დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხმა მიეცით სწრაფ განვითარებას
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხმა მიეცით სწრაფ განვითარებას
ავტორი: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატები ქუთაისის 49-ე ოლქში
სულ ნანახია 1230
ავტორი:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატები ქუთაისის 49-ე ოლქში

კობა ნარჩემაშვილი

ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსმაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისის 49- ოლქში

მომავლის გეგმები

 

დავეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ხელს შევუწყობთ ახალი ინიციატივების განხორციელებასა და მოქმედ სახელმწიფო პროგრამებში ადგილობრივების მაქსიმალურ ჩართვას;

მიმდინარეობს ქუთაისის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის მეორე ფაზა, პროექტის ღირებულება 86 მლნ ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტი 2018 წელს დასრულდება და მასში 200 ადამიანია დასაქმებული.

ქუთაისში დაგეგმილია ქუთაისის წყალარინების სისტემების მოწესრიგება, მათ შორის, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი ახორციელებს და მისი ღირებულება 100 მლნ ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად ქუთაისის საკანალიზაციო სისტემა სრულად მოწესრიგდება – 2017 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.

2016 წლის ბოლომდე 228 დევნილ ოჯახს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემა; ჯამში, ქუთაისში 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, რომლებშიც ბინებს 2 000 დევნილი ოჯახი მიიღებს. მათგან ორი კორპუსის მშენებლობა (160 ბინა) 2016 წლის სექტემბერში დასრულდება;

შენდება ქუთაისის ახალი ცენტრალური არქივის შენობა;

მალე დასრულდება წერეთლის ქუჩის მიმდებარედ მდ. რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები;

განვახორციელებთ საპენსიო რეფორმას, სახელმწიფო პროგრამის – „ცხოვრება გრძელდებაამოქმედებით, პენსიონერებს დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს მივცემთ;

2020 წელს საქართველოში C ჰეპატიტის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება;

2017 წლიდან სკოლის მასწავლებლის ხელფასი, საშუალოდ, 800 ლარი გახდება;

ახალი სასკოლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დანერგვით, გავაუმჯობესებთ სწავლის ხარისხს, მეტად განვავითარებთ სასკოლო ინფრასტრუქტურას; უკვე მზადაა 8 საჯარო სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციის პროექტები, რომლებიც მალე განხორციელდება;

დაინერგება პროფესიული განათლების გერმანული მოდელი, გაჩნდება დასაქმების სათანადო შესაძლებლობა თითოეული კურსდამთავრებულისთვის;

მოხდება 2013 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი საგადასახადო დანაშაულის სრული ამნისტია;

წავახალისებთ ახალგაზრდულ ინიციატივებს, ვიზრუნებთ მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაზე.

 

 

 

დიმიტრი მხეიძე

ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსმაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისის 48- ოლქში

 

 

მომავლის გეგმები

ავამოქმედებთ ქუთაისის ტურისტულ პოტენციალს. მხარს დავუჭერთ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ხელს შევუწყობთ საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარებას;

დავაყენებთ მუნიციპალიტეტის სრული გაზიფიცირების საკითხს და ხელს შევუწყობთ სოფლებისთვის გაზის მიწოდების დაჩქარებას; დავასრულებთ გაზიფიცირებას;

მოვაწესრიგებთ სანიაღვრე და წყალგაყვანილობის სისტემებს, რითაც ქალაქს დატბორვისა და დაბინძურებისგან დავიცავთ;

დავნიშნავთ მუნიციპალურ ტრანსპორტს;

ვიზრუნებთ არსებული საავადმყოფოს ბაზაზე რეგიონული სამედიცინო ცენტრის შექმნაზე;

დაგეგმილია ქუთაისის წყალარინების სისტემის მოწესრიგება. პროექტის ღირებულება 100 მლნ ლარია. ქალაქის საკანალიზაციო სისტემა სრულად მოწესრიგდება;

. ქუთაისი წყალმომარაგების სისტემის მეორე ფაზა 2018 წელს დასრულდება და ქალაქი სრულად წყალუზრუნველყოფილი გახდება;

ხელს შევუწყობთ ლუგელას ხეობაში ტურიზმის განვითარებას;

შევქმნით სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ჯანდაცვის ახალ ობიექტებს;

განვახორციელებთ საპენსიო რეფორმას, სახელმწიფო პროგრამის – „ცხოვრება გრძელდებაამოქმედებით, პენსიონერებს დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს მივცემთ;

2020 წელს საქართველოში C ჰეპატიტის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება;

2017 წლიდან სკოლის მასწავლებლის ხელფასი, საშუალოდ, 800 ლარი გახდება;

ახალი სასკოლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დანერგვით, გავაუმჯობესებთ სწავლის ხარისხს, მეტად განვავითარებთ სასკოლო ინფრასტრუქტურას;

დაინერგება პროფესიული განათლების გერმანული მოდელი, გაჩნდება დასაქმების სათანადო შესაძლებლობა თითოეული კურსდამთავრებულისთვის;

წავახალისებთ ახალგაზრდულ ინიციატივებს, ვიზრუნებთ მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაზე;

თვითმმართველობის მხრიდან ყველანაირი პირობა შეიქმნება კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის;

მოხდება საქართველოს სრული ინტერნეტიზაცია.

 

გენადი მარგველაშვილი

ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსმაჟორიტარობის კანდიდატი 47- ოლქში ქუთაისი, თერჯოლა

მომავლის გეგმები

დავეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ხელს შევუწყობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას და მოქმედ სახელმწიფო პროგრამებში ადგილობრივების მაქსიმალურ ჩართვას;

მოხდება მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, რეინვესტიციისა და საწარმოს გაფართოების შემთხვევაში, მოგების გადასახადისგან გათავისუფლება;

ქალაქის ინფრასტრუქტურის (გზა, წყალი, გაზი, ელ. ენერგია) უმაღლეს დონეზე მოწესრიგება, რათა ქუთაისს, ამ უძველეს ქალაქს, XXI საუკუნეში ჰქონდეს საუკეთესო, გამართული კომუნალური მეურნეობები;

მიმდინარეობს ქუთაისის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის მეორე ფაზა, პროექტის ღირებულება 86 მლნ ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტი 2018 წელს დასრულდება.

ქუთაისში დაგეგმილია ქუთაისის წყალარინების სისტემების მოწესრიგება, მათ შორის, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი ახორციელებს და მისი ღირებულება 100 მლნ ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად, ქუთაისის საკანალიზაციო სისტემა სრულად მოწესრიგდება. იგი 2017 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება;

გაგრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და თითოეული ოჯახი სამედიცინო მომსახურებით სრულად დაკმაყოფილდება;

2020 წელს საქართველოში C ჰეპატიტის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება;

სახელმწიფო პროგრამის – „ცხოვრება გრძელდებაამოქმედებით, პენსიონერებს დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს მივცემთ;

2017 წლიდან სკოლის მასწავლებლის ხელფასი, საშუალოდ, 800 ლარი გახდება;

ახალი სასკოლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დანერგვით, გავაუმჯობესებთ სწავლის ხარისხს, მეტად განვავითარებთ სასკოლო ინფრასტრუქტურას; უკვე მზადაა 8 საჯარო სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციის პროექტები, რომლებიც მალე განხორციელდება;

ქუთაისში დაფუძნდება და აშენდება ახალი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი;

განვავითარებთ ტურიზმს, შევქმნით მაღალი კლასის სასტუმროების ქსელს და გავაფართოებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას;

2016 წლის ბოლომდე 228 დევნილ ოჯახს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემა; საერთო ჯამში, ქუთაისში 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, რომლებშიც ბინებს 2000 დევნილი ოჯახი მიიღებს. მათგან ორი კორპუსის მშენებლობა (160 ბინა) 2016 წლის ბოლოს დასრულდება;

მოხდება 2013 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი საგადასახადო დანაშაულის სრული ამნისტია;

მოხდება საქართველოს სრული ინტერნეტიზაცია;

 

წავახალისებთ ახალგაზრდულ ინიციატივებს, ვიზრუნებთ მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაზე.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია