საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
გია თევდორაძე: „დღეს ქუთაისს სჭირდება გამოცდილება, კომპეტენცია და ერთგულება“
გია თევდორაძე: „დღეს ქუთაისს სჭირდება გამოცდილება, კომპეტენცია და ერთგულება“
სულ ნანახია 1059
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

გიორგი თევდორაძედაიბადა ქალაქ ქუთაისში 1975 წელს.

2003 -2004 წლებში მუშაობდა ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატი მერის მრჩეველი.

2004-2007 წლებში მუშაობდა იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის აპარატში, რწმუნებულის მოადგილე.

2009-2012 წლებში ქალაქ ქუთაისის მერი იყო. 

2012-2016 წწ - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ჰყავს მეუღლე მაკა ხეცურიანი - აწსუ ასოცირებული პროფესორი,ორი შვილი და შვილიშვილი.

- რა არის თქვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება.

-ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მთავარი დაპირება უშუალოდ ქუთაისელი ამომრჩევლის მიმართ არის ქუთაისის ფუნქცია, მისი სტატუსი - ქუთაისი როგორც საპარლამენტო დედაქალაქი, ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი. ეს მხოლოდ ჩვენი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში არის შესაძლებელი. ეს არ ნიშნავს არამარტო ძლიერ ეკონომიკას, მეტ ინვესტიციას და მეტ სამუშაო ადგილს. არამედ ეს ნიშნავს რეალურ პერსპექტივას, რეალურ მომავალს ჩვენი შვილებისთვის. არ ვახდენ არაფრის უტრირებას, უბრალოდ ამ შანსის, ამ ფუნქციისა და ამ სტატუსის  ხელიდან გაშვების შემთხვევაში ჩვენ რეალური საშიშროება გვემუქრება იმისა, რომ დაიწყოს ქუთაისის კვდომის შეუქცევადი პროცესი. ამიტომ ჩვენი მთავარი დაპირება, მთავარი გზავნილი ეს არის ქუთაისი როგორც საპარლამენტო დედაქალაქი, თავისი ადგილით, თავისი ფუნქციით

- ხელისუფლებას ქუთაისისთვის უკვე შერჩეული აქვს სტატუსი- საუნივერსიტეტო ქალაქი. თქვენ რას ფიქრობთ ამ სტატუსის შესახებ?

-  არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ მე ამ სტატუსის მოწინააღმდეგე ვარ, თუმცა ეჭვი მეპარება რომ ეს იდეა რეალურად განხორციელდება. მე მახსოვს უფრო ხმაურიანი განცხადებები, როგორც ქუთაისის ისე სხვა თემების მიმართ რასაც ,,ქართული ოცნება“ პირდებოდა მოსახლეობას,რისი მინიმალური ნაწილიც კი არ შესრულდა. ამიტომ მგონია, რომ ეს განცხადება წინასაარჩევნო პიარის ნაწილია. მე ვფიქრობ რომ ქუთაისის საპარლამენტო სტატუსი ხელს არ უშლის საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსს, პირიქით არსებობს მრავალი ქალაქი მსოფლიოში, მათ შორის ევროპაშიც, რომელთა პოლიტიკურმა წონამ გაზარდა საუნივერსტეტო ქალაქის პრესტიჟი. ერთ-ერთი ასეთი  საუნივერსიტეტო ცენტრია სტრასბურგი, რომელიც მას შემდეგ უფრო მიმზიდველი გახდა რაც ის საპარლამენტო დედაქალაქად იქცა. მე სკეპტიკურად ვუყურებ მილიარდი ლარის დახარჯვას საუნივერსიტეტო ქალაქის მგანვითარებისათვის. სკეპტიკურად ვუყურებ 60 000 სტუდენტის არსებობას. ციფრები გადაჭარბებული მგონია და წინასაარჩევნო პიარის ნაწილი.

მივესალმები ნებისმიერ სტატუსს ქუთაისისთვის,  მივესალმები ნებისმიერი რაოდენობის ფულადი სახსრების დახარჯვას ქუთაისში, თუ ეს ქუთაისის მოსახლეობის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

- გაქვთ თუ არა კონკრეტული ინიციატივები ქუთაისთან დაკავშირებით, რასაც შესთავაზებთ საკანონმდებლო ორგანოს.

- მე და ჩემს კოლეგებს,  კაკო ბობოხიძესა და გიგი წერეთელს გვაქვს საერთო ინიციატივა, ეს არის კანონი ქუთაისის,როგორც საპარლამენტო დედაქალაქის შესახებ. ეს იქნება მასშტაბური და კომპლექსური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პირველ რიგში იქნება დაკავშირებული ქალაქის ფისკალურ პოლიტიკასთან. გაზრდილი ბიუჯეტი ბუნებრივრივია არამარტო  ქალაქის ინფრასტრუქტურას განავითარებს და მოქალაქეთა საყოფაცხოვრებო პრობლემებს მოაგვარებს,  არამედ თავად ქალაქის ეკონომიკას მნიშვნელოვნად წაადგება.

- თქვენ ინტენსიურად ხვდებით მოსახლეობას, რა ძირითადი პრობლემები აწუხებთ ქუთაისელებს და თქვენი არჩევის შემთხვევაში თუ გაქვთ კონკრეტული გეგმა ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

- უმთავრეს პრობლემად რასაც გამოვყოფდი, სხვა კომუნალური თუ ყოფითი პრობლემების გარდა, რომლებიც სხვადასხვა უბანში სხვადასხვა სიმწვავისა და ხასიათისაა, ეს არის უმუშევრობა. დღეს ქუთაისში სიდუხჭირეა, ადამიანებს უჭირთ ყოველი დღის გადატანა. ამიტომ ჩვენი მთავარი სამოქმედო სტრატეგია არის დაფუძნებული ბიზნესს მიეცეს განვითარების საშუალება. შემცირდება მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები, ასევე დღგ-ს გადამხდელთათვის ზღვარის აწევას 200 000 ლარამდე. ყველა მეწარმე  რომელთა შემოსავალი არ აღემატება 250 ლარს გათავისუფლდება გადასახადებისაგან. თუმც ქუთაისისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის სტატუსსა და ფუნქციას, რაც სხვა სიცოცხლისუნარიანობას შესძენს ქალაქს. რაც მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკის განვითარებისათვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის.

- თქვენ რომ რიგითი ამომრჩეველი იყოთ, რატომ მისცემდით ხმას გიორგი თევდორაძეს?

 

- დღეს ქუთაისს სჭირდება გამოცდილება, სჭირდება კომპეტენცია და ერთგულება. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ სამ ადამიანურ თვისებას ნამდვილად ვაერთიანებ და ჩემს გამოცდილებას, კომპეტენციას და ერთგულებას მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემი ქალაქისათვის. რაც შეეხება მის ფუნქციასა და სტატუსს, რასაც პრაქტიკულად ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს ქალაქისა და მისი მცხოვრებლებისათვის, მხოლოდდამხოლოდ ჩემი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არჩევის შემთხვევაში ვიქნები ჩემი ამომრჩევლის ახლობელი, მეზობელი და მეგობარი, რომელიც  საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის მზად იქნება  მათ გვერდით იდგეს.

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია