დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოს­კა­რის სე­ლექ­ცი­ის­თვის შერ­ჩე­უ­ლი ახალი ქარ­თუ­ლი ფილ­მის საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნება ქუ­თა­ის­ში
სულ ნანახია 1405
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­აქ­ტო დარბაზ­ში რეჟისორ რუ­სუ­დან გლურჯიძის ფილ­მის „სხვი­სი სახლი“ ჩვე­ნება გა­­მარ­თა, რო­მელ­საც თა­ვად რეჟისო­რიც და­ეს­წრო. ქუ­თა­ის­ში ფილ­მის ჩვე­ნების ინი­ცი­­ტო­რი ქა­ლა­ქის მე­რი­ის კულ­ტუ­რის, სპორ­ტის, გა­ნათ­ლების, ძეგ­ლთა დაც­ვი­სა და ახალ­გაზ­რდობის საქ­მე­თა სამ­სახური იყო. რად­გან ქარ­თველ მაყურებელს ჯერ რუ­სუ­დან გლურჯიძის ფილ­მი არ უნახავს, ეს იყო,­ფაქ­ტობრი­ვად, საპ­რე­მი­­რო ჩვე­ნება, რომ­ლის შემ­დე­გაც დის­კუ­სია გა­­მარ­თა.

 

ფილ­მი ბევ­რის­თვის მტკივ­ნე­ულ თე­მას-1990-ია­ნი წლების სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხაზე­თის ომს ეხება. სიუჟეტი ომ­ში ფი­ზი­კუ­რად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ორი ოჯახის შე­სახებ მოგ­ვითხრობს. ისი­ნი იკა­ვებენ ნაჩ­ქა­რე­ვად გა­მო­თა­ვი­სუფ­ლებულ სახლებს, მაგ­რამ  მშვი­დობიან გა­რე­მო­ში ახალი ცხოვ­რების დაწყება არ შე­უძ­ლი­ათ.

რუ­სუ­დან გლურჯაძის ფილ­მი კარ­ლო­ვი ვა­რის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის  გა­მარჯვებული სუ­რა­თია.

ქარ­თვე­ლი რეჟისო­რის ნა­მუ­შე­ვა­რი სა­­კეთ­სო ფილ­მად და­სახელ­და სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მა­ში EST of the We­st “სხვი­სი სახლი“, აგ­რეთ­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სახელით ოფი­ცი­­ლუ­რად წარ­დგე­ნი­ლია "ოქ­როს გლობუსის" სე­ლექ­ცი­­ზე  ნო­მი­ნა­ცი­­ში „სა­­კე­თე­სო უცხოე­ნო­ვა­ნი ფილ­მი“.

„სხვი­სი სახლი“ ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის კონ­კურ­სის გა­მარჯვებული პრო­ექ­ტია. ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლოს, რუ­სე­თის, საფ­რან­გე­თის და ხორ­ვა­ტი­ის კი­ნოპ­რო­დუქ­ცი­აა. მას­ში  მთა­ვარ რო­ლებს  ას­რუ­ლებენ: ია სუხიტაშ­ვი­ლი, სა­ლო­მე დე­მუ­რი­ა, ზუ­რაბ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი, ეკა­ტე­რი­ნე ჯაფა­რი­ძე, საბინა ახმე­დოვ­ნა  და ოლ­გა დიხოვიჩ­ნა­ია.

ფილ­მის ჩვე­ნებას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­რე­­ლი აუ­დი­ტო­რია ეს­წრებოდა: სტუ­დენ­ტები, ლექ­ტო­რები, დევ­ნი­ლები და ამ თე­მებზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მა­დე­გენ­ლები.

ფილ­მის ჩვე­ნების შრმდეგ ემო­ციები გაგ­ვი­ზი­­რა ერთ-ერ­თმა მაყურებელ­მა,­რო­მე­ლიც აფხაზე­თი­და­ნა დევ­ნი­ლია:

„ისე­თი შეგ­რძნება მაქვს, თით­ქოს ეს ფილ­მი ჩემს  სახლზეა გა­და­ღებული. აფხაზე­თის ომი რაც დრო გა­დის, უფ­რო მტკივ­ნე­­ლი ხდება იქე­დან წა­მო­სუ­ლი ადა­მი­­ნებისათ­ვის. 24 წე­ლი გა­ვი­და, მაგ­რამ ასე მგო­ნი­ა, თით­ქოს, 24 წუ­თის  წინ დავ­ტო­ვე ჩე­მი სახლი. ძა­ლი­ან მძი­მე თე­მა­ა, მაგ­რამ ჩვენ თუ ეს და­ვი­ვიწყეთ, მა­შინ ცხოვ­რებაც დამ­თავ­რდება.

 ჩვენ სულ ვამბობთ, რომ ჯობია, წინ ვიყუროთ და ცუ­დი არა­ფე­რი გა­ვიხსე­ნოთ, მაგ­რამ ის, რაც  ადა­მი­­ნურ შეგ­რძნებებს უკავ­შირ­დება, რთუ­ლი­ა, და­­ვიწყო.

აფხაზე­თი ჩვენ­ვის და­კავ­ში­რებულია ტკი­ვილ­თან, ახლობლების  და­კარ­გვას­თან, ფი­ზი­კურ თუ მა­ტე­რი­­ლურ და­ნა­კარ­გთან, მაგ­რამ ჩვენ­მა­ინც ყვე­ლა ერ­თად უნ­და ვიყოთ. კონ­ფლიქ­ტი აღარ უნ­და მოხდეს.

ფილ­მის სიუჟეტი თა­ვი­დან ბოლომ­დე, ამინ­დი, ბუნება, განწყობა, ის უძ­ლუ­რი ხალხი, რომ­ლებიც ადაპ­ტა­ცი­ას ცდი­ლობენ, მაგ­რამ არ გა­მოს­დით ზუს­ტად ასახავს აფხაზე­თის მა­შინ­დელ მოვ­ლე­ნებს“ - ამბობს მე­რი ლობჟნი­ძე,-   პე­და­გოგ­თა კავ­ში­რი „გა­ნათ­ლება და სამყარო“-ს პროგ­რმების კო­ორ­დი­ნა­ტო­რი.                                                                             

 

 

ლი­კა დევ­და­რი­­ნი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია