე ჩემს მე­გობრებს, მა­რი­ნა სა­ნა­ძეს, რა­მაზ გო­ცი­რი­ძეს, ამ დიდ საქ­მე­ში გვერ­დში დგო­მი­სათ­ვის, ფი­ნა­სუ­რი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის, ნდობისათ­ვის, რომ "მა­მუ­ლი" პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი მსოფ­ლიო მარ­კა, და­ცუ­ლი ბრენ­დი ყოფი­ლიყო, - ეს მა­შინ, რო­ცა „კო­კა-კო­ლას“, „დან­კინ-დო­ნათ­სის“ და სხვა­თა ქარ­თუ­ლი ლო­გოები მხოლოდ ევ­რო­პა­შია და­პა­ტენ­ტებული.

ჩვენს წინ ახლა მე­­რე ბრძო­ლა მი­დის, შტა­ტების ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რობის მი­ერ "მა­მუ­ლის" გა­და­სახადებისა­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებლად და სპე­ცი­­ლუ­რი კო­დის მო­სა­ნი­ჭებლად. იმე­დი­ა, ამა­საც წარ­მა­ტებით გა­ვივ­ლით. - აცხადებს მა­ნუ­ჩარ კა­ჭახიძე და აქ­ვე აქ­ვეყნებს "მა­მუ­ლი"-ს იმ ლო­გოს, რო­მე­ლიც უკ­ვე ბრენ­დია!

 

ჩვე­ნი რე­დაქ­ცია ულო­ცავს მა­ნუ­ჩარ კა­ჭახიძეს, სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თულ ემიგ­რა­ცი­ას ამ მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტებას.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია