დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი“ - ეს არის ახალი სუნთქვა...
„ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი“ - ეს არის ახალი სუნთქვა...
სულ ნანახია 1296
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ქუთაისი ტრადიციულად იყო ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ცხოვრების ცენტრი.

ბოლო პერიოდში, მძიმე ეკონომიკურ-სოციალურმა პირობებმა ამ როლის შესუსტება განაპირობა. მასიურად ხდება ქალაქიდან პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსის გადინება, რაც ქუთაისის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსმა ქუთაისს რეალურად უნდა დაუბრუნოს რეგიონის, დასავლეთ საქართველოსა და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქის ფუნქცია. კვლავ გახდეს პოლიტიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების ცენტრი. საპარლამენტო დედაქალაქი ნიშნავს: მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ინვესტიციას, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, გაუმჯობესებულ საცხოვრებელ პირობებს.

საპარლამენტო დედაქალაქის ბიუჯეტი მოგვცემს შესაძლებლობას მოგვარდეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა გზები, შიდა საქალაქო ტრანსპორტი, ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგება თუ მრავალი სხვა პრობლემა. რაც ყველაზე მთავარია, გაჩნდება მეტი სამუშაო ადგილი. გაიზარდება უმწეოების, მარტოხელების, მარჩენალდაკარგულების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი დედებისა და სხვა სოციალურად დაუცველი ფენების დაფინანსება. სტუდენტები და პენსიონერები ისარგებლებენ შეღავათებით ტრანსპორტზე, გადაუდებელი აუცილებლობისათვის მოქალაქეები მიიღებენ მატერიალურ დახმარებას.

„ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქიარ ნიშნავს მხოლოდ ქალაქის წინვლას. ეს იყო და არის მთლიანად რეგიონის განვითარების გეგმა. პროექტის ფარგლებში უკვე გაიხსნა პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი,შეკეთდა სათაფლიის ნაკრძალი და მოწამეთის კომპლექსი, დაიწყო გელათის რეაბილიტაცია და გაიხსნა სასულიერო აკადემია, ასევე მოხდა ბაგრატის ტაძრის, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის,მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და ნიღბების თეატრის სრული რეკონსტრუქცია,ქალაქის ცენტრის რეაბილიტაცია.

აშენდა სპორტის სასახლე, აღდგა ქუთაისის ცენტრალური სტადიონი, მოეწყო საცურაო აუზი, საჩოგბურთო კორტები, გაკეთდა აკვაპარკი. პროექტით გათვალისწინებული იყო ვანის მუზეუმის ძველი შენობის რესტავრაცია და ახლის აგება, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდებოდა ანტიკური ხანის არქიტექტურული პარკი, ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის გაიხსნებოდა მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ცენტრი. სწორედ ამ პროექტით წყალტუბო გახდებოდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკურორტო ქალაქი.

იგეგმებოდა ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებული გვირაბის მშენებლობა.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს უნდა ჰქონოდა როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო აეროპორტის ფუნქცია. ეს ყველაფერი ერთად შეუწყობდა ხელს ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას და ქუთაისი გახდებოდა იმერეთისა და დასავლეთ საქართველოს ტურისტული ცენტრი. რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას ემსახურებოდა ქუთაისის ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა, რაც ასევე განაპირობებდა მეტ სამუშაო ადგილსა და მეტ ინვესტიციას.
„ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა ყველა პროექტი.

8 ოქტომბრის გამარჯვებით ჩვენ ვუზრუნველყოფთ საქართველოს წინსვლასა და მის შეუქცევად განვითარებას!

„ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი“ - ეს არის ახალი სუნთქვა, ეს არის ძლიერი ქალაქი, ძლიერი რეგიონი-ძლიერი ქვეყნისთვის.

 

აკაკი ბობოხიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის

კანდიდატი ქუთაისში, 

 

48 საარჩევნო ოლქში

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია