დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობის „საოცრება“ - კეზერაშვილის დაჭერა
მთავრობის „საოცრება“ - კეზერაშვილის დაჭერა
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 2160
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

სამართლიანობის აღდგენის პროცესი გრძელდება და კეთილი ინებეთ და მოთმინებით მოეკიდეთ!“


საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კეზერაშვილის დაჭერა ძალიან დიდი მუშაობის შედეგი იყო. მისივე თქმით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი გრძელდება და კოჰაბიტაცია საჭირო იყო იმისთვის, რათა ქვეყანაში სიმშვიდე შენარჩუნებულიყო.


„თქვენ გგონიათ, კეზერაშვილი შემთხვევით დაიჭირეს? ეს ძალიან დიდი მუშაობის შედეგი იყო! იცით, რომ ის წითელ ცირკულარში არ ჩასვეს? რა გინდათ, რომ მიიღოთ, ეგვიპტე?! ჩვენ საოცრება მოვახერხეთ, არავითარი ეგვიპტის მსგავსი, არავითარი ქუჩა... აი, როგორი დაბალანსებულია ქართული საზოგადოება! კიდევ ერთხელ ვარწმუნებ ქართულ საზოგადოებას, რომ არ დარჩება იმის განცდა, რომ სამართლიანობა არ აღმდგარა. სამართლიანობის აღდგენის პროცესი გრძელდება და კეთილი ინებეთ და მოთმინებით მოეკიდეთ. ზოგს აქვს წარმოდგენა და სურვილი, საზოგადოებაში არსებობს ხალხი, რომელსაც აგრესია ვერ ჩაუცხრა და უნდა, მივაწვეთ და მივანგრიოთ. ხომ  მივანგრიეთ ერთხელ და რა მივიღეთ - ეგვიპტეზე ადრე ხომ იყო ჩვენთან სამოქალაქო ომი? ჩვენ საოცრება მოვახერხეთ და ამის საფუძველი იყო ქართული საზოგადოების უწყვეტი კულტურა,“ - განაცხადა გაზეთებისა და რადიოების რედაქტორებთან მორიგი „მასტერკლასის“  ჩატარებისას პრემიერმა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ეჭვი აქვს, რომ კეზერაშვილი სახელისუფლებო რესურსებს იყენებდა და არასწორად მოპოვებული ფინანსებით აფინანსებდა „ნაციონალურ მოძრაობას“.


იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კეზერაშვილი წითელ ცირკულარში ჩართული ძებნილი არ ყოფილა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის განყოფილებამ და მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტმა შესანიშნავად იმუშავა ფრანგ კოლეგებთან ერთად და  საფრანგეთის სასამართლომ 40-დღიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა კეზერაშვილს. რა ვადაშიც მთავარმა პროკურატურამ უნდა წარადგინოს მასალები სისხლის სამართლის იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც აქ არის აღძრული.


„ორი საქმეა - ერთი ეხება ფულის გათეთრებას და მეორე ბიზნესის მფარველობის კუთხით კორუფციის მნიშვნელოვან საქმეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიჩქარებთ, რომ კეზერაშვილის საექსტრადაციო პროცედურები 40 დღეში დასრულდეს, თუ არა და პატიმრობის გაგრძელება იქნება მოთხოვნილი, როგორც ეს ხდება ნებისმიერ სხვა კლასიკური ექსტრადაციის საქმის შემთხვევაში,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა.


რაც შეეხება ექსტრადიციას, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთს უნდა გადაუგზავნოს დასაბუთებულად ის ბრალდებები, რომელსაც კეზერაშვილს უყენებს. ამასთან, დოკუმენტებში უნდა შეძლოს, დაამტკიცოს, რომ პოლიტიკურად არ არის მოტივირებული. „თუმცა ვფიქრობ, რომ საფრანგეთი ყველანაირად შეეცდება, საქართველოს კეზერაშვილი არ გადმოსცეს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, რომ ის ისრაელის მოქალაქეა,“ - მიიჩნევს ხაჭაპურიძე.


„კეზერაშვილის ექსტრადაცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაადასტურებს და დაასაბუთებს პროკურატურა ამის აუცილებლობას. დანარჩენი კითხვები, რაც არსებობს თუ არ იძებნებოდა წითელი ცირკულარით, როგორ მოხდა მისი დაკავება, რა ვითარებაში მოხდა და ასე შემდეგ. ამ კითხვებს პასუხი ოდნავ მოგვიანებით აუცილებლად გაეცემა. დღეს ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ,“ - განაცხადა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა, შოთა მინდელმა.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია