დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა?
რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა?
სულ ნანახია 1466
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

ვის აქვს კენჭისყრის დღეს უბანზე ყოფნის უფლება?

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს; ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს/წარმომადგენლებსსაარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს (ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის არაუმეტეს 1 წარმომადგენელს);  რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს (ერთი და იმავე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 1 დამკვირვებელს);  რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლებს (ერთი და იმავე საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს (მათ შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი);  მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს (ერთი და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების არაუმეტეს 3 წარმომადგენელს).

რისი უფლება აქვს დამკვირვებელს?

-კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; 4 კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს.

რა უნდა გაკეთდეს თუ კენჭისყრის დღეს  ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები არ მოიძებნა?

საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამომრჩეველი მოძებნოს ელექტრონულ სიებში და მიაწოდოს ინფორმაცია იმ უბნის შესახებ, რომელშიც ის არის რეგისტრირებულისაარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არარსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი უნდა დაუკავშირდეს საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს ცხელ ხაზს ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

შეძლება თუ არა, ხმის მიცემის პროცესს დაესწროს სხვა პირი?

საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამომრჩეველი მოძებნოს ელექტრონულ სიებში და მიაწოდოს ინფორმაცია იმ უბნის შესახებ, რომელშიც ის არის რეგისტრირებული; 4 საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არარსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი უნდა დაუკავშირდეს საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს ცხელ ხაზს ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

თუ გაუფუჭდა ამომრჩეველს ბიულეტინი იმ შემთხვევაში?

თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, მათ ეს უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარის დავალებით ამომრჩეველთა რეგისტრატორი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი ახლით. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოაჭრის კუთხეს, დააწერსგაფუჭებულიადა ხელს მოაწერს. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ ბიულეტენს ცალკე ინახავს.

შეუძლია თუ არა ნებისმიერ პირს შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში პრეტენზია?

არავის არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში შეიტანოს პრეტენზია, შენიშვნა ან საჩივარი.  კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით). კომისიის მდივანი განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში გაატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის შემოსული.

რა შემთხვევაში შეიძლება გამოძახებულ იქნას პოლიცია?

თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და დარღვევის აღკვეთამდე კენჭისყრის შენობაში/მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები.

გამოიყენება თუ არა გადასატანი ყუთი  დროს მარკირება?

მარკირება არ გამოიყენება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა მიმართ.

საჯაროა თუ არა შემაჯამებელი ოქმი?

კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლები გამოაკრას საჯარო გაცნობისათვის. კომისია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლებს, კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლები უნდა დამოწმდეს კომისიის სპეციალური ბეჭდით, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების 30 ასლების მიღებას მიმღები პირი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს. კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, შესწორების ოქმსა და რეგისტრატორების წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში% დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ცესკოს.

 

მოამზადა მაკა ჩინიჯიშვილმა

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია