დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მესხიშვილის თეატრმა სეზონი და მცირე სცენა გახსნა
მესხიშვილის თეატრმა სეზონი და მცირე სცენა გახსნა
სულ ნანახია 1373
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ლადო მესხიშვილის  სახელობის თეატრში 2016-2017 წლის სეზონი პრემიერით გაიხსნა. სპექტაკლი დაიდგა მატეი ვიშნეკის პიესის მიხედვით - „რა ვუყოთ ამ ვიოლონჩელოს“(Perpetuum Mobile),  უჩვეულო იგავი ერთ მოქმედებადსპექტაკლი დადგა რეჟისორმა გიორგი თავაძემ, მასში მონაწილეობდნენ მესხიშვილის თეტრის გამორჩეული მსახიობები: მარიკა სამანიშვილი, გიორგი შალამბერიძე, თენგიზ ჯავახაძე და გიორგი ქართველიშვილი.   სპექტაკლში გამოყენებული იყო  ბახისა და ვივალდის  მუსიკალური კომპოზიციები, მაყურებელთა ნაწილი სცენაზე მიჯდა, რაც დასწრების ეფექტსა და ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებდა

ჩვენ ვესაუბრეთ სპექტაკლის რეჟისორს,  გიორგი თავაძეს: „ეს არის რუმინული წარმომავლობის, საფრანგეთში მოღვაწე,  თანამედროვე დრამატურგის პიესა, რომელიც წარმატებით იდგმება ევროპის თეატრალურ სცენებზე. ვინაიდან მისი თემა არის  უცნაური, აქტუალური  და რაღაცნაირად ეხმიანება ჩვენს გაუსაძლის ყოფას, გადავწყვიტეთ, დაგვედგა აღნიშნული სპექტაკლი. მასში მონაწილეობენ მესხიშვილის თეატრის  ძალიან კარგი, წამყვანი მსახიობები, რომელთა უმრავლესობასთანაც არაერთხელ მიმუშავიაახალგაზრდა მსახიობ გიორგი შალამბერიძესთან კი პირველად ვიმუშავე და ვთვლი, რომ ის ძალიან ნიჭიერი მსახიობია. ზოგადად, ძალიან საინტერესო ჯგუფთან მომიწია მუშაობა და ურთიერთობა, მადლობა მესხიშვილის თეატრს. მედლობას ვუხდი მერიის კულტურის სამსახურს  ფინანსური მხარდაჭერისათვის, მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობებისთვის, რათა მათ შექმნან ხელოვნების ნაწარმოებები.“

შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ სპექტაკლში მონაწილე  ერთ-ერთ  მსახიობს, გიორგი შალამბერიძეს: „ყოველთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ქართულ სცენაზე შემოდის თანამედროვე დრამატურგიული ნაწარმოები. მატეი ვიშნეკი ძალიან საინტერესო დრამატურგია და ლიტერატურაც  ასეთივე აქვს. რეჟისორ გიორგი თავაძესთან მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან მას აქვს განსხვავებული ხელწერა და  მსახიობებთან მუშაობის სტრატეგია.  ჩემს კოლეგებთან მუშაობაც თავისთავად  სასიამოვნო იყო. ჩვენ არაერთ სპექტაკლში ვყოფილვართ პარტნიორები. რამდენად კარგად  მოვიტანეთ ეს სპექტაკი თქვენამდე, ეს  უკვე მაყურებლის გადასაწყვეტი და შესაფასებელიაროგორც ჩემთვის ცნობილია, ქალაქს კიდევ ორი პრემიერა და ზოგადად ძალიან საინტერესო  სეზონი ელოდება.“

 

 

მესხიშვილის თეატრში  განახლებლი მცირე სცენა გაიხსნა სპექტაკლით დუპლეტი

„თავისუფლება ის ფასეულობაა, რომელიც მსხვერპლის ფასად მოიპოვება“ - ეს  ფრაზა რეფრენად გასდევდა კოტე აბაშიძის მიერ ქუთაისში დადგმულ სპექტაკლს „დუპლეტი“, რომელიც პიესების:  - . ჰაველის „აუდენცია“ და . პინტერის  „წასვლამდე“ - სინთეზით შეიქმნა.

 

როგორც რეჟისორი ამბობს, ამ ორი მსოფლიო მნიშვნელობის ავტორის პიესას სიუჟეტურად  კავშირი არ აქვს, თუმცა, იდეურად და კონცეპტუალურად კვეთენ ერთმანეთს. ორივე პიესა გმობს ძალადობას, ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების შელახვას, როგორც პროგრესისაკენ  მიმართულ მისწრაფებას, როგორც აბსურდამდე მისულ კატაკლიზმს.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: დავით როინიშვილი, ზვიად  სვანაძე  და ელზა  სულაძე.

„ნებისმიერი სირთულე, პრობლემა იბადება ჩვენში. პირველ მოქმედებაში დაშვებული სისუსტეები და კომპრომისები მეორე ნაწილში იჩენს თავს და ბადებს დიქტატურულ სისასტიკეს. - განაცხადა რეჟისორმა კოტე აბაშიძემ.

თავისი პერსონაჟის მთავარი სათქმელის გადმოცემა ვთხოვეთ სპეკტაკლში მონაწილე ერთადერთ ქალს, რომელიც ტრაგიკულ პერსონაჟს განასახიერებს.
„მე ვთამაშობ ქალს, რომელიც ოჯახის კეთილდღეობისა და სამშობლოსთვისაა თავდადეუბლი. ის ყველაფერს აკეთებს, საკუთარი ღირსების შესანარჩუნებლად, მაგრამ როცა საქმე შვილს ეხება, აქ უკვე ყველაფერზე მიდის. ეს არის ღირსეული ქალის სათქმელი, რომლის ყველაზე დიდი სიძლიერე და სისუსტეც დედობაა,“ - ელზა სულაძე.

შეგახსენებთ, მესხიშვილის თეატრში მცირე სცენა და თეატრის საექსპოზიციო დარბაზი, სადაც ეწყობა ცნობილი მოღვაწეების ნახატებისა და ნივთების ჩვენება (ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპონანტია კოტე მარჯანიშვილის სამუშაო მაგიდა), 2008 წელს გაიხსნა. მცირე სცენაზე სულ დადგმულია 9 სპექტაკლის პრემიერა, ასევე, სისტემატურად ეწყობა შემოქმედებითი საღამოები.

მცირე სცენის გახსნიდან  8  წლის მერე ის პირველად შეკეთდაგანაახლეს ინფრასტრუქტურა.

მცირე სცენამ თავისი მაყურებელი უკვე შეიძინა და მას სამომავლოდაც მრავალი საინტერესო გეგმა უკავშირდება.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია