დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი სამანიშვილი:„რთველმა ძალიან მოწესრიგებულად და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა“რთველი-2016 დასასრულს უახლოვდება
გიორგი სამანიშვილი:„რთველმა ძალიან მოწესრიგებულად და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა“რთველი-2016 დასასრულს უახლოვდება
სულ ნანახია 1218
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოში  ნამდვილი ოქროსფერი შემოდგომაა... უკვე ღვინობისთვეა, რთველის სეზონი კარგა ხანია, შუაწელს გადასცდა და დასასრულისკენ მიდის. ამიტომ შევეცადეთ, თვალი გადაგვევლო რთველის მიმდინარეობისათვის და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ბატონ გიორგი სამანიშვილთან ერთად, შეგვეჯამებინა იგი.

კახეთში, როგორც ყოველთვის, ყურძნის კრეფა ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს დაიწყეს. საკოორდინაციო შტაბი ტრადიციულად, წელსაც თელავში იყო და 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა. მას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი სამანიშვილი ხელმძღვანელობდა.

როგორც ბატონმა გიორგიმ გვითხრა, კახეთის რეგიონში 110 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. აქედან 63,5 ათასი ტონა რქაწითელი, 40,4 ათასი ტონა საფერავი,  2,9 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 30 ღვინის კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 3საწარმო და 27 კერძო ღვინის კომპანიამათ მთლიანობაში, ყურძენი ჩააბარა 17 ათასზე მეტმა  მევენახემ, რომელთაც ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 95,6 მლნ ლარი მიიღეს.

 „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების სისტემა წელსაც იგივე დარჩა, გაიცემოდა პირდაპირ მევენახეებზე, ხოლო შემდეგ ისინი  თავად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს მათთვის სასურველ ღვინის მარნებთან ფასზე, გადახდის პირობებსა თუ ვადებზე“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

სუბსიდირება კი წელს ასეთი იყო:  კახეთის რეგიონი - 1 კგ. რქაწითელი - 0,45 ლარი; 1 კგ. კახური მწვანე - 0,45 ლარი; 1 კგ. საფერავი - 0,20 ლარირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონი - მუჯურეთული/ალექსანდროული - 2 ლარი.

რთველი ამჟამად დასრულების ფაზაშია რაჭაშიც. ბოლო მონაცემებით, აქ გადამუშავებულია 257 075 კგ ყურძენი, მათ შორის, „სახვანჭკარეჯიშები ალექსანდროული და მუჯურეთული - 255 323 კგ. გადამუშავებულია ასევე ძელშავის ჯიშის ყურძენი - 1752 კგ.

მევენახეებს  20 ღვინის კომპანია ემსახურებათ, მათ შორის, 1 სახელმწიფო კომპანიაა, ხოლო დანარჩენი - კერძო კომპანიები. გახსნილი იყო ყურძნის მიმღები 6 პუნქტი - 3 ქალაქ ამბროლაურში და 3 სოფლებში: ჭრებალო, ბუგეული და ხვანჭკარა

რთველის საკოორდინაციო შტაბს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც, კახეთის ანალოგიურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ხელმძღვანელობს.

რაჭის შემდეგ რთველი ლეჩხუმში გაგრძელდება და სულ მალე უსახელაურიც დაიწურება... 

-მაინც როგორი იყო წლევანდელი, შეიძლება ითქვას, რვაათასმეთქვსმეტე რთველი საქართველოში? რით იყო უკეთესი ან უარესი წინა წელთან შედარებით? _  ამ ერთგვარ შემაჯამებელ კითხვაზე ბატონი გიორგი სამანიშვილი გვპასუხობს:

წელს რაოდენობრივად, შარშანდელთან შედარებით ნაკლები ყურძენი გადამუშავდა. გახსოვთ ალბათ, რომ წელს კლიმატური პირობები ვაზისთვის საკმაოდ არახელსაყრელი იყო, ბევრი წვიმიანი ამინდი გვქონდა, ამიტომ ყურძნის ხარისხობრივი კუთხით, მოსავალი ყველგან მთლად კარგი ვერ გამოვიდა, თუმცა მევენახეთა დიდმა ნაწილმა მოახერხა, დაავადებებისგან აეცილებინა ვაზი და საუკეთესო მოსავალიც მიეღო.

თვითონ რთველის მიმდინარეობის პროცესმაც ძალიან მოწესრიგებულად და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საუკეთესოდ იყო ორგანიზებული ყველა ლოჯისტიკური საკითხი, რიგებიც კი არ ყოფილა არსად, ფაქტობრივად. ასევე აღსანიშნავია, რომ გასული წლების მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში ღვინის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ-გვერდებზე: www.georgianwine.gov.ge,  www.rtveli2016.gov.ge  შეუძლია. დაინტერესებული პირებისთვის აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც - 1501.

შეიძლება ითქვას, რომ რთველი-2016 ერთ-ერთი წარმატებული, კარგად ორგანიზებული რთველი იყო.”

 

 

ნატო გუბელაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია