საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო
სულ ნანახია 932
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, სახელმწიფო საგანმანათლებლოდაწესებულებებში, პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის,150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. საქართველოს განათლების მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეგისტრაციის პროცესს გლდანის პროფესიულ კოლეჯში გაეცნო.

წელს პირველად, დაიწყება სამი პროფესიული პროგრამის (მეცხოველეობის, მეხილეობისა და მეღვინეობის მიმართულებით) განხორციელება  სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების ფორმით. დამსაქმებლები პირველად ჩაერთვებიან მომავალი სტუდენტების შერჩევისა და სწავლების პროცესში. დუალურ პროგრამებს პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად, განახორციელებენ ახალციხის, კაჭრეთის, სენაკისა და წინამძღვრიანთკარის კოლეჯები. პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიულ განათლებას სახელმწიფოს მიერ ან მონაწილეობით დაფუძნებულ სასწავლებლებში.

სახელმწიფო აგრძელებს ზრუნვას მოწყვლად ჯგუფებზეც. გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი დევნილი პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერა ტრანსპორტირების ან საცხოვრებელი ფართის ქირის ხარჯების ანაზღაურების ფორმით; განახლებულია ტექნიკურ-მატერიალური ბაზები და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროების შესაბამისად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახდა არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის: მათ შეუძლიათ სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე გაიარონ პროფესიული ტესტირება, შემდეგ კი სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ ქართულ ენას და გააგრძელონ პროფესიული განათლების მიღება ქართულ ენაზე.

რეგისტრაცია შესაძლებელია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რესურსცენტრებში დასაინფორმაციო ცენტრებში, მხოლოდ პირადობის მოწმობით. აპლიკანტი არჩევანს აკეთებს შეუზღუდავად, პრიორიტეტების მიხედვით;

რეგისტრაცია შეუძლია ყველა მსურველს მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირსაც, რომლისთვისაც მოქმედებს ალტერნატიული ჩარიცხვის პროცედურები. სახელმწიფო დაფინანსება შეუძლია მიიღოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ დ ჰუმანიტარული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირმა, რომელიც გადალახავს პროფესიული ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

 

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 29 ოქტომბერს რეგისტრანტებისთვის პრე-ტესტი, ხოლო 30 ოქტომბერს ერთიანი პროფესიული ტესტირება ჩატარდება.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია